• რეკლამა
  • კონტაქტი
05:17, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კობახიძე ეროვნულებში “აბაზრებს” ღარიბაშვილმა ვერ გაბედა თქმა და მე გავბედეო… ვოლსკის გააგებინეთ, ქუჩა-ქუჩა ტუზიკასავით რომ დარბის…” – სანდრო ბრეგაძე

ალია ავტორი - ალია
15:23 06-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, ირაკლი კობახიძის გუშინდელ (ტვ პირველის ეთერში) ინტერვიუს ეხმაურება, სადაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ “პრაიდს” უარი უნდა ეთქვა, ღონისძიებების ჩატარებაზე: “„მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და მე მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიებების ჩატარებაზე”.

სანდრო ბრეგაძე:

კობახიძე 1-0 ღარიბაშვილი

მგონი სასწაული ხდება – სავლე პავლედ გადაიქცა

ჩიჩილაკად წოდებულმა ირაკლი კობახიძემ ფერისცვალება განიცადა – ლგბტ-პრაიდი და აღლუმი არ უნდა ჩატარდესო

სასწაულია – ნამდვილი სასწაული

დიდება ქართული ოცნების ღმერთს – დიდ ზევსს

ხარობს კობახიძე, ეროვნულებში “აბაზრებს” ხომ დავასწარი ღარიბაშვილს, ხომ დავცხე ჰომოსექსუალებს, ხომ ვარ კაცი და პატრიოტიო. ღარიბაშვილმა ვერ გაბედა თქმა და მე გავბედეო…

ახლა ალბათ მდინარაძე და თალაკვაძე მუხლმოყრილები “არმაზის კერპს” შესთხოვენ რომ გონება გაუნათოს და ხვალ კობახიძის მსგავსი “რეჩი” მოარტყან და მათაც დაასწრონ ღარიბაშვილს…

სოციალისტური შეჯიბრებაა – ვინ ვის რას დაასწრებს…

საბავშვო ბაღია, სადაც პატარები “ხელისუფლებობანას” თამაშობენ…

სინამდვილეში კი შეეშინდათ,ძალიან შეეშინდათ – უუუხ თქვენ კი გენაცვალეთ თქვენააა – მოგიჭირათ არა მაგრად ? ოხერი რამაა არა შიში ? შეგეშინდათ არა ქართველი ერის რისხვის?

კარგია, ძალიან კარგი – ასე მოჭერილებმა უნდა იაროთ მთელი ცხოვრება თქვე მართლა მონებო თქვენა

ახლა მთავარია თქვენი ზევსი არ გააბრაზოთ, თორემ გაგიყენებთ კუდიგორის გზას და დაგაბრუნებთ იმ ჭაობში სადაც გომბეშოებად ცხოვრობდით, საიდანაც ამოგიყვანათ, დაგბანათ, თმები დაგივარცხნათ (ნუ კობახიძის გამოკლებით), პიჯაკები ჩაგაცვათ, ჰალსტუხები გაგიკეთათ, მინისტრები – პარლამენტარები გაგხადათ და კაცუნებად გაქციათ…

ირაკლა კობახიძემ ისეთი “რაზგონი” აიღო და ისე “მიასხა” ჰომოსექსუალებს, რომ შესაძლოა “ქართული მარშის” ოფისს მოადგეს და ხვეწნა დაგვიწყოს მიმიღეთო, მაგრამ შანსი არ აქვს, კობახიძის მსგავს “ლუზერებს” მხოლოდ ოცნება თუ მიიკედლებს!!!

ხო მთავარი არ დამავიწყდეს – იმ მოხუც კაცს ვოლსკის გააგებინეთ,რომ ლგბტ-პრაიდი არ გსურთ, თორემ დაბერდა კაცი, ვერ გაიგო რა ქნას და ქუჩა-ქუჩა ტუზიკასავით დარბის და იძახის ლგბტ-აღლუმი უნდა ჩატარდესო. პატივი ეცით მოხუცებს…

P.S. ბოლოთქმა – აი ცირკის მასხარები რომ იყოთ მაგრად გავერთობოდით და ვიცინებდით – ტაშსაც დაგიკრავდით, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ხართ, თქვენზე არ გვეცინება, თქვენზე ცხარე ცრემლით გვეტირება და მგონი სირცხვილია ეს “კლოუნობა”.

თეგები: სანდრო ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved