• რეკლამა
  • კონტაქტი
04:39, ხუთშაბათი, 17 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

ალია ავტორი - ალია
20:19 07-03-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
690

ზოგი თვლის, რომ ინტერიერის დიზაინერს ჯადოსნური ჯოხი აქვს, ან გამრავლების ცხრილივით ერთხელ დაიზეპირა მზა პროგრამა და ეგაა, ნებისმიერ სახლს მოარგებს. არადა, ეს საქმე, გარდა იმისა, რომ მოითხოვს შემოქმედებით მიდგომას, ასევე – ხანგრძლივ მუშაობას, ფიქრს, გამოცდილებას. სინამდვილეში, მზა პროგრამა არსებობს კი არა, ორი ერთნაირი ნამუშევარი არ არსებობდეს შეიძლება. ყველა სახლი ინდივიდუალურია, მისი პატრონის მსგავსად. იდეეები სპონტანურად რომ არ იბადებოდეს, იქნებოდა „სწენკასავით“ – ყველა სახლში და ყოველთვის ‘ზალაში“.

მე არ ვიცი როგორია “კარგი” დიზაინერი, რადგან ეგ შენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, ვიღაც იმასთანაა კომფორტულად, ვინც ბევრს საუბრობს, ვიღაც – პირიქით, თვალის ფერიც ყველას განსხვავებული აქვს. მაგრამ მე შემიძლია გითხრა, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი დიზაინერი – არ უნდა ეშინოდეს ექსპერიმენტების, თუ ბინის, სახლის, ოფისის მეპატრონე ამის უფლებას აძლევს, შემოქმედებითი უნდა იყოს და არ უნდა ჰქონდეს მზა ალგორითმები, რომლის მორგებასაც ცდილობს ნებისმიერ ფართზე.

პროფესიონალმა დიზაინერმა ყოველთვის იცის, რომ სითამამე და ინდივიდუალიზმი კარგია, მაგრამ ნებისმიერ ბიუჯეტს უნდა შეძლოს და მოარგოს პროექტი, ასევე არ უნდა დაავიწყდეს მთავარი – პრაქტიკულობა, კომფორტი.

ისიც ფაქტია, რომ ყოველ თვე, ან ყოველ სამ თვეში ერთხელ, ვერ შეძლებ დიზაინერის მომსახურების მიღებას, მაგრამ, გადახალისება, თუნდაც მცირე დეტალით, – გსურს. კიდევ ერთი შემთხვევაა, საკმაოდ ხშირი, დაასრულდა დიზაინზე მუშაობა, მოაწყვე სახლი თუ ოფისი, გავიდა რამდენიმე თვე სულ რაღაც და თითქოს სახლი დაუშნოვდა, იგივენაირად აღარ მოგწონს – რა მოხდა?

დღეს მოგიყვები იმაზე, რამ შეიძლება „გაგიფუჭოს“ დიზაინი, ისე, რომ ვერც კი მიხვდე.

საიდუმლობების გამხელის დღეა დღეს. 

კედლის დეკორი

ბევრი თვლის, რომ პირველ რიგში კედლის ფერი უნდა შეირჩეს და მერე მას უნდა მოვარგოთ სახლში ყველაფერი, არადა, ეს ასე სულაც არაა რეალურად, პირიქით, როცა ძირითადი დეკორატიული ელემენტები უკვე იცი, როცა ავეჯი უკვე შერჩეული გაქვს, მერე ბევრად უკეთ „ხედავ“ როგორი ფერი მეტად მოგეწონებოდა და გენდომებოდა კედელზე.

ამიტომ, თუ ავეჯი შეცვალე, ან რომელიმე დეკორატიული ელემენტი და ფიქრობ, რომ არ უხდება შენს ოთახს, იქნებ, საქმე სწორედ იმ ერთ კედელშია? ნუ იჩქარებ ავეჯის გაჩუქებას და ახლის ყიდვას, ხომ დაგპირდი, რომ მინიმალური დანახარჯებით ვცდიდით ცვლილებას – მოდი, ერთ კედელზე, კედლის დეკორი სინჯი, შენი ხელითვე. ეს ოთახის იერსახეს შეცვლის და თუ არ მოგეწონება, იმას მაინც ზუსტად მიხვდები, რა არ მოგწონს კონკრეტულად და რა უნდა შეცვალო.

ინტერიერის დეტალები

ზოგი თვლის, რომ აი, დიზაინერმა არ იცოდა, ბევრნაირი ლარნაკი რომ არსებობს, თორემ, როგორ არ ურჩევდა, ან სხვადასხვა ზომის და ფერის კედლის თაროები, უბრალოდ არ მოაფიქრდა, ან რომ ხელოვნურ ყვავილებზე არაფრი სმენია. ამიტომ, მიდის ყიდულობს და ამატებს და ამატებს აქსესუარებს, ზოგს – მდიდრულს, ზოგს – ძვირადღირებულს, ზოგსაც ჩუქნინა. ერთ დღესაც უყურებს თავის სახლს, ოფისს, თუ საძინებელს და ფიქრობს, ეს რა არის? ეს არ მომწონს, მე ასეთი არ მინდოდა.

სანამ კედელს მოანგრევ, სანამ ახალ დიზაინერს დაიქირავებ და მასთან ძველი დიზაინერის კრიტიკით გულს იჯერებ, მოდი, გადახედე ჯერ, ხომ არ გადაყვირთე სახლი? გგონია, რომ – არა? მაინც სცადე, უბრალოდ გაიტანე ოთახიდან ის ნივთები, რომლებსაც არ იყენებ, მერე თავიდან შეხედე და მიხვდები, რემონტი გჭირდება, თუ ზედმეტი ნივთებისგან გათავისუფლება.

აქვე გეტყვი ერთ მთავარ წესს, რომელიც გიჩვენებს, რომ ზედმეტი ნივთია სახლში – როგორც წესი, ასეთი სახლების დალაგება ჭირს და მუდმივად არეულის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ნახატები

ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალია, ალბათ, ფიქრობ, სულ ერთია, რომელ ოთახში, რომელ კედელზე დავკიდებ, ხომ? გადამწყვეტი როლი ვერ ექნება, როგორ შეიძლება ნახატმა ოთახი ვიზუალურად გაზარდოა, ან შეამციროს? ერთადერთი წესი არსებობს ნახატზე, სასურველია იყოს თვალის სიმაღლეზე, ან სულ ოდნავ მაღლა.

არ დაგეგმო რემონტი, სანამ ოთახს ნახატებისგან არ დაცლი, ან ადგილებს არ შეუცვლი – შესაძლოა, საქმე ზუსტად ამ ერთ დეტალშია.

ხალიჩა

ბოლო დროს ისევ ტრენდულია, მართალია, კედლებზე გაკრული ნაკლებად გვხვდება, მაგრამ ტენდენცია მზარდია. ხალიჩაა რა, რა უნდა შეცვალოს – ფიქრობ. არადა, ხალიჩა სწორად უნდა იყოს განთავსებული და თუ ის, დიზაინის შეცვლის შემდეგ იყიდე და დააფინე, იცოდე, რომ ავეჯთან ერთად, ის კომპოზიციის ნაწილია, თან საკმაოდ მნიშვნელოვანი, პრაქტიკულად, შენ იატაკი შეუცვალე სახლის დიზაინეს, გგონია, იატაკი უმნიშვნელო დეტალია? მაგალითად, იცოდი, რომ თუ გინდა ოთახში ავეჯი არ გამოიყურებოდეს უწესრიგოდ, ქაოსურად, ავეჯის ყველა ფეხი ხალიჩაზე უნდა იყოს განთავსებული?

სანამ გაიფიქრებ, რომ ოთახი დაუშნოვდა, ან დაპატარავდა, მოდი, ჯერ ისევ ხალიჩის გარეშე სინჯე.

აქვე, არ დაგავიწყდეს, რომ თუ ახლა აპირებ სახლის დიზაინის შექმნას, დიზაინერს აუცილებლად აჩვენე და შეუთანხმე ხალიჩა, რომლის გამოყენებაც გსურს. 

კლიშეები

გაარემონტე სახლი, დაგიმზადეს დიზაინი, არც კი ჩათვალე საჭიროდ, რომ გეთქვა, აი, მე გემის კაპიტანი ვარ და მაქვს ბევრი ნივთი, რომელიც გემთან კავშირშია. მოვიდნენ მეგობრები და იმათაც მოგიტანეს ასეთი ნივთები. ახლა სადაც გაიხედავ, ყველგან გემები, ღუზები, ნიჟარები და დელფინებია. ამაში, ცხადია, ცუდი არააფერია.  უბრალოდ, დიზაინერს ეს რომ წინასწარ სცოდნოდა, იატაკის ფილებსაც კი სხვას შეარჩევდა, რომ ამდენი ერთნაირი ნივთი როგორმე გამოეყო სახლის დიზაინისგან და არ გამოჩენილიყო ბანალურად. დიახ, ის, რომ სახლი უნდა იყოს გაფორმებული იმის მიხედვით, რა პროფესიისაც ხარ – კლიშეა, თუმცა, შეიძლება სახლის დიზაინთან კონტრასტული ნივთები, რომლებიც შენს პროფესიას უსვამს ხაზს – ლამაზიც იყოს, საინტერესოც და არამოსაწყენიც.

რამდენი დიზაინერიც უნდა დაიქირავო, ამ წესს თუ არ გაითვალისწინებ, არაფერი შეიცვლება.

დიზაინის ცენტრი

პროფესიონალი დიზაინერი დიზაინზე მუშაობს ცენტრალური იდეის გარშემო, ეს შეიძლება იყოს მისაღებ ოთახში ბუხარი, ან ნახატი სამზარეულო, ან დიდი, უცნაური ბრა საძინებელში. თუ ოთახიდან, სახლიდან, ოფისიდან რამის გატანას გეგმავ, ან რამის მოშლას – ამაზე წინასწარ უნდა უთხრა, ან ჰკითხე მაინც სამუშაოს ბოლოს, რომელი ოთახისთვის, რა ნაწილია დიზაინის საკვანძო, რა არ უნდა გაიტანო, არ უნდა გადაადგილო, რომ დიზაინის ცენტრალური ღერძი არ დაარღვიო.

მაშინაც კი, თუ არ გაგაქვს ოთახიდან, მაგრამ ბლოკავ, აღარ ჩანს, სხვა ავეჯს დაუდგამ წინ მაგალითად, დიზაინის არსი შეიძლება დაიკარგოს.

ცნობისთვის, დიზაინის მთავარი ელემენტი, როგორც წესი, სასურველია იყოს შემოსასვლელი კარის პირდაპირ. თუმცა, დიზაინსაც გააჩნია, შეიძლება შენ ასიმეტრიის და ქაოსის განწყობა გინდა შეგიქმნას დიზაინერმა. 

ძვირფასი, თუ ელეგანტური?

ყველას გვაქვს ნივთები, რომლებიც ძვირფასია, საჩუქარია, ბავშვობასთან კავშირშია. ეს არ ნიშნავს, რომ ელეგენტურია, ელეგანტურიც რომ იყოს, ეს არ ნიშნავს, რომ იმ დიზაინს უხდება, როგორიც თავად გინდოდა გქონოდა. არა, არ უნდა გადაყარო, ცხადია, შეიძლება რომელიმე სხვა ოთახს მოუხდინო. ან, სულაც, იდეალურია, დახურულ კარადაში შეინახო, ასე მტვრისგანაც დაიცავ და თან კიდევ უფრო პირადულ, ინტიმურ მნიშვნელობას შეიძენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, კიდევ უფრო ძვირფასი გახდება.

ზომა

ნივთების ზომას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. როგორც წესი, ადამიანები არც კი ფიქრობენ დეკორატიული ნივთების ზომაზე – მაღაზიაში შეიძლება ძალიანაც კარგად გამოიყურება, შეიძლება ძალიან მოუხდეს შენი მეგობრის პატარა სახლს, ან ბიძაშვილის დიდ აივანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგივე ზომის ნივთი შენს სამზარეულოს გაალამაზებს. ერთი შეხედვით ფერი შეესადაგება, სტილიც, მაგრამ ზომაზეც იგივეს იტყოდი? დარწმუნებული ხარ?

გაიხსენე, რა ნივთები იყიდე და დაალაგე სახლში რემონტის და ახალი დიზაინის შემდგომ და დარწმუნდი, რომ მათში არაა პრობლემა.

განათება

ეს უმნიშვნელოვანესი დეტალი დიზაინის და მისი ნებისმიერი ცვლილება, სრულიად ცვლის. თუ განათების სისტემის შეცვლა გსურს, მაშინ, მართლაც სჯობს, დიზაინერს დაუკავშირდე. 

და თუ განათების შეცვლაშიც არაა პრობლემა და არც ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებში, ესე იგი, შენ სასწრაფოდ გესაჭიროება პროფესიონალი დიზაინერი. მაშინაც, თუ კი, სწორედ ერთ რომელიმე ნივთშია პრობლემა, მაგრამ ამ ნივთის არც გატანა გსურს, არც დამალვა, არც კარადაში შენახვა – მაშინაც, შენ გჭირდება პროფესიონალი დიზაინერი.

თუ რჩევები დაგეხმარა, მაინც გჭირდება პროფესიონალი დიზაინერის საკონტაქტო მონაცემები, რადგან როცა დაგჭირდება და აუცილებლად დაგჭირდება ერთ დღეს, ძებნაში დრო არ დახარჯო.

არსებობს კატალოგი, სადაც პროფესიონალ დიზაინერთა შორის, შეარჩიო „კარგი“ დიზაინერი, ანუ, ის, ვინც პროფესიონალიც იქნება და იმავდროულად, ვისთანაც „ერთ ენაზე“ საუბრობ, ერთმანეთის გესმით, კომფორტულად ურთიერთობთ. აუცილებლად გადახედე კომენტარებსაც, ადამიანებმა მათ გამოცდილებაზე დაგიტოვეს აქ ინფორმაციაც.

შეინახე ეს ლინკი საიმედოდ, ანუ, გადაუგზავნე ყველას, შენი ტელეფონის თუ კომპიუტერის დიზაინს ეს ლინკი ძალიან მოუხდება, თუ არ გჯერა, სინჯე.

(R)

თეგები: ინტერიერის დიზაინისახლის დიზაინი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში
ახალი ამბები

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში

17:14 07-16-2025
თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა
ახალი ამბები

თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა

15:49 07-16-2025
თეთრი ოქროს შეფასება – #ჰკითხეექსპერტს
ახალი ამბები

თეთრი ოქროს შეფასება – #ჰკითხეექსპერტს

14:04 07-16-2025
გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის – თიბისის ახალი კამპანია

13:39 07-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved