• რეკლამა
  • კონტაქტი
22:44, სამშაბათი, 17 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

9 თვე ირაკლი ბებუას ტყვეობიდან!!! „ალიამ“ სანდო წყაროდან შეიტყო, რომ ის სოხუმის შსს იზოლატორში სამარტოო საკანშია და მას აქვს სერიოზული ფსიქიური პრობლემები, საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას და სამედიცინო ექსპერტიზას

ალია ავტორი - ალია
18:41 07-09-2021
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

ნანა სულავა, ალია


2020 წლის 27 სექტემბერს ორმა ადამიანმა, ერთი და იგივე დღეს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაიწყო. ერთი იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილხამ ალიევი, რომელმაც ჯარი დაძრა ოკუპირებული რაიონების დასაბრუნებლად, მეორე იყო საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელმაც ტერორიზმისა და სეპარატიზმის სიმბოლური დროშა დაწვა.


ილხამ ალიევი სულ ახლახან, ქ. შუშაში ზეიმობდა გამარჯვებას და სტუმრად მიწვეული ჰყავდა თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი, ირაკლი ბებუა კი უკანონო პატიმარია და სეპარატისტებს დილეგში ჰყავთ დამწყვდეული. გაზეთ „ალიას“ გარდა აქამდე არავის ამოუღია ხმა ირაკლი ბებუას ტყვეობაზე. და აი, როგორც იქნა, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახსენა პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან. თან დასძინა, რომ ირაკლი ბებუას განთავისუფლებაზე აფხაზ ძმებთან ვაგრძელებთ მოლაპარაკებებსო. სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები კი იმიტომ არ იღებენ ხმას, რომ ეს მათ პოლიტიკურ ინტერესებში არ შედის, დიახ, არ შედის ის, რაც მათი დაკვეთით არ ხდება. იმასაც კი ვერ აცნობიერებენ, რომ ირაკლი ბებუას საქციელი იყო დამოუკიდებელი აქტი და მშვიდობიანი პოლიტიკური აქცია, ყველა სხვა დანარჩენი შემთხვევისგან განსხვავებით. და ეს გააკეთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ. ვეკითხები საქართველოს პროკურატურას, რატომ არ აღძრა სისხლის სამართლის საქმე აფხაზეთის სასამართლოსა და პროკურატურის მიმართ, რომლებმაც უკანონო დევნა განახორციელეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება საქართველოს მოქალაქეს? აზერბაიჯანის რესპუბლიკის პროკურატურამ შარშან, ნოემბერში, აღძრა სისხლის სამართლის საქმე ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების ერთი ჯგუფის მიმართ, რომლებიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მთიან ყარაბაღში, უკანონოდ იმყოფებოდნენ. ირაკლი ბებუას საქმეზე საქართველოს პროკურატურა გაჩუმებულია და არანაირ რეაგირებას არ ახდენს. რატომ დუმს ასე საეჭვოდ? ბებუა შემთხვევით არ არის პატიმრობაში. მას რაღაც ხაზის გადაკვეთას კი არ ედავებიან, მასთან პირდაპირ პოლიტიკური დავა აქვთ. ასეთი პოლიტიკური დავა არცერთ სეპარატისტულ რეჟიმს არ ჰქონია საქართველოს მოქალაქეებთან. ეს პირველი და ერთადერთი ფაქტია, როდესაც რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართველი და აფხაზი ხალხის ერთიანობისთვის დაიწვა სეპარატისტული დროშა. ამიტომ არის განსაკუთრებული ირაკლი ბებუას საქმე და მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა იქნას გამოჩენილი, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს სახალხო დამცველს, აფხაზეთის მთავრობას და აფხაზეთის უზენაეს საბჭოს პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული და ერთ სიტყვას არ ძრავენ ირაკლი ბებუას მისამართით. საინტერესოა, თავად პრესა და ტელევიზიაც რატომ დუმს ირაკლი ბებუას შესახებ?


„ალიამ“ სანდო წყაროდან შეიტყო, რომ ის სოხუმის შსს იზოლატორში სამარტოო საკანშია და მას აქვს სერიოზული ფსიქიური პრობლემები, საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას და სამედიცინო ექსპერტიზას. თუ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დაინტერესდა სომეხი სამხედრო ტყვეებით, რომლებიც აზერბაიჯანში იმყოფებოდნენ და საქართველოს ხელშეწყობით მათი ერთი ჯგუფი დააბრუნეს სომხეთში, რატომ არ ხდება ასეთი მოქმედება ირაკლი ბებუას შემთხვევაში? მასთან ამანათის გადაცემაც კი დიდი პრობლემაა. სეპარატისტული რეჟიმი დევნას დაუწყებს ამანათის მიმტანს, მაგრამ აქ ხომ შეიძლება წითელმა ჯვარმა იმოქმედოს და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებული ნორმებით ირაკლი ბებუას გადაეცეს ამანათი და ჰუმანიტარული დახმარებაც? ამის არაერთი მაგალითი არსებობს მსოფლიოში. მთავარია, რომ ეს საქართველოს მთავრობამ მოინდომოს. ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო. ამიტომ ჩვენ, ჟურნალისტებმა, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იარაკლი ბებუას დასახმარებლად და გასათავისუფლებლად. პარლამენტში შექმნეს ფრაქცია, რომელსაც „მოქალაქე“ ჰქვია. ახლა ვეკითხები ალეკო ელისაშვილს და ლევან იოსელიანს, კი მაგრამ, ირაკლი ბებუა საქართველოს მოქალაქე არ არის? რატომ არ იღებს ხმას ფრაქცია „მოქალაქე“ იმ ბოროტმოქმედებაზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეს, ირაკლი ბებუას ეხება? რა, არ იცის სეპარატისტებმა მას მრავალწლიანი, უკანონო პატიმრობა რომ მიუსაჯეს? აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სცემენ, აწამებენ და არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ. „ალიადან“ ხომ მოგმართეთ, ირაკლი ბებუას პორტრეტი გამოფენილიყო პარლამენტის სხდომათა დარბაზში, რომ კარგად დაენახათ მისი სურათი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, ქართველი და აფხაზი ხალხის გაერთიანებისთვის გააკეთა ეს, ტერორისტული სიმბოლიკა დაწვა და ამისთვის დილეგშია ჩაგდებული.


მივესალმები და სრულიად მხარს ვუჭერ იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის განთავისუფლებისათვის, რომელიც უკანონოდ ჰყავთ ცხინვალის სეპარატისტებს დატყვევებული და ყველა, ვინც იბრძვის მისი განთავისუფლებისთვის, ძალიან კარგს აკეთებს, მაგრამ ირაკლი ბებუას შემთხვევაში დუმილი ნუთუ არ მიგაჩნიათ უსამართლობად? დუმს ფრაქცია „მოქალაქე“, რომელიც ტელეეკრანებიდან გვიმტკიცებს, რომ მისი პოლიტიკური მიზანი არის საქართველოს მოქალაქეების გვერდით ყოფნა და მომსახურება. თუ თქვენ ასე გააგრძელებთ, ბატონო ალეკო და ბატონო ლევან, სულ მალე ფრაქცია „მოქალაქე“ კი არ გერქმევათ, არამედ ავად სახსენებელი შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი“. ბატონო ალეკო, თქვენ არაერთხელ ბრძანდებოდით თბილისის სხვადასხვა სასაფლაოზე და მოაწესრიგეთ არაერთი საფლავი, მათ შორის ბოლშევიკების საფლავები. ეს ჰუმანიზმის გამოვლინებაა და ეჭვიც არ მეპარება, რომ თქვენ არც ბოლშევიკი ხართ. ირაკლი ბებუა კი თქვენგან პოლიტიკურად რადიკალურად განსხვავებულია, მაგრამ რადგან ფრაქცია „მოქალაქე“ დაირქვით, აბა, ვის უნდა მივმართო, თუ არა თქვენ, საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებად? ყოველი დღე სეპარატისტების ციხეში ყოფნა საფრთხის ქვეშ აყენებს ირაკლი ბებუას ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. შეიძლება ვინმემ მკითხოს, პარლამენტში ხომ სხვა ბევრი ფრაქციააო. ბევრია, მაგრამ ყველა სხვა დანარჩენი ფრაქციის წევრები პარლამენტში მხოლოდ კეკლუცობენ და ყველა მათგანი თავის ვიწრო პირად ინტერესზე ფიქრობს. ფიქრობს, როგორ მოემსახურონ თავიანთ ბატონ-პატრონებს. მათ საქართველოს მოქალაქეები დაყოფილი ჰყავთ თავისიანებად და სხვისიანებად. 150 დეპუტატიდან ერთი გამოხმაურებაც კი არ იყო ირაკლი ბებუას წერილებზე. კი ბატონო, მე თქვენს კლასობრივ მოწინააღმდეგედ მთვლით, მაგრამ საკითხი მე ხომ არ მეხება? საკითხი ეხება იმ ადამიანს, რომელსაც ამ დეპუტატების მიმართ ერთი კრიტიკული სიტყვა არ აქვს ნათქვამი, რაც შეეხება მთავრობას, მათ ასეთ საქმეებზე სპეციალური მინისტრი ჰყავთ – ქალბატონი თეა ახვლედიანი. მაგრამ, როგორც ჩანს, მან ჯერაც არ იცის, რომ ირაკლი ბებუა ტყვეობაშია და თუ იცის, მაშინ ხომ უნდა იმოქმედოს?

ახლახან ქვეყნის პრეზიდენტი რომის პაპს შეხვდა, თუმცა ერთი სიტყვა არ უთქვამს უკანონო ქართველ ტყვეებზე. მე-18 საუკუნის დასაწყისში სულხან-საბა ორბელიანი რომ შეხვდა რომის პაპს, ერთ-ერთი თემა ქართველი ტყვეების საკითხი იყო. ნუთუ არ შეიძლებოდა ასეთი პარალელის გავლება რომის პაპთან შეხვედრისას? გადის საუკუნეები და ეს პრობლემა პრობლემად რჩება დამოუკიდებელი საქართველოსთვის. განსაკუთრებით ამაზრზენია სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას პოზიცია. აი, ვინ ახდენს საქართველოში სეგრეგაციასა და დისკრიმინაციას. რადგან ირაკლი ბებუა არ არის არც ჰომოსექსუალისტი, არც ტრანსგენდერი და არც ტრანსვესტიტი, ამიტომ ნინო ლომჯარიას ის საერთოდ არ აინტერესებს. არ აინტერესებს მისი მდგომარეობა. აი, რა უსამართლო და თვალთმაქცი ადამიანი უდგას სახალხო დამცველის ინსტიტუტს სათავეში. მას ხალხი დისკრიმინირებული და დაყოფილი ჰყავს თავისიანებად და სხვისიანებად. რატომ აქცევს ირაკლი ბებუას დისკრიმინაციაში? რატომ ეწევა შერჩევით მოქმედებებს?
განსაკუთრებით სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, რუსლან აბაშიძის ქცევა. ეს ადამიანი საერთოდ ვერ აცნობიერებს ამ თანამდებობის მნიშვნელობას, ფეხბურთის სათამაშოდ გცალია?! ირაკლი ბებუა სეპარატისტების ციხეშია. შენ რას აკეთებ? რას აკეთებენ შენი მუქთამჭამელი მინისტრები? აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა მოქმედებები კი ყველანაირ ზღვარს გასცდა. სრული უმოქმედობაა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ადამიანები საერთოდ არალეგალურ მდგომარეობაში იმყოფებიან და ღრმა იატაკქვეშეთში არიან მიმალულები. ეტყობა, პლასტიკურმა ბარათებმა სამუშაო ადგილებში მისვლის საჭროებაც მოგისპოთ.

თეგები: ირაკლი ბებუა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი  სხდომა გაიმართება – დეტალები
ახალი ამბები

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება – დეტალები

15:53 06-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის
ახალი ამბები

სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის

12:46 06-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved