• რეკლამა
  • კონტაქტი
20:52, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასტრაზენეკას” მონოკლონური ანტისხეულების კოქტეილი არაეფექტური აღმოჩნდა

ალია ავტორი - ალია
17:46 06-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ფარმაცევტული კომპანიები კოვიდ-19-ის ახალ სამკურნალო და პრევენციულ საშუალებებზე მუშაობას აგრძელებენ. წარმატება ამ მიმართულებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების მქონე ისეთი ადამიანებისთვის, ვისთვისაც ვაქცინაცია რეკომენდებული არ არის. მათთვის მეცნიერები ალტერნატიულ გზებს ეძებენ.

სამშაბათს ბრიტანულ-შვედურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ “ასტრაზენეკა” განაცხადა, რომ მათ მიერ შემუშავებულმა მონოკლონური ანტისხეულების კოქტეილმა, რომელიც კლინიკური გამოცდის დასკვნით ფაზაზე იყო, ექსპერიმენტში მონაწილეთა შორის გაუმჯობესება არ აჩვენა. კოქტეილში ორი ტიპის ანტისხეულები იყო გამოყენებული და მათ ზრდასრულ ადამიანებზე ცდიდნენ.

კლინიკური გამოცდის მესამე ფაზისთვის ისეთი ადამიანები შეარჩიეს, ვისაც ბოლო 8 დღის განმავლობაში ჰქონდა კონტაქტი კორონავირუსით ინფიცირებულთან. ამასთან, საწყის ეტაპზე მათ ტესტზე უარყოფითი პასუხი უნდა ჰქონოდათ. ექსპერიმენტში ამერიკიდან და ბრიტანეთიდან 1 121 ადამიანი მონაწილეობდა.

მეცნიერებს აინტერესებდათ, შეძლებდა თუ არა ანტისხეულების კოქტეილი მათში სიმპტომების გამოჩენის პრევენციას. თერაპია მეორე ჯგუფთან შედარებით, რომელიც პლაცებოს იღებდა, ეფექტური მხოლოდ მონაწილეთა 33%-ში აღმოჩნდა. ამგვარი შედეგი სტატისტიკურად უმნიშვნელოდ ითვლება და ეს შეიძლება უბრალო დამთხვევა იყოს და არა თერაპიის შედეგი.

თუმცა, “ასტრაზენეკაში” შემუშავებულ მონოკლონური ანტისხეულების კოქტეილზე, სახელად AZD7442, ჯერ ხელი ბოლომდე არ ჩაუქნევიათ. პარალელურად გრძელდება 5 დამატებითი კლინიკური გამოცდა, რომლებშიც პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება მოწმდება როგორც პრევენციის, ისე მკურნალობის მიმართულებით.

შეერთებული შტატების მარეგულირებმა არაჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობისთვის ორი მსგავსი პრეპარატი დაამტკიცა. ისინი “ასტრაზენეკას” კონკურენტი კომპანიების მიერაა შექმნილი, “რეგენერონში” და “ელი ლილიში”. “რეგენერონი” ევროპის მარეგულირებელმაც დაამტკიცა და ახლა განიხილავს 2 სხვა კომპანიის მიერ შექმნილ ანტისხეულების კოქტეილს.

წყარო – ამერიკის ხმა

თეგები: ასტრაზენეკა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved