• რეკლამა
  • კონტაქტი
10:05, სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქიმიური ნიღაბი და დამატებითი დაცვა მათთვის, ვინც შეიძლება სულაც არ იყოს დაცული ვაქცინებით – სიახლეები ზაზა წერეთელისგან

ალია ავტორი - ალია
15:27 06-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

 ზაზა წერეთელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი:

“საინტერესო სტატია გამოქვეყნდა წინა კვირას ჟურნალ Nature – ში.

მეცნიერებმა შექმნეს ჰიბრიდული ანტისხეულები, რომელთაც კლინიკური კვლევების დროს შეძლეს მკვეთრად შეემცირებინათ SARS-CoV-2 რაოდენობა დაავადებული თაგვების ფილტვებში. ეს პრეპარატი ცხვირის წვეთების სახით მზადდება და შეიძლება როგორც ცხვირში ჩასაწვეთებელი სპრეი ისე იქნეს გამოყენებული

პანდემიის ადრეული დღიდან მოყოლებული, მეცნიერები მუშაობენ იმაზე რათა ანტისხეულები გამოყენებული იქნეს COVID-19 მკურნალობისთვის. დღეს რამდენიმე ასეთი ანტისხეული იმყოფება კლინიკურ გამოკვლევების გვიან სტადიაზე და რამდენიმე მათგანი დამტკიცებულია გადაუდებელი გამოყენებისათვის აშშ – ს და სხვა ქვეყნების მარეგულირებელი უწყებების მიერ.

თუმცა ექიმებს შორის ანტისხეულების მკურნალობა არც თუ ისე პოპულარულია, ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ ის გამოიყენება ინტრავენური ინფუზიის საშუალებით, და არ ხვდება ვიდრე უშუალოდ სასუნთქ გზებში, სადაც ძირითადად გვხვდება ვირუსი – ამიტომ მათი მაღალი დოზების მიღებაა საჭირო, რომ ეფექტურად იმუშავონ.

ჟიგიანგ ან-მა, (ანტისხეულების ინჟინერი ტეხასის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერების ცენტრიდან, ჰიუსტონში) და მისმა კოლეგებმა დაიწყეს ანტისხეულის ინჟინერია, რათა მიეცეთ საშუალება რომ ისინი პირდაპირ ცხვირში მოხვდენ. მათ დაასკანერეს ანტისხეულების ჯანმრთელი ადამიანისგან და გაანალიზეს იმის მიხედვით თუ რომელ მათგანს შეეძლო SARS-CoV-2 კომპონენტის ამოცნობას, რომელსაც ვირუსი იყენებს უჯრედებში ჩასართავად და შესასვლელად. ასეთ პერსპექტიულ კანდიდატებს შორის იყო IgG ანტისხეულები, რომლებიც ინფექციის შემდეგ შედარებით ნელა ჩნდებიან, მაგრამ ძალიან ზუსტად ერგებიან შემოჭრილ პათოგენს.

გუნდმა IgG– ის ფრაგმენტები, მიამაგრა სხვა ტიპის მოლეკულას: IgM ანტისხეულებს, რომლებიც მოქმედებენ როგორც სწრაფი პირველადი რეაგირება ინფექციის ფართო სპექტრზე. ინჟინერირებულ IgM– ს გაცილებით ძლიერი “განეიტრალება” ჰქონდა SARS-CoV-2– ზე მეტი 20 ვარიანტის მიმართ, ვიდრე მხოლოდ IgG– ს. როდესაც ინფექციიდან ექვსი საათით ადრე ან ექვსი საათის შემდეგ ისენი თაგვებში შეიყვანეს, ინჟინერირებულმა IgM– მ მკვეთრად შეამცირა ვირუსის რაოდენობა მღრღნელების ფილტვებში ინფიცირებიდან ორი დღის შემდეგ.

კვლევები გაგრძელდება და თუკი შედეგები კარგი იქნება ეს პრეპარატი შესაძლებელი იქნება იყოს გამოყენებული, როგორც ერთგვარ ქიმიური ნიღაბი, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ყველამ, ვინც დაექვემდებარა SARS-CoV-2 ზემოქმედებას და იყოს დაცვის დამატებითი ხაზი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება სულაც არ იყოს დაცული ვაქცინებით. იმის გამო, რომ IgM მოლეკულები შედარებით სტაბილურია, შეიძლება შესაძლებელი გახდეს მათი როგორც ცხვირის სპრეის გამოშვება, რომელსაც შეიძენენ აფთიაქში და შეინახავენ გადაუდებელი გამოყენებისათვის.

ეს ნამუშევარი არის “დიდი ინჟინერია” – განაცხადეს მეცნიერებმა.”

თეგები: ზაზა წერეთელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

13:10 09-21-2026
ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!

12:54 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved