• რეკლამა
  • კონტაქტი
23:18, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვიქნები გულწრფელი… ვისაც სურს, მსგავს სიცრუეს მაინც ატრიალებს, ნებაც მათია – არჩილ გამზარდია

ალია ავტორი - ალია
20:27 06-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია:

“მე თუნდაც წამორტყმას არ მივესალმები, მაგრამ, როდესაც ამბობენ გაუპატიურებას, ფაქტი ხომ უნდა იყოს. ვნახოთ, ფაქტი თუ იყო, ძალიან უმკაცრესად დაისჯებიან. არიან ადამიანები, რომლებიც გულწრფელად ცდილობენ, რომ გაუსაძლის პირობებში არ იყვნენ ბავშვები. მე როგორც ვუყურებ, ჩემი გადასახედიდან არავითარი გამართლება არ აქვს, მაგრამ, თუ ვინმე დამნაშავეა და რაშიც არის დამნაშავე საეკლესიო და საერო კანონის შესაბამისად ბოლომდე ორივე კანონი მივუსადაგოთ“, – ეს ფრაზები გაგრძელებაა იმ ციტატისა (“რა გასაკვირია, რომ უფროსმა, ღონიერმა, პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდეს და ძალა გამოიყენოს”), რომელიც მთავარეპისკოპოს იაკობის გამონათქვამების სახით გავრცელდა, თუმცა მხოლოდ ერთი ფრაგმენტი იყო ძირითადი რეფრენი გამავრცელებლებში. დღეს მთავარეპისკოპოსი იაკობი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად პატრიარქის კურთხევით დანიშნეს.

ვიქნები გულწრფელი, იაკობის გამონათქვამების და მიდგომების გარკვეული ნაწილი არაერთხელ გამიკრიტიკებია თავად, მიუხედავად მისდამი ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებისა, ჩემთვის ხშირად არის მიუღებელი მისი ზედმეტად პოლიტიკური შეტყობინებები, ჩარევები საერო პროცესებში, სიხისტე და ზოგჯერ აგრესიული რიტორიკა, მაგრამ თუ კი მოაზროვნეები გვქვია და მიუკერძოებლები, ვთქვათ, ის რაც არის და არა ის, რაც არ არის, ან მხოლოდ იმის ნაწილი, რაც ხდება, ნახევრად სიმართლე სიცრუის ფორმაა და არც მეტი.

მონასტერში, სადაც მე ვცხოვრობდი, წინამძღვარი მაშინ იღუმენი და ახლა მთავარეპისკოპოსი იაკობი იყო. მონასტერში ცხოვრობდნენ მოზარდებიც, ახალგაზრდებიც და ვინც კი იქ ცხოვრობდა, ეხსომებათ, მთავარეპისკოპოს იაკობის განსაკუთრებით ლიბერალური მიდგომები (შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს ეს კვალიფიკაცია), ლოიალობა და აღზრდის თუ განათლების მიმართ მისი პოზიტიური, არადისკრიმინაციული და ტოლერანტული მიდგომები (ალბათ ესეც ბევრს გაგიკვირდებათ).

ბევრს მოსწონს ჩემი შეხედულებები და პრაქტიკა, აღზრდის მეთოდებისა და მოდელებისადმი, ჩემს შვილებთან განსაკუთრებულად თანაბარუფლებიანი და ლიბერალური დამოკიდებულება და ურთიერთობა, ალბათ ბევრმა არ იცის, რომ თავის დროზე ჩემი მენტალობის ჩამოყალიბებაში მშობლების შემდეგ, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტი როლი მთავარეპისკოპოსმა იაკობმა შეასრულა. ის ჩემი კონსტანტინეს ნათლიაა და ჩემი და კონსტანტინეს (მასთან ერთად, ირინოლას) ურთიერთობის პოლიტიკაშიც მნიშვნელოვანი როლი აქვს. მე მსურს და ვცდილობ გავზარდო ტოლერანტი, ჰუმანური, ლიბერალი შვილები და ჩემი ცოდნის თუ მიდგომების მნიშვნელოვანი წილი თავის დროზე იაკობმა ჩამომიყალიბა და მასწავლა.

ბევრისთვის პარადოქსული პოსტი შეიძლება იყოს ეს, რაც დავწერე, მაგრამ ვწერ, რაც არის, იმას.

იაკობის თემას იშვიათად ვეხები ხოლმე, თუ ვეხები, იქაც უმეტესად მის საჯარო გამოხატულებებს ვაკრიტიკებ, მაგრამ ჩემთვის იაკობი ის ადამიანია, ვისაც ყველაზე მეტად ვემადლიერები ჩემს შინაგან პროგრესში, თუ რამ მაქვს ჩემს ტოლერანტობის უნარში და ა.შ.

მიუხედავად იმისა, ვინც გინდა იყოს, მისი ქმედებებით უნდა ვაკრიტიკოთ თუ ვუგულშემატკივროთ, მაგრამ მიუკერძოებლად, მხოლოდ ჩვენი სინდისის წინაშე.

ჰო, იაკობი არასდროს ყოფილა “მხედრიონის” წევრი თუ ლანჩავას მოადგილე, ამაზე ბევრჯერ უთქვამს, არც არასდროს დადასტურებულა მსგავსი, მაგრამ ამ ნაწილით დიდად არ დაინტერესებულან, ვისაც სურს, მსგავს სიცრუეს მაინც ატრიალებს. ნებაც მათია.

იმედი მაქვს, მთავარეპისკოპოსი იაკობი, ამჟამად, როგორც ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელიც, მეტი სიფაქიზით მოეკიდება ბავშვთა უფლებადამცველებთან, სახალხო დამცველთან ურთიუერთობას და თანამშრომლობას და განახორციელებს იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რაც დააანონსა, სწორედ ბავშვთა თემებზე მომუშავე სპეციალისტები და სახალხო დამცველი უნდა იყვნენ მისი პარტნიორები ამ ცვლილებებში.”

თეგები: არჩილ გამზარდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved