• რეკლამა
  • კონტაქტი
14:07, ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გერმანიაში დასაქმების პროგრამით წასული მოქალაქეების პრობლემები ისევ მოუგვარებელია – რა უთხრა მინისტრმა გერმანიის ელჩს?

ალია ავტორი - ალია
20:21 06-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამით წასული საქართველოს მოქალაქეების საქმეს რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია. 24 ადამიანი ისევ უმძიმეს პირობებში იმყოფება. მარწყვის ფერმაში დასაქმებულების განცხადებით, მათი სამუშაო და საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესების ნაცვლად კიდევ უფრო გაუარესდა.

ჯერ კიდევ მაისში, მაშინ, როდესაც მიგრანტებმა მათი დროებითი საცხოვრებლიდან უმძიმესი კადრები გაავრცელეს და სამუშაო კონტრაქტის პირობების დარღვევაზე ალაპარაკდნენ, გერმანიისა და საქართველოს შესაბამისი უწყებებიდან იყო დაპირება, რომ პრობლემები მოგვარდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებულებს სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანდნენ. თუმცა, დასაქმებულების თქმით, დამსაქმებელი სამუშაო ხელშეკრულების პუნქტების დარღვევას დღემდე განაგრძობს.

არასათანადო საცხოვრებელი გარემოს გამო ერთ-ერთმა დასაქმებულმა ჯანმრთელობის დაზიანებაც კი მიიღო და მას კვალიფიციური სამედიცინო დახმარება არ გაეწია.

საქართველოს მოქალაქეების საცხოვრებლისა და სამუშაო პირობების შესასწავლად 4 ივნისს მათთან იმყოფებოდნენ გერმანიის შრომისა და სოციალურ საქმეთა ფედერალური სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები. „მირამ“ შეისწავლა ადგილზე არსებული სიტუაცია და დამსაქმებელი გააფრთხილა, რომ ის არღვევენ როგორც კონტრაქტის, ისე გერმანიის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს. მათ გამოსასწორებლად კი ვადა 16 ივნისამდე მისცა, თუმცა ადგილზე სიტუაცია კვლავ არ შეცვლილა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ აი, ძალიან ბევრს მუშაობენ უცხოელ კოლეგებთან ერთად და დარწმუნებულია, ეს პრობლემა მოგვარდება – ლეგალურად დასაქმებული 24 ადამიანის პრობლემას თუ ვერ აგვარებს სამინისტრო მაისიდან მოყოლებული და თან ძალიან ბევრს მუშაობთ, სცადეთ, აბა, დაისვენეთ, იქნებ, თქვენი “მუშაობით” უფრო მეტად უშლით ხელს? – რა გითხრათ, საგარეო საქმეთა მინისტრს, თავის გამოსვლაში, ის არ უთქვა, რომ ამ 24 ადამიანის პრობლემები კიდევ უფრო მეტად დამძიმდა, მოგვარების ნაცვლად.

დავით ზალკალიანის მტკიცებით, მას კონტაქტი აქვს გერმანიაში ქართველ დიპლომატებთანაც და გერმანელ კოლეგებთანაც, გვიმტკიცებს, რომ მათ ეუბნება, ეს პრობლემა სასწრაფოდაა მოსაგვარებელიო – არ უჯერებენ, ალბათ, მაშინ!

დავით ზალკალიანის კომენტარი:

„არა მხოლოდ ჩვენი საკონსულოს, არამედ გერმანიის ხელისუფლებასთან მქონდა კომუნიკაცია ამ თემაზე. გუშინაც მქონდა საუბარი გერმანიის ელჩთან, რომ ეს თემა იყოს სწრაფად მოგვარებული, რადგან საქმე გვაქვს ადამიანებთან, მათ ყოფით მდგომარეობასთან და ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მიცემულია დავალება ჩვენი საკონსულო სამსახურისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ გერმანელ პარტნიორებთან ერთად სწრაფად მოგვარდება ეს პრობლემა“

თეგები: დავით ზალკალიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

13:48 10-15-2025
თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved