• რეკლამა
  • კონტაქტი
21:23, ორშაბათი, 3 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე კარგად ვიცნობ ივანიშვილს და მას ასეთი რაღაცები არ სჩვევია“ – რას ეძღვნებოდა სინამდვილეში ივანიშვილის წერილი?

ალია ავტორი - ალია
18:23 06-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ლევან ჯავახიშვილი, ალია

ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების შესახებ, „ალიას“ ესაუბრება  ექსპერტი გია ხუხაშვილი.

– ბატონო გია, ბიძინა ივანიშვილმა დუმილი დაარღვია  და წერილით გამოეხმაურა გიორგი გახარიას პოლიტიკაში მოსვლას. ამ წერილიდან  ყველაზე საყურადღებო ის იყო, რომ ივანიშვილმა უარყო, რომ გახარია მისი პროექტია და ამ მოსაზრების განსამტკიცებლად, მას სახელმწიფოს და გუნდის მოღალატე უწოდა. როგორ შეაფასებთ, გახარიას მიმართ  ივანიშვილის ამ ბრალდებებს და ზოგადად, მის მოულოდნელ გამოჩენას?

– ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი თვლიან,  რომ გიორგი გახარია მათთვის სერიოზული პრობლემაა. გახარია საფრთხეს უქმნის ადგილობრივ არჩევნებზე იმ 43%–ს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად ასაღები აქვს. მთავარი ის არის, რომ ამ წერილით, ელექტორალურად, გახარიას ვერ აზიანებს ბიძინა ივანიშვილი. მთავარი პრობლემა, რაც მან დაინახა გახარიაში, ის გახლავთ, რომ  დაიწყო ადმინისტრაციული რესურსის გადინება ხელისუფლებიდან და ეს ხალხი გახარიასთან მიდის. ჩვენ ვნახეთ, რომ საჯარო სექტორიდან ბევრი წავიდა გახარიასთან. ეს ბუნებრივიც იყო, იმიტომ რომ გახარიას პოლიტიკური წონა სისტემაში  ბევრად  უფრო მაღალია, ვიდრე კობახიძე–ღარიბაშვილის ტანდემისა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ რესურსში ეს ბზარი სახიფათოდ ჩათვალა ივანიშვილმა. ვისაც შეეძლო გაეჩერებინა ეს პროცესი, ისევ თვითონ იყო. ფაქტობრივად, ეს  წერილი მან გამოაქვეყნა  სახელისუფლებო მონოლითის შესანარჩუნებლად. „ქართული ოცნება“ საერთოდ არ თვლის, რომ არჩევნებით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. ისინი თვლიან, რომ არჩევნები კი არ უნდა მოიგო, უნდა იყიდო. რომ იყიდო, გჭირდება ადმინისტრაციული რესურსი, რომლის მეშვეობითაც გააკეთებ ამას. ივანიშვილმა ამ წერილით საჯარო სექტორს უთხრა, რომ გახარიასკენ არ გაიხედოთო. იქვე იყო მინიშნება,  გარკვეული გზავნილი ამ საჯარო მოხელეებისთვის, რომ გახარიას მიმართ ნებისმიერი, დასაშვები და დაუშვებელი მეთოდებით შეიძლება ბრძოლა. შესაბამისად, თუ გახარიას შეებრძოლებიან, მის მომხრეებსაც შეებრძოლებიან, თუკი დასჭირდათ და ეს გაფრთხილება იყო მათთვის. მე ვფიქრობ, დაახლოებით, ამას ეძღვნებოდა ეს წერილი. მასში იყო მართალიც, ტყუილიც, ცინიზმიც იყო, სადაც ივანიშვილი კანონის აღსრულებაზე ლაპარაკობს და თურმე კანონის აღსრულების აუცილებლობის გამო ჩატარდა 20 ივნისის სპეცოპერაცია. ცინიზმი იყო იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას კანონი და კანონიერება არ ადარდებს, მისი წარმომადგენლები ლამის ყოველდღიურად არღვევენ კანონს, მათ პასუხს არავინ სთხოვს და მაინც და მაინც 20 ივნისს უნდა აღესრულებინათ კანონი.

– ლოგიკას რომ მივყვეთ, რა გამოდის? გიორგი გახარია მართლა არ არის „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის პროექტი, თუ იყო, მერე რაღაცები ვერ გათვალეს, პროცესები ხელიდან გაექცათ და გახარია რეალურ ოპოზიციად ექცათ? 

– არა, გახარია არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის პროექტი. მე კარგად ვიცნობ ივანიშვილს და მას ასეთი რაღაცები არ სჩვევია. სხვა პარტია შექმნას და ამ ტიპის მანიპულაციები აწარმოოს, ეს მისი სტილი ნამდვილად არ არის. რაც შეეხება გიორგი გახარიასგან სახელმწიფოს ღალატს, ეს მარაზმია. კი, შეიძლება ივანიშვილმა ჩათვალა, რომ გახარიამ გუნდს და მას უღალატა და ეს შეუძლია თქვას, მაგრამ სახელმწიფოს უღალატაო, ეს აბსოლუტური სისულელეა. ეს შეიძლება თქვას იმისთანა ადამიანმა, რომელსაც სახელმწიფოდ საკუთარი თავი მიაჩნია.

– ბიძინა ივანიშვილი სწორედ ასე ფიქრობს.

– ჰოდა, ეტყობა ამიტომაც ჩათვალა ივანიშვილმა, რომ გახარიამ თუ მას უღალატა, მაშინ სახელმწიფოსაც უღალატა.

– ირაკლი კობახიძემ  განაცხადა, რომ გიორგი გახარიას პარტიას დავით კეზერაშვილი აფინანსებს და სააკაშვილი და გახარია ერთად აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობასო.

– ეს სისულელე და მოგონილი თემებია, არავის სჯერა, მაგრამ ჯიუტად ცდილობენ ამაზე ისაუბრონ.  კიდევ დაიწყეს ლაპარაკი ნეპოტიზმზე და ამ მიმართულებებიდან უტევენ გახარიას.

– „ქართული ოცნების“ მიზანი რა არის? როგორმე მოახერხონ, რომ გიორგი გახარია გადაისროლონ არსებული პოლიტიკური ოპოზიციის ფლანგზე, „ნაციონალებთან“ და სააკაშვილთან მისი კავშირები დააჯერონ ხალხს, „ნაციონალებთან“ გააიგივონ და შესაბამისად,  ამ პოლიტიკურ ძალებს წაართვას ხმები გახარიამ ადგილობრივ არჩევნებზე?

– ოპოზიციას რომ წაართვას ხმები გახარიამ, ეს ცოტა ძნელი იქნება, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ რომ არ წაართვას, ეს არ უნდათ და ამიტომ ცდილობენ გახარიას დისკრედიტაციას და ავრცელებენ ამ სისულელეებს. ვიმეორებ, ელექტორალურად, ბიძინას წერილს გახარია არ დაუზიანებია. პირიქით. როდესაც ეს მავანთათვის ღმერთივით კაცი, ამხელა წერილს უძღვნის გახარიას, ეს მას პოლიტიკურ წონას არ აკარგვინებს, პოლიტიკურ წონას მატებს. ბიძინამ ჩათვალა, რომ გახარია იმდენად სერიოზული პრობლემაა, ამდენხნიანი დუმილი დაარღვია მის გამო და ამხელა წერილიც უძღვნა. ეს ცუდი არ არის გახარიასთვის. მისთვის ცუდი და სახიფათო ის არის, რომ თუ მას შეეძლო ადმინისტრაციული რესურსის მოზიდვა და ეს აქამდე მოახერხა კიდეც, ამის შემდეგ, ეს პროცესი შეფერხდება. უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი წავა სახელმწიფო სტრუქტურებიდან გახარიასთან. სამსახურის დაკარგვის და სხვა მიზეზების გამო, ბევრი დაფრთხება.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგია ხუხაშვილიგიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved