• რეკლამა
  • კონტაქტი
06:38, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ექსკლუზივი, რომელიც ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ უკვე დაკარგა – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
19:34 06-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული:

“ახალბედა ექიმებმა იციან, შეუკვეთავენ ათასნაირ კვლევას და მერე არ იციან რა უყონ მიღებულ შედეგებს, როგორ გამოიყენონ. რაც უფრო ბევრი ტესტის პასუხია ცნობილი, მით მეტია შანსი, რომელიღაც მონაცემის ციფრი ნორმიდან გადაცდენილი იყოს; დიდი ალბათობით დროებით და უწყინრად; თანაც ის ციფრი, რომელსაც დაავადების სიმპტომებთან არავითარი კავშირი არა აქვს და მერე იწყება დიდი მარჩიელობა და ფორიაქი.

ზუსტად იგივე სიტუაციაა ამჟამად ქართულ პოლიტიკაში. გაცხარებული მსჯელობენ ყოფილი პრემიერის ახალ პოლიტიკურ როლზე.

რას ცვლის ნაპრემიერალის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში საქართველოსთვის?

არაფერს! სრულიად არაფერს. რა მნიშვნელობა აქვს იმას, „ოცნების“ ანასხლეტად დარჩება, თუ დამოუკიდებელ მოთამაშედ?

საქართველოში პროდასავლურობა ნიშნავს მხოლოდ დასავლეთელი პოლიტიკოსების მხარდაჭერას. დასავლეთელები კი იმას დაუჭერენ მხარს, ვისაც მეტნაკლები სტაბილურობის გარანტიის შექმნა შეუძლია დიდი მოთამაშეებისათვის. ასეთი გარანტორი საქართველოს ამჟამად ჰყავს. მან ძალიან ზუსტად და დროულად გააკეთა დასავლეთისათვის ყველაზე ეფექტური განცხადება: – საქართველო არ იქნება რუსეთსა და დასავლეთს შორის უთანხმოების მიზეზი!- . ეს დოქტრინა ძალიან მომხიბლავია ამჟამინდელ მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე. ევროკავშირსა და ამერიკას სრულიად აკმაყოფილებს საქართველოს არსებული პოლიტიკური სტატუსი. მარადიულ განვითარებაში მყოფი ფსევდო-დემოკრატია. ეს სტატუსი სრულიად უზრუნველყოფს დასავლურ ეკონომიკურ და სამხედრო ალიანსებში გაერთიანებაზე ზრდილობიანი უარის საფუძველს; ამავე დროს სრულიად აქარწყლებს ყველანაირ ილუზიას თავცხელი ქართველებისათვის, რომ რუსეთთან დაპირისპირების შემთხვევაში მათ ვინმე არსებითად დაუჭერს მხარს.

ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ უკვე დაკარგა ყველაზე მომხიბლავი უპირატესობა, პროდასავლურობის ექსკლუზივი. ერთადერთი, რაც მას დარჩა გასაჯიბრებლად, უდავო ეკონომიკური აღმავლობის შეხსენებაა ამომრჩევლებისათვის. თუმცა, „ოცნება“ წარმატებით ახერხებს ეკონომიკურ „ტივტივს“ და მოსახლეობის „საკონტროლო პაკეტს“ უნარჩუნებს ზუსტად იმდენ შემოსავალს, რომ მათ რევოლუციური განწყობა არ შეექმნათ და თავზე ხელი არ აიღონ. ევროკავშირმა აშკარად დაინახა ამ „თავზეხელისაღების“ რისკები, ამიტომ დროული ჩარევით ეფექტურად მოახერხა სიტუაციის განეიტრალება და ფსევდო-დემოკრატიული ტივტივის გაგრძელება.

რა შეიძლება მოხდეს ამჟამინდელ, მკვეთრად ორპოლუსიან ქართულ პოლიტიკაში, რაც არსებითად შეცვლის სიტუაციას? არაფერი, სრულიად არაფერი! ორივე პოლუსი ძალიან ძლიერია და წარმატებით აბალანსებს ერთმანეთს”

თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved