• რეკლამა
  • კონტაქტი
08:40, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფული დროზე გამომიგზავნე, თორე, ჩამოვალ და მოგკლავო, ემუქრებოდა ემიგრანტ დედას!” – გურამ შეროზია

ალია ავტორი - ალია
19:36 06-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

ბლოგერი, გურამ შეროზია:

“ამასწინათ ერთ ჩემ არც თუ ისე შორეულ, 26 წლის ნაცნობს კონფლიქტი ჰქონდა ემიგრანტ დედასთან – ფული დროზე გამომიგზავნე და ბინა მიყიდე, თორემ ჩამოვალ და მოგკლავო, ემუქრებოდა.

სხვა ქეისიც იყო ადრე, ქალი 7 წელი ინახავდა ქმარს და შვილებს, ქმარი თავის მხრივ საყვარელს და ამას იმით ხსნიდა, რომ ამდენი ხანი სექსის გარეშე აბა როგორ ეცხოვრა. თითქოს ემიგრანტ ცოლს არ ჰქონდა ბუნებრივი მოთხოვნილებები. ჩამოვიდა და დახვდა გაუცხოვება მთელი ოჯახის მხრიდან, თითქოს დანაშაული ჩაიდინა, რომ დაბრუნდა და ოჯახს შემოსავალი მოაკლო.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მინდა რამდენიმე თხოვნით მოგმართოთ, ძვირფასო და კეთილო ემიგრანტო ქალებო:

1. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ არ გაქვთ მუქთახორა ქმრების და სრულწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება, ძიძად აქაც იმუშავებთ და გარკვეული შემოსავალიც გექნებათ, თუ ფუფუნებაში უნდათ ცხოვრება, კეთილი ინებონ და ასწიონ თავადაც ერთი ადგილი!

2. პრობლემების დიდი ნაწილი სათავეს გაუნათლებლობიდან და სიბნელიდან იღებს! ეცადეთ ბავშვობიდან ჩაუნერგოთ ბავშვებს, რომ ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქვს და სრულწლოვანება დამოუკიდებლობის სინონიმი უნდა გახდეს.

3. წადით ქმართან ერთად, თუ კონტრარგუმენტი ის არის, რომ კაცი ძიძად ვერ იმუშავებს, მშენებლობაზე დაასაქმებთ, ან მებაღედ, ან პროფესიის შესაბამის სამსახურს მოძებნის.

ჩემი ოჯახი მდიდარი არასდროს ყოფილა, თუმცა ნებისმიერ ასაკში, ოდესმე რომ დედაჩემს ეთქვა, წლობით უნდა გადავიკარგო, რომ შენ უზრუნველყოფილი ცხოვრება გქონდესო, იმავე დღეს გავიდოდი ქუჩაში და ვიმუშავებდი ნებისმიერ სამსახურში, ოღონდ დედა ჩემს გვერდით შემენარჩუნებინა!

ვერანაირი ფინანსური კომპენსაცია ვერ შემიცვლიდა დედას და მის გარეშე „მაძღრობის” ნაცვლად, უალტერნატივოდ ავირჩევდი მასთან ერთად შიმშილს.

ყოველთვის, როცა ჩემი და ბარბარას კლიპს ვუყურებ და სიტყვებს ვუღრმავდები, ძალიან ვსევდიანდები, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ყველა წევრი გვერდით მყავს, ზოგი კიდევ…”

თეგები: გურამ შეროზია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved