• რეკლამა
  • კონტაქტი
00:06, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“900 000 ხმაზე მეტია უკვე ჩვენ სასარგებლოდ, გამარჯვებას, უკვე 2 საათში გავაფორმებთ”

ალია ავტორი - ალია
19:14 10-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

არჩევნების დღის დასრულებამდე დაახლოებით 2 საათი არის დარჩენილი, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს – ამის შესახებ მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

„ჩვენი შტაბებიდან მიღებული ინფორმაციით დაახლოებით 900 000 ხმაზე მეტია უკვე დაფიქსირებული ჩვენს სასარგებლოდ, რაც პირველ რიგში ხაზს უსვამს თუ რამდენად დამაჯერებელია ის გამარჯვება, რომელსაც ჩვენ ძალიან მალე უკვე 2 საათში გავაფორმებთ.

ახლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ამ ორი საათის განმავლობაში მოვახდინოთ კიდე უფრო მობილიზება ყველა ჩვენი მხარდამჭერი ნებისმიერი ადამიანის, ვისაც სურვილი აქვს და დარჩა კიდევ დრო მივიდეს და თავისი არჩევანი ბოლომდე დააფიქსიროს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს უნდა მოხდეს მშვიდობიან გარემოში და მე მოვუწოდებ ყველას შეეშვან პროვოკაციებს. მათ იციან, რომ აგებენ არჩევნებს, მაგრამ არ არის აუცილებელ ძალადობაში გადაიზარდოს ესა თუ ის მათი ქმედება. ყველაფერ ამას  აკვირდებიან და ყველაფერ ამას ექნება შესაბამისი შეფასება. ამიტომ კიდევ ერთხელ შეეგუოს ჩვენი ოპონენტი იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნება“ იმარჯვებს დამაჯერებლად.

ქართული ოცნება იმარჯვებს დამაჯერებლად და მათ მოუწევთ ამ რეალობასთან შეგუება, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ჩვენ მოვისმენთ იმ დამკვირვებლების აზრს და შეფასებებს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მთელი რეგიონის, საქართველოს მასშტაბით არიან გაფანტულები.

აქვე დავამატებდი კიდევ ერთ ფაქტს, დილიდან მოვისმინეთ ჩვენ რამდენიმე იმ ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებები ამა თუ იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ წინასწარ ვსაუბრობდით. ორგანიზაციები ვითომ ნეიტრალური ადგილობრივი დამკვირვებლები, რომლებიც ვიცოდით რომ შეეცდებოდნენ ამა თუ იმ ფაქტის დამახინჯებას, დამახინჯებით ამ ინფორმაციის მიწოდებას და ამით სურთ ჩრდილი მიაყენონ დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს“, – ამბობს კახა კუჭავა.

თეგები: 2020 არჩევნებიკახა კუჭავაქართ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved