• რეკლამა
  • კონტაქტი
11:15, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მელიას დაკავება – ჩემი აზრით ჩაფიქრებული იყო გახარიას “გასაფუჭებლად” – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:41 06-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “ფორტუნასთან” საუბრობს:

არაერთხელ გითქვამთ, რომ გიორგი გახარია თქვენ გააცანით ივანიშვილს, ახლა ეს ყოფილმა პრემიერმაც დაადასტურა…

ტყუილი არ მითქვამს და უნდა დაედასტურებინა, სხვა რას იტყოდა?

რადგან თქვენი წყალობით მოვიდა გახარია პოლიტიკაში, ახლა ხომ არ ნანობთ, მისი “სივი” მიიტანეთ ივანიშვილთან?

არაფერს ვნანობ. მე მას რეკომენდაცია გავუწიე ბიზნესომბუცმენობაზე და არა პრემიერ-მინისტრობაზე. მაშინ ძნელი სათქმელი იყო, რომ პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ასე რომ მე სანანებელი არაფერი მაქვს.

ახლაც მგონია, რომ იმ თანამდებობაზე, რაზეც მე რეკომენდაცია გავუწიე, სხვა კანდიდატებს სჯობდა. ახლა მინიმუმ ამის თქმა შემიძლია.

თქვენი აზრით, რამდენად გულწრფელია პოლიტიკაში დაბრუნებული გახარია?

არ შედის ურთიერთბრალდებების პოლემიკაში და ვფიქრობ, სწორი ტონია. მგონია, რომ  მას ბევრი რამ აქვს სათქმელი და შეიძლება, რომ დადგეს კრიტიკული მომენტი, როდესაც ის მეტს იტყვის.  მაგრამ ამ ეტაპზე, თამაშში არ შესვლით, ის მომგებიან პოზიციაში იყენებს თავს.

რაც შეეხება მის პასუხებს, ვიღაც  დაეთანხმება, ვიღაც არ დაეთანხმება. მისი ამომრჩეველი პასუხებით კმაყოფილი იქნებოდა.

ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ გახარია თვალთხარიაა, ისინი აზრს არ შეიცვლიან და არც არის გახარიასთვის ამომრჩევლის ეს სეგმენტი საინტერესო. ის ამ გზავნილს მათი მიმართულებით არ უშვებს და არ ცდილობს მათ გადარწმუნებას.

ცდილობს, გადაარწმუნოს ივანიშვილი, რომ ის მოღალატე არაა?

არ მგონია, ამას ცდილობდეს. მისი მხრიდან სახელმწიფოს ღალატზე საუბარი, აბსურდია და ამას არც არავინ დაიჯერებდა. რა შუაშია სახელმწიფო ღალატი? ადამიანს ჰქონდა თავისი პრინციპული მოსაზრებები რაღაც თემასთან დაკავშირებით, რომელიც იყო მისი კომპეტენცია.

საბოლოოდ, ნათელი გახდა რატომ წავიდა?

ვიცოდი, რატომაც წავიდა. ცხადია, როდესაც შენ კომპეტენციაშია სერიოზული სისტემური გადაწყვეტილებების მიღება,  და შენ ამ გადაწყვეტილების საპირისპირო გადაწყვეტილების მიღებას გაძალებენ, შენ მიდიხარ თანამდებობიდან.

არ ჩანიშნეს პოლიტსაბჭოს სხდომა, ტელეფონზე არ უპასუხა ივანიშვილმა – ეს ნიშნავს, რომ გუნდში გახარიას წინააღმდეგ მოქმედებდნენ და მან წასვლა არჩია?  

შეეძლო არ წასულიყო და სამართლებრივად მისი გადაყენება ძალიან რთული იქნებოდა.  პრემიერ-მინისტრის გადაყენება, მხოლოდ პარლამენტის  გავლით ხდება. მას შეეძლო ყველა მინისტრი გაეთავისუფლებინა, ამაზე არ წავიდა. რადგან ამაზე არ წავიდა, ამის შემდეგი დონე გადაწყვეტილების არის გადადგომა. როცა შენ ვერ იღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც შინაგანად თვლი, რომ სწორია, ბუნებრივია, შენ უნდა გაეცალო და არ უნდა აიღო პასუხისმგებლობა ისეთ გადაწყვეტილებაზე, რისიც არ გჯერა. მთელი ეს ოპერაცია, მელიას დაკავება- ჩემი აზრით ჩაფიქრებული იყო გახარიას “გასაფუჭებლად”.

გეგმა ალბათ იყო ასეთი, „ქართულ ოცნებაში“ გახარიას მოშორება იყო გადაწყვეტილი. მას უნდა ჩაეტარებინა ეს ოპერაცია და იქ რაღაც უნდა მომხდარიყო. ატყდებოდა ხმაური და საბოლოოდ დისკრედიტირებული გახარია იძულებული უნდა გამხდარიყო, რომ პოლიტიკიდან წასულიყო საერთოდ.

წარმოიდგინეთ, გახარიას ეს ოპერაცია რომ ჩაეტარებინა და იქ, რომ რამე მძიმე შემთხვევა მომხდარიყო…

მას გუნდის მხარდაჭერა არ ჰქონდა, ეს სრულიად აშკარა იყო.  თავიდან მოიშორებდნენ და პოლიტიკაშიც ვეღარ შემობრუნდებოდა, უბრალოდ მისთვის სივრცე აღარ დარჩებოდა.

მან დაინახა, რომ ხაფანგში იყო მომწყვდეული. ითამაშა დასწრებაზე, აღარ აიღო დამატებითი პასუხისმგებლობა და ადგა და გადადგა. რის შედეგადაც მოვლენები ისე განვითარდა, როგორც განვითარდა.

ირაკლი კობახიძე არის ის, ვისაც შეიძლება დაეგეგმა ეს ყველაფერი?

კობახიძის ხელით მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ ბუნებრივია, ყველა გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი იღებს საბოლოო ჯამში. კი ამბობს, რომ პოლიტიკიდან წავედიო, მაგრამ გუშინ დაადასტურა,  ცნობილი განცხადებით, რომ არსადაც არ წასულა და ის მართავს ისევ ქვეყანას.

მომავალ არჩევნებზე რა შანსები აქვს გახარიას პარტიას?

ჯერ ძალიან ბუნდოვანია და ადრეა შანსებზე ლაპარაკი. ჩვენ გვაქვს მოლოდინის საკმაოდ საინტერესო რეიტინგი, მაგრამ მოლოდინის რეიტინგს აქვს ისეთი თვისება, რომელიც არამყარი ინდიკატორია. დიდ მოლოდინებს ხშირად მოსდევს ხოლმე დიდი იმედგაცრუება. მისი რეიტინგი არ არის სტაბილური, იმისთვის, რომ ჩვენ რაღაც პროგნოზები გავაკეთოთ.

გახარია ახლა აღმოჩნდება საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური სტრესის ქვეშ, როგორც მმართველი გუნდიდან, ისე ოპოზიციის მხრიდან. თუ მან გაუძლო ამ შეტევას და შეძლო სტაბილიზაცია მოახდინოს, მაშინ ის სერიოზულ ფაქტორად იქცევა პოლიტიკურ ბატალიებში. მისი დიაპაზონი არის ნულიდან დაწყებული დაახლოებით 15 %-მდე.

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved