• რეკლამა
  • კონტაქტი
15:50, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივნისში ინფლაცია პიკს მიაღწევს – “თბილისში გაზის ტარიფის ზრდის ფონზე, ივნისიდან კომუნალური გადასახადების გავლენა ინფლაციაზე კიდევ უფრო გაიზრდება”

ალია ავტორი - ალია
20:29 06-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

დღეს, 23 ივნისს, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 23 ივნისის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 9.5%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ეროვნული ბანკის თანახმად, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ინფლაცია, რომელმაც მაისში წლიურად 7.7% შეადგინა.

სებ-ის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ივნისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი პიკს მიაღწევს, რისი განმაპირობებელიც იქნება თბილისში გაზის ტარიფის ზრდა, ასევე, გლობალურად მზარდი ნავთობის ფასები საწვავის გაძვირებასა და, შედეგად, ინფლაციაში მისი წვლილის მატებას განაპირობებს, მაღალია იმპორტული საქონლისა და სურსათის ფასების გავლენაც ინფლაციაზე.

“ალია” ეროვნული ბანკის განცხადებას სრულად გთავაზობთ: 

ნიშანდობლივია, რომ ინფლაციური პროცესების გააქტიურება გლობალურად შეინიშნება, თუმცა ეს პანდემიის თანმდევ დროებით მოვლენად მიიჩნევა. საქართველოში მაისის წლიურმა ინფლაციამ 7.7 პროცენტი შეადგინა. მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე გაზრდილი ფასებისა და გაცვლითი კურსის წინა პერიოდებში გაუფასურების ფონზე, ინფლაციის მაჩვენებელზე იმპორტული საქონლისა და სურსათის ფასების გავლენა კვლავ მაღალია. ამასთან, გლობალურად მზარდი ნავთობის ფასები საწვავის გაძვირებასა და, შედეგად, ინფლაციაში მისი წვლილის მატებას განაპირობებს. გარდა ამისა, თბილისში გაზის ტარიფის ზრდის ფონზე, მოსალოდნელია, რომ ივნისიდან კომუნალური გადასახადების გავლენა ინფლაციაზე კიდევ უფრო გაიზრდება. ნიშანდობლივია, რომ კომუნალური გადასახადების სუბსიდიის საბაზო ეფექტი წლიური ინფლაციის მაჩვენებელს 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში დამატებით დროებით გაზრდის.

რაც შეეხება მოთხოვნის მხარეს, წინასწარი ინდიკატორები მის მნიშვნელოვან გააქტიურებაზე მიუთითებს, რაც მანამდე არსებულ პროგნოზებზე მაღალია. კერძოდ, ეკონომიკური აქტივობა წლის პირველ ოთხ თვეში წლიურად 8.1 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის მაჩვენებელსაც გადააჭარბა. ამასთან, გაზრდილია ეკონომიკის დაკრედიტების ზრდის ტემპი და ფისკალური სტიმულიც ნარჩუნდება. ჯამურად, შიდა მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს იმპორტის გააქტიურებაც.  აღნიშნული ფაქტორების საპირწონედ, გაზრდილია საგარეო შემოდინებები, რაც სავალუტო ბაზრის პოზიტიურ დინამიკასა და, შედეგად, ინფლაციის შემცირებასაც შეუწყობს ხელს. მოსალოდნელია, რომ ივნისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი პიკს მიაღწევს, ხოლო 2021 წელს, სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოდ 7 პროცენტი იქნება. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნებითა და მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი ერთჯერადი ეგზოგენური ფაქტორების მოსალოდნელი მილევის ფონზე, არსებული პროგნოზით, 2022 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც აღინიშნა, საგარეო მოთხოვნის გააქტიურების ნიშნები იკვეთება, თუმცა, ჯამურად – ტურიზმის გათვალისწინებით – პანდემიამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, შემცირებული რჩება. წინასწარი მონაცემებით, მაისში საქონლის ექსპორტი 45 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელს მცირედით ჩამორჩება. საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი მაისში წლიურად 8-ჯერ გაიზარდა, თუმცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირება 73 პროცენტია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მონეტარული პოლიტიკის მაღალი განაკვეთის პირობებში გაზრდილია არარეზიდენტების დაინტერესება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით, რაც სავალუტო შემოდინებების დამატებითი წყაროა. რაც შეეხება საქონლის იმპორტს, გააქტიურებული ადგილობრივი მოთხოვნის ფონზე, მაისში 40 პროცენტიანი წლიური ზრდა დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაისის მაჩვენებელს დაახლოებით 6 პროცენტით ჩამორჩება.

თეგები: ეროვნული ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved