• რეკლამა
  • კონტაქტი
23:44, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბოროტებაა ასეთი სიუჟეტები, რომელიც მსხვერპლს წარმოაჩენს არარაობად და სიძულვილს აღვივებს ქალების მიმართ – ბაია პატარაია

ალია ავტორი - ალია
18:51 05-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

უფლებადამცველი, ბაია პატარაია:

“ვიდეო ვნახე (შეგნებულად არ ვაშეარებ, რადგან მავნებლობად მიმაჩნია მსგავსი სიუჟეტები), სადაც არასრულწლოვან გოგოს აყოლებენ, ჩვენება როგორ შეცვალა და დარბაზიდან როგორ გაუშვეს სექსუალური მოძალადე. არ გავუუპატიურებივარო და ისედაც სრულწლოვანი ვეგონეო. ჰოდა, აიტაცა ერმა, აი, ქალები მატყუარები არიანო.

ქალები კი არ არიან მატყუარები, არამედ მსხერპლებზე 10-დან 10 შემთხვევაში ზეწოლას ახორციელებენ მოძალადეები, რომ თავი დაიძვრინონ სასჯელისაგან. ამას გეუბნებით ჩვენ პრაქტიკაზე დაყრდნობით, ათასობით კონსულტაციას გავწევთ “საფარში” და ასობით საქმე გადის ჩვენ ხელში. გგონიათ, სახელმწიფო იცავს დაზარალებულს ზეწოლისაგან? არა, ხელსაც არ ანძრევს!

ჩვენ კი ვცდილობთ ფსიქოლოგთან ერთად გავაძლიეროთ, ვასწავლოთ როგორ გაუძლოს ზეწოლას და მაინც, ჩვენი გოგოები და ქალებიც ტყდებიან და ზოგჯერ ვერ უძლებენ მუქარას, ზეწოლას, მოსყიდვას, დაპირებებს და ათას მანიპულაციას, რაშიც მარტო მოძალადე კი არ მონაწილეობს, არამედ მოძალადის ძმაკაცები, მოძალადის მშობლები, ზოგჯერ მსხვერპლის მშობლები და მსხვერპლის დაქალებიც კი.

არასრულწლოვანზე ზეწოლა კი ასჯერ უფრო ადვილია. პირველი ჩვენება არის ხოლმე ყველაზე მართალი როგორც წესი, მაგრამ სასამართლომდე წელგამართულები ვერ აღწევენ ქალები, მანამდე მათ გატეხვას ასწრებს მოძალადე და საზოგადოება.

გახსოვდეთ ეს!

პ.ს. რას გვაძლევს მოტყუებული, დაჯაბნილი გოგოს/ქალის ჩვენება ტელევიზიით, რომელიც უარყოფს საკუთარ ჩვენებას? რომელიც ამბობს, რომ მოძალადე კარგი და საყვარელი ადამიანია და ამით თავად გამოდის მატყუარა, კრიმინალი და ცრუ ჩვენების მიმცემი? ბოროტებაა ასეთი სიუჟეტები, რომელიც მსხვერპლს წარმოაჩენს არარაობად და სიძულვილს აღვივებს ქალების მიმართ.”

თეგები: ბაია პატარაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved