• რეკლამა
  • კონტაქტი
01:17, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვიღაც თურქმა გაგვაცურა” – მასობრივი თაღლითობა აჭარაში – დაზარალებულია 27 ადამიანი

ალია ავტორი - ალია
19:15 05-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
154

მასობრივი თაღლითობა აჭარაში – 27 ქართველი მეზღვაურს თურქეთის მოქალაქემ, დასაქმების სანაცვლოდ, სხვადასხვა ოდენობის თანხა გამოსძალა და შეხვედრა დღეს დილით დაუთქვა. დაპირების მიხედვით, მეზღვაურები სარფიდან თურქეთში უნდა გადასულიყვნენ. ადგილზე ყველა მივიდა ორგანიზატორის გარდა, რომელმაც მობილური გამორთო და მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

მეზღვაურები და მათი ოჯახის წევრები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან არიან შეკრებილები და მომხდარის გამოძიებას ითხოვენ.

“ამდენი ადამიანი გავხდით თაღლითობის მსხვერპლი. ვიღაც თურქმა როგორ უნდა გაგვაცუროს, ეს პოლიციელები არანაირ ყურადღებას არ გვაქცევენ. თანხა გადავუხადეთ გემზე წასვლის საფასურად, მაგრამ, საბოლოოდ, სარფში მივედით და აღმოჩნდა, რომ გაქრა თურქი,”- აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული. 

“500 დოლარი მაქვს გადახდილი. მე თურქი არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს ეს ორი ქალბატონი, ამათთან მაქვს საქმე. ამ ქალბატონს, ციცო ხარაბაძეს მივეცი 500 დოლარი. თუ თარჯიმანი იყო, ეს ხალხი რად უნდოდა იქ, რატომ და რისთვის მიიყვანა, მაშინ თარჯიმნობა გაეკეთებინა და არა თაღლითობა, ხალხისთვის ფული კი არ გამოერთმია, ხან 500, ხან 700 ხან 2000,”-აცხადებს კიდევ ერთი დაზარალებული. 

თავად ციცო ხარაბაძე აცხადებს, რომ თაღლითობის შესახებ არაფერი იცოდა, მისთვის ფული არავის მიუცია და თავად მხოლოდ თარჯიმნის ფუნქციას ასრულებდა. 

“ჩვენ ვუთარგმნიდით და ჩვენ ველაპარაკებოდით. რა თქმა უნდა, იტყვის, რომ თქვენთან მაქვს საქმე, ის დაიკარგა, აღარ არის, არ არის აქაური მოქალაქე და რას იტყვის აბა, შენთან მაქვს საქმე, შენ თარჯიმანი ხარ თუ ვინ ხარ, სულ არ მაინტერესებს – გეტყვის. თანხა მაგიდაზე დადეს, ესენი გავიდნენ, იმან ჩაიდო ჯიბეში წავიდა, მე თვითონ მაქვს მიცემული ორი კაცის ფული, 1000 დოლარი.

თარჯიმანი ხარ და თარჯიმნის ფულს გადაგიხდიო, მეუბნებოდა, გადამითარგმნეო. 60 წლის კაცი იყო, სერიოზული პიროვნება, ყოფილი მასწავლებელი, კულტურული, განათლებული, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ აფერისტი იქნებოდა,”-აცხადებს ციცო ხარაბაძე.

ამ წუთებში, რამდენიმე მეზღვაური აჭარის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება. ჯერჯერობით, უცნობია, დატოვა თუ არა თურქეთის მოქალაქემ საქართველოს ტერიტორია. 

წყარო – რუსთავი2

თეგები: თაღლითობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved