• რეკლამა
  • კონტაქტი
22:36, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი შვილის გარდაცვალების დღეს, ამ ადგილას მივალ…” – რატომ წავიდა მაია ასათიანმა კუნძულ ბალიზე მარტო

ალია ავტორი - ალია
17:20 02-20-2020
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
144
"23 თებერვალს, ჩემი შვილის გარდაცვალების დღეს, ამ ადგილას მივალ..." - რა ოცნება აისრულა მაია ასათიანმა და რატომ წავიდა კუნძულ ბალიზე მარტო

17 თე­ბერ­ვალს მაია ასა­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ემ­გზავ­რა. სამი წლის წინ, თე­ბერ­ვლის თვე­ში ტე­ლე­წამ­ყვა­ნის 18 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა და ყო­ველ წე­ლი­წადს, ეს პე­რი­ო­დი ასა­თი­ა­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მეა.

ამ­ჯე­რად, ტე­ლე­წამ­ყვან­მა მარ­ტო მოგ­ზა­უ­რო­ბა გა­და­წყვი­ტა და კუნ­ძულ ბა­ლი­ზე გა­ემ­გზავ­რა: “16 სა­ა­თი უნდა ვიფ­რი­ნო, ჩემი შვი­ლის წლის­თა­ვია” – ამ სი­ტყვე­ბით გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო “ინ­სტაგ­რა­მის” პი­რად გვერ­დზე მაია ასა­თი­ან­მა.

რო­გორც ის ამ­ბობს, ამ მოგ­ზა­უ­რო­ბით ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა და მისი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის – ელი­ზა­ბეტ გილ­ბერ­ტის ბესტსე­ლე­რის “ჭამე, ილო­ცე, შე­იყ­ვა­რეს” მთა­ვა­რი გმი­რის გზის გავ­ლას აპი­რებს…

-0:10

წიგ­ნის სი­უ­ჟე­ტი, რომ­ლის კი­ნო­ვერ­სი­ა­შიც მთა­ვარ როლს ჯუ­ლია რო­ბერტსი ას­რუ­ლებს, ასე­თია: მთა­ვა­რი გმი­რი – ელი­ზა­ბე­ტი მტკი­ცედ გა­და­წყვეტს, იპო­ვოს ის, რაც აქამ­დე ძა­ლი­ან აკ­ლდა. ამ­დე­ნად, ის იწყებს ძი­ე­ბას… რომ­ში ის თავს ნე­ბა­ზე მი­უშ­ვებს, ინ­დო­ეთ­ში კი სუ­ლის გან­წმენ­დას ჰპო­ვებს… სა­ბო­ლო­ოდ, კი კუნ­ძულ ბა­ლი­ზე მცხოვ­რე­ბი ექიმ­ბა­ში ახალ გზას და­ა­ნახ­ვებს სიმ­შვი­დის­კენ და კვლავ გა­უღ­ვი­ვებს სიყ­ვა­რუ­ლის სურ­ვილს.

კუნ­ძულ ბა­ლი­ზე ჩა­სულ­მა მაია ასა­თი­ან­მა გა­და­წყვი­ტა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის “ინ­სტაგ­რამ­ზე” გუ­ლახ­დი­ლად მო­ე­ყო­ლა, თუ რა მი­ზანს ისა­ხავ­და მისი მოგ­ზა­უ­რო­ბა და რა­ტომ გა­ემ­გზავ­რა მარ­ტო:

“ძა­ლი­ან ბევ­რი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი მინ­და გა­მო­გიგ­ზავ­ნოთ აქე­დან. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რა რა­ო­დე­ნო­ბით ტკბი­ლი, თბი­ლი, სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე წე­რი­ლე­ბი მი­ვი­ღე… ას­მა­გად და ათას­მა­გად მინ­და და­გიბ­რუნ­დეთ. ძა­ლი­ან ბევრ ღი­მილს გიგ­ზავ­ნით, მად­ლო­ბა! და­გიბ­რუნ­დეთ თი­თო­ე­ულ თქვენ­განს ეს ბედ­ნი­ე­რე­ბით სავ­სე ემო­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც მიგ­ზავ­ნით.

დღეს, სა­ინ­ტე­რე­სო სა­უ­ბა­რი მქონ­და ბა­ლის რი­გით მა­ცხოვ­რე­ბელ­თან. მიხ­სნი­და, რო­დე­საც მი­ჭირს ადა­მი­ანს გა­ვა­გე­ბი­ნო რა მინ­და, უბ­რა­ლოდ ვი­ღი­მი და ეს ყვე­ლა­ფერ­ში მშვე­ლი­სო, რა მა­გა­რი რა­ღაც არის, არა?!

ბევ­რი მე­კი­თხე­ბით, რა­ტომ ვარ მარ­ტო წა­მო­სუ­ლი. ერთ დღეს აღ­მო­ა­ჩენ, რომ შენს თავ­თან მარ­ტო ხარ… მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბა, მე­კი­თხე­ბით მწყინ­დე­ბა თუ არა – არა, იმი­ტომ რომ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო რა­ღა­ცას აღ­მო­ვა­ჩენ ხოლ­მე. როცა სა­კუ­თარ თავ­თან ყოფ­ნას შე­იყ­ვა­რებთ, აღ­მო­ა­ჩენთ რომ სა­ში­ში არა­ფე­რი არ არის და მარ­ტო­ო­ბის აღარ შე­გე­შინ­დე­ბათ.

აქ მარ­ტო რომ ვარ წა­მო­სუ­ლი, ამას თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი აქვს. თე­ბერ­ვლის ბო­ლოს ჩემი შვი­ლის წლის­თა­ვია, ამი­ტომ მარ­ტო მივ­დი­ვარ ხოლ­მე ქვეყ­ნი­დან, რომ ჩემს თავ­თან დავ­რჩე და ვე­ლა­პა­რა­კო. ყო­ველ წელს ვზრდი მან­ძილს – თა­ვი­დან ძა­ლი­ან მი­ჭირ­და ფი­ზი­კუ­რად, ახლა კარ­გად ვარ და შე­მიძ­ლია შორ გზა­ზე მგზავ­რო­ბა.

რა­ტომ ბალი? – ამა­საც თა­ვი­სი მი­ზე­ზი აქვს, ეს იყო ჩემი ოც­ნე­ბის ქვე­ყა­ნა და დიდი ხა­ნია მინ­დო­და ამ ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა. აქ არის ერთი ად­გი­ლი, რო­მელ­საც ჰქვია მუსა. 23 თე­ბერ­ვალს, ჩემი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს, ამ ად­გი­ლას მინ­და მის­ვლა, ასე ჩა­ვუთ­ქვი ჩემ თავს.

მე­ო­რე ის, რომ პო­ზი­ტი­ვის კუნ­ძუ­ლია ბალი და მჭირ­დე­ბო­და პო­ზი­ტი­ვით და­მუხ­ტვა. მე­სა­მე მი­ზე­ზია ის, რომ გგო­ნი­ათ ძლი­ე­რი ვარ და სხვა გზა არ მქონ­და.

კუნ­ძუ­ლი ბალი, სე­მი­ნი­ა­კის სა­ნა­პი­რო

გიგ­ზავ­ნით ბევრ პო­ზი­ტივს, სიყ­ვა­რულს და რა მოხ­დე­ბა ტრა­დი­ცი­ად და­ვამ­კვიდ­როთ ქარ­თვე­ლებ­მა, მარ­ტო პო­ზი­ტი­ვი გა­ვუ­ზი­ა­როთ ერ­თმა­ნეთს და არ ვუ­თხრათ სა­ძაგ­ლო­ბე­ბი?!” – ამ­ბობს ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში მაია ასა­თი­ა­ნი.

მაია ასა­თი­ა­ნის 18 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნუცა მახ­ვი­ლა­ძე პა­რი­ზის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 2017 წლის 23 თე­ბერ­ვალს გარ­და­იც­ვა­ლა. გო­გო­ნა მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ის შე­დე­გად, კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს. სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ნუცა საფ­რან­გეთ­ში, ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved