• რეკლამა
  • კონტაქტი
01:09, შაბათი, 17 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

ალია ავტორი - ალია
15:50 09-29-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
91

2026 წლის სააფთიაქო ბაზრის სამომხმარებლო კვლევის შედეგებით, „PSP ფარმა“ კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და მომხმარებლისთვის პირველ არჩევანად რჩება.

კვლევის მიხედვით, PSP ლიდერია ბრენდის ცნობადობის მიმართულებითაც – მომხმარებლების მიერ აფთიაქების დასახელებისას PSP ყველაზე ხშირად აღინიშნება. Top of Mind მაჩვენებელი 42%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ აფთიაქის გახსენებისას მომხმარებლების ყველაზე დიდი ნაწილი პირველ რიგში PSP-ს ასახელებს.

PSP-ს ლიდერობას მომხმარებელთა არჩევანიც მკაფიოდ აჩვენებს. კვლევის მიხედვით, PSP-ს მომსახურებით მომხმარებელთა 82% სარგებლობს,ხოლო მომხმარებლის 39%-ისთვის სწორედ PSP წარმოადგენს ძირითად არჩევანს. ეს მაჩვენებლები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის ძლიერ პოზიციას არა მხოლოდ ცნობადობის, არამედ სამომხმარებლო ქცევის მიმართულებითაც.

 

მომხმარებლები PSP-ს სააფთიაქო ქსელებს შორის ლიდერად აღიქვამენ – რესპონდენტების 56% PSP-ს ასახელებს ბაზრის ლიდერად, ხოლო 51% – ყველაზე სანდო აფთიაქად. PSP პირველ ადგილზეა შეფასების თითქმის ყველა პარამეტრით. გამოკითხულთა 59%-ის აზრით, PSP-ში სასურველი პროდუქტის პოვნა მარტივია. 52% მიიჩნევს, რომ PSP-ს ყველაზე კარგი ასორტიმენტი და ბრენდები აქვს. რესპონდენტების 50%-სთვის PSP-ში შესვლა სასიამოვნო გამოცდილებაა. ფასების ხელმისაწვდომობის მხრივაც PSP ლიდერ პოზიციაზეა.

კვლევის შედეგების მიხედვით, აფთიაქის არჩევისას მომხმარებლები რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს აქცევენ ყურადღებას. მათთვის ძირითად აფთიაქში სიარულის მიზეზებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, კარგი აქციები, ფარმაცევტის კვალიფიციური მომსახურება და მისაღები ფასებია.

კვლევა ჩატარდა 2026 წელს, საქართველოს მასშტაბით, კომპანია ACT Research-ის მიერ და მასში 800-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.

PSP 1994 წლიდან ევროპული მედიკამენტების პირველი და ოფიციალური დისტრიბუტორია. დღეს კომპანია მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო პროდუქტების მწარმოებლების, მათ შორის 100-ზე მეტი GMP-ის სტანდარტის მქონე ფარმაცევტული საწარმოს პროდუქციას წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე.

PSP 30 წელზე მეტია მომხმარებლისთვის ხარისხის გარანტია. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვას. PSP-ს სააფთიაქო ქსელს გერმანელი ექსპერტების აუდიტის შედეგად მინიჭებული აქვს ISO 9001-2008 ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი. PSP-ს სადისტრიბუციო საწყობს კი უკვე ორჯერ აქვს წარმატებით გავლილი GDP სტანდარტთან შესაბამისობის აუდიტი და მიღებული აქვს „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.

დღეს PSP საქართველოს მასშტაბით 360-ზე მეტ ფილიალს აერთიანებს და 5000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქცია, ასევე საკვები დანამატები, დედისა და ბავშვის მოვლის საშუალებები, პირის ღრუს ჰიგიენის და დეკორატიული კოსმეტიკის ფართო არჩევანი. კომპანია მუდმივად აფართოებს ასორტიმენტს მედიცინისა და დერმატოლოგიური კოსმეტიკის სიახლეების კვალდაკვალ.

PSP გახდა პირველი ფარმაცევტული კომპანია საქართველოში, რომელმაც მომხმარებლებს ფიზიკურ ფილიალებთან ერთად ონლაინ მომსახურებაშესთავაზა. ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე, რომელიც კომპანიის ვებსაიტის და სმარტფონის აპლიკაციას აერთიანებს, წარმოდგენილია ქსელის სრული ასორტიმენტი, რომლის შეძენაც მომხმარებელს ადგილზე მიტანით ან შემნახველ ლოქერში დატოვების სერვისითაც შეუძლია. პლატფორმა ასევე აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით, რაც მომხმარებლებს ასორტიმენტის შერჩევის და ყიდვის პროცესს უმარტივებს.

PSP არის კომპანია, რომელსაც არა მხოლოდ მომხმარებლები ირჩევენ და ნდობას უცხადებენ მისი პროდუქციის ხარისხს, არამედ საერთაშორისო ექსპერტებისა და საზოგადოების გამოკითხვით, არაერთი პრიზი აქვს მიღებული საქართველოში და საერთაშორისო დაჯილდოებებზე, როგორიც არის Ad Black Sea, Stevie Awards, The One Show, The Clios, ADCE, Epica Awards, KIAF, Baku Flames. 2025-2026 წლებში PSP-ს საკომუნიკაციო კამპანიები საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ კამპანიებად იქცა.

(R)

თეგები: psp

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved