• რეკლამა
  • კონტაქტი
22:19, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

14 ივნისი შშმ პირების უფლებების დაცვის დღეა

ალია ავტორი - ალია
16:11 06-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

14 ივნისი შშმ პირების უფლებების დაცვის დღეა. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში შშმ პირთა მხარდაჭერისთვის სამინისტროს მიერ ხორციელდება არაერთი პროგრამა თუ სერვისი.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო შშმ პირებისათვის ყოველწლიურად ახორციელებს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან სხვადასხვა სერვისითა და მომსახურებით.

„დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ამოცანაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია.

ქვეპროგრამით გათვალისწინებულია რამდენიმე კომპონენტი: სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის, საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის, სმენის აპარატებით უზრუნველყოფის, კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის, ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტები.

განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ამოცანაა განვითარების მძიმე და ღრმა (ფიზიკური/ინტელექტუალური/ფსიქიკური) შეფერხების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, მათი ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ოჯახის მხარდაჭერა ბინაზე მოვლის მომსახურების მიწოდებით.

მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა, რომლის ამოცანაა მზრუნველობა მოკლებული მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსება და მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში მოვლა და აღზრდა.

ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომლის ამოცანაა ადრეული ინტერვენციის მომსახურების მიწოდების გზით შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, შესაძლებლობის შეზღუდვისა და მიტოვების პრევენცია.

დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ოჯახების მხარდაჭერა, მიტოვების პრევენცია და სოციალური ინკლუზია.

ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა, რომლის ამოცანებია სამიზნე ჯგუფის ბავშვთა სპეციფიკური რეაბილიტაცია, აბილიტაცია, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომლის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს მხარდაჭერითი დასაქმების მომსახურებას, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ანაზღაურებადი სამუშაოს მოძიებასა და მის შენარჩუნებაში დახმარების გაწევას.

შშმ პირები სარგებლობენ სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით, რომელიც ითვალისწინებს, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას.

შშმ პირთა დასაქმებისთვის იმართება დასაქმების ფორუმები.

შშმ პირებისათვის ჯანმრთელობის დაცვა ხელმისაწვდომია ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” საშუალებით.

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განსაზღვრული პენსიის ოდენობა 2020 წლიდან შეადგენს 250 ლარს.
– მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განსაზღვრული პენსიის ოდენობა 2020 წლიდან შეადგენს 140 ლარს.
– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტის ოდენობა 2020 წლის ივლისიდან შეადგენს – 250 ლარს.

ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მეოთხე ეტაპის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და 18 წლამდე შშმ ბავშვები 6 თვის განმავლობაში 100 ლარს იღებენ.
გარდა ამისა, შშმ სტატუსის მინიჭებისთვის იქმნება ახალი მოდელი, რომლის მიხედვით შშმ სტატუსის მინიჭება დამოკიდებული იქნება არამხოლოდ სამედიცინო დიაგნოზზე, არამედ პირის ფუნქციურ შესაძლებლობებზე.

აღნიშნული ცვლილების პილოტირება უკვე დაწყებულია საქართველოს რამდენიმე რეგიონში. ახალი მექანიზმი ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეალური საჭიროებების უკეთ გამოვლენას, ეფექტურ რეაგირებასა და საზოგადოებაში შშმ პირთა სრულყოფილ ინტეგრირებას“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved