სპეცოპერაცია 300 არაგველთან. თვითმხილველების ინფორმაციით, სამართალდამცველები გაქცეული მამაკაცის დაკავებას ცდილობდნენ. ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი და მიმდინარეობს ერთერთი ავტომობილის ჩხრეკა.
ავტომობილში მსხდომი პირები სავარაუდოდ გაქცევას ცდილობდნენ სამართალდამცველებისგან, თუმცა, მათი შეჩერება მოხერხდა. ამის შემდეგ უკვე დაიწყო ჩხრეკის ოპერაცია.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს მართვის მოწმობა არ ჰქონდა და ამის საფუძველზე მოხდა მისი გაჩერება.
კომენტარები