• რეკლამა
  • კონტაქტი
02:31, ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თამამად ვიტყვი უკვე, გარდაცვალების მაღალი რიცხვის მიზეზი რა არის – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
16:29 06-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე:

“გარდა ახალი შემთხვევების რაოდენობებისა, ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ დრამატულად შეგვემცირებინა გარდაცვალების შემთხვევები. საქართველოში დღეში 15-დან 30-მდე გარდაცვალება ფიქსირდება. თუ ჩვენ შევადარებთ საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელს და გადარჩენის მაჩვენებელს, მაშინ აღმოჩნდება, რომ სულაც არ გვაქვს ცუდი მდგომარეობა და ევროპის 35 ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს. ამდენად, ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში ამ მხრივ რაიმე ჩავარდნაა, პირიქით მიღწევაა, როდესაც ჩვენნაირი ქვეყანა სჯობნის ამ მთავარი მაჩვენებლებით ევროპის 35 ქვეყანას და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს უეჭველად სერიოზული შედეგია. ამის მიუხედავად, 15 გარდაცვლილი ჩვენთვის ძალიან ბევრია და საგანგებო ზომებს ვიღებთ, რომ ეს რიცხვი შემცირდეს.

უკვე თამამად ვამბობ, გარდაცვალების მაღალი რიცხვის ერთ-ერთი მიზეზია ბრიტანული შტამი, რომელიც დომინირებს საქართველოში და წინა თვეებში დომინირებდა ევროპაში – იქ უფრო ადრე იყო მესამე ტალღის პიკი. ეს შტამი არა მხოლოდ სწრაფად ვრცელდება და მეტი გადამდებლობით ხასიათდება, არამედ იწვევს დაავადების მნიშვნელოვნად უფრო მძიმე ფორმებს. დღევანდელი კონტინგენტი კოვიდავადმყოფებისა გაცილებით უფრო მძიმეა, ორჯერ უფრო, ვიდრე იქამდე, სანამ ბრიტანული შტამი გაჩნდებოდა“

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

13:48 10-15-2025
თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved