• რეკლამა
  • კონტაქტი
09:37, კვირა, 25 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილმა, გახარიას სახით, გამოთხარა ისეთი ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დაასამარებს” – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
20:46 06-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ლევან ჯავახიშვილი, ალია

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „სახალხო ტრიბუნას“  ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– ბატონო დავით, დღევანდელი  ქართული პოლიტიკის მთავარი თემა გიორგი გახარიაა და ამით მინდა თქვენთან საუბრის დაწყება. ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცელა და სახელმწიფოსა და „ქართული ოცნების“ გუნდის მოღალატე უწოდა გახარიას. ირაკლი კობახიძემ მანამდე „ნაციონალებთან“ ალიანსში დაადანაშაულა გახარია. მეტიც, გახარია და სააკაშვილი ერთად აპირებდნენ სახელმწიფოს აყირავებასო. ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ გახარიასა და „ნაცებს“ შორის ტოლობის ნიშანი დასვან.  საზოგადოებამ გიორგი გახარიას პარტია მიიღო როგორც „ქართული ოცნება-2“ და შესაბამისად, მისი მომხრეები „ქართული ოცნების“ ყოფილი მომხრეები გახდნენ. საფრთხე დაინახეს ხელისუფლებაში და სავარაუდოდ, ამას ემსახურება მითი, რომ ის „ნაცებთან“ იყო  და არის შეკრული. მაგარი იაღლიში მოუვიდა ბიძინა  ივანიშვილს, ვერ გათვალა და სატელიტად ჩაფიქრებული გიორგი გახარია, რეალურ საფრთხედ ექცა.

– გეთანხმებით, თუმცა, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პრობლემა ის არის, რომ გიორგი გახარია  მაგ თამაშში არ მიჰყვება. ივანიშვილიც, „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებიც უშურველად ლანძღავდნენ გახარიას, თავად კი თავს იკავებს ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკისგან, ივანიშვილს კი საერთოდ არ ახსენებს. მხოლოდ „ქართული ოცნების“ ყველაზე არაპოპულარული ლიდერის, ირაკლი კობახიძის ლანძღვით არის  დაკავებული. უკვე რეალობაა, დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, გახარია ბლომად ხმებს წაართმევს „ქართულ ოცნებას“. ბიძინა ივანიშვილს ეგონა, რომ  მთავარ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდებოდა გახარიას პარტია და თუ გახსოვთ, ეს ადრე განაცხადა კიდეც, „ქართული ოცნების“ წიაღში ძლიერი  და ღირსეული ოპოზიციური ძალა გამოჩნდებაო.  ოპოზიციური ძალა კი არა, გახარიას სახით გამოთხარა ისეთი ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დაასამარებს. ახლა ვეღარ ეუბნებიან გახარიას, გადი ამ თამაშიდანო. ხომ ვერ ეტყვიან, ვიხუმრეთ, სხვა ჩანაფიქრი გვქონდა, ის არ გამოვიდა და შენ ახლა გადი პოლიტიკიდანო. ამ ეტაპზე გახარია სწორედ იქცევა, მაგრამ თუ მომავალში რიტორიკა არ გაამკაცრა, არ ამხილა ყოფილი თანაგუნდელები და არ შეუტია მათ, ეს ისევ ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმა იქნება. თუ ხალხს რადიკალურ ცვლილებებს არ შესთავაზებს, მისი ნდობა არ ექნებათ. თუ რადიკალური ცვლილებების აუცილებლობაზე დაიწყებს ლაპარაკს, მაშინ, თავისთავად, „ქართულ ოცნებას“ ღიად და მწვავედ უნდა დაუპირისპირდეს, მისი ცუდად  გაკეთებული საქმეები უნდა გააკრიტიკოს და ის ხალხიც, ვინც ან საქმეებს ცუდად აკეთებდა. რაც უფრო რადიკალური იქნება „ქართული ოცნების“ მიმართ, მით უფრო მეტ ხმებს წაიღებს ამ პარტიისას, „ქართულ ოცნებაზე“ ბევრი გულაცრუებულის ხმებს. ოპოზიციის ხმებს გახარია ვერ წაიღებს. ვერ იმუშავა ბიძინა ივანიშვილის წერილმა, ვერც კობახიძისა და სხვების განცხადებებმა, რომ გახარიამ „ქართულ ოცნებას“ უღალატა და სააკაშვილისა და „ნაცების“ პარტნიორია.

– ადგილობრივ არჩევნებზე, „ქართულ ოცნებას“  ხმების 43% სჭირდება აუცილებლად. თუ ამდენი ხმა ვერ მიიღო, მაშინ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. გახარიამ მათ ამ 43 პროცენტსაც საფრთხე შეუქმნა, თუ „ქართული ოცნების“ ხმებს წაიღებს?

– მაგას ვამბობ, გახარია დაასამარებს „ქართულ ოცნებას“-თქო. ბევრ ხმას წაართმევს გახარია და ამით დაანგრევს მათ გეგმებს. მათ შორის, ადგილობრივ არჩევნებზე 43%–ს აღებისას. პირველად აქ გაეჩხირება გახარია მმართველ პარტიას ყელში.

– თუ ლოგიკას მივყვებით და მოვლენები ამგვარად განვითარდა, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი გაუთვლელი ნაბიჯებით, წინდაუხედაობით, უკაცრავად და, თავად „გაიჩალიჩა“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?

– იმდენი მოთამაშე შემოდის ქართულ პოლიტიკაში, უკვე ისე იცვლება პოლიტიკური სპექტრი, ვადამდელი არჩევნები ისედაც გარდაუვალი იყო, მაგრამ გახარია ამას ხელს შეუწყობს. ხელისუფლება ვერაფერს  სთავაზობს ხალხს. წარმოიდგინეთ, რომ კიდევ ესენი იყვნენ 3  წელი ხელისუფლებაში. ვეღარ გაუძლებს ამას ქვეყანა, აღარ აქვს საამისო რესურსი.  3 წლის შემდეგ, საქართველო იქნება ტერიტორია და არა სახელმწიფო, რისთვისაც ვიბრძოდით თავის დროზე. გამოდის, რომ ყველაფერი ფუჭი ყოფილა. ბიძინა ივანიშვილმა  „ქართული ოცნება“  კი არ შექმნა, ქვეყნის დამოუკიდებლობას ისეთი ხიფათი შეუქმნა, ასეთი ინსტიტუტების პირობებში, შესაძლოა, სახელმწიფო დამოუკიდებლობაც დავკარგოთ,

– ბატონო დათო, ვადამდელი არჩევნები, შესაძლოა, „ქართულ ოცნებასაც“ უნდა და ამის შესახებ, არაერთი ექსპერტი ლაპარაკობს. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ აწყობს ვადამდელი არჩევნები მმართველ პარტიას იმ შემთხვევაში,  თუ ადგილობრივ არჩევნებზე 43% ვერ აიღო და იძულებული გახდა, დანიშნოს ეს არჩევნები, ეს „ქართული ოცნების“ მარცხის  აღიარება იქნება. ასევე, წინაპირობა იმისა, რომ ვადამდელ არჩევნებს წააგებენ. თქვენ რას ფიქრობთ?

– მაგაში აბსოლუტურად გეთანხმები. 43%–ს ვერ აღება ადგილობრივ არჩევნებზე, ეს უკვე ნიშნავს, რომ იძულებით დანიშნავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს „ქართული ოცნება“ და არა საკუთარი ნებით.  მათ სურდათ, მათი კონტროლის ქვეშ ყოფილიყო ყველაფერი, მაგრამ ამდენი თამაში ხალხთან, საკუთარ ამომრჩეველთან, უკვე აღარ გაუვათ, ეს  უკვე ჩანს, პრინციპში. 2012 წელს რითიც არჩევნები მოიგეს, იქიდან აღარაფერი დარჩა, თითქმის არავინ დარჩა იმ ხალხიდან ივანიშვილის გვერდით, ვინც ის ბრძოლა მასთან ერთად მოიგო. გაკოტრებულია „ქართული ოცნება“, პარტიის და ხელისუფლების წინა პლანზე, ხალხისთვის მიუღებელი პერსონები არიან. ირაკლი კობახიძეს და მისთანებს, რომლებიც დღეს ლიდერები არიან, 2012 წელს ხალხი გვერდით არ დაიყენებდა, პირიქით, მაგნაირებს ებრძოდა ხალხი, იმ იდეოლოგიას ებრძოდა, რომლის მატარებლებიც კობახიძე და მისთანები არიან. არ გამოვრიცხავ, ბიძინა ივანიშვილს კვლავ მოუწიოს პოლიტიკურ პროცესებში ღიად ჩართვა. მისი მეორედ მოსვლა ვნახეთ, მაგრამ მესამედაც რომ მოვიდეს, არ გამიკვირდება. შესაძლოა, გამოგვიცხადოს, სახელმწიფოებრიობას ვკარგავთ და იმიტომ დავბრუნდიო.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგიორგი გახარიადავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved