• რეკლამა
  • კონტაქტი
04:15, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

9 მილიონი ლარი, რაც წარმოადგენს ბრალდების საგანს, ემსახურებოდა პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, სამეგობრო წრის და გარემოცვის კომფორტს – მიხეილ სააკაშვილის მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის პროკურორი

ალია ავტორი - ალია
17:47 11-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

9 მილიონი ლარი, რაც წარმოადგენს ბრალდების საგანს, იყო და ემსახურებოდა პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, მისი სამეგობრო წრის და გარემოცვის კომფორტს და რეალურად წარმოადგენდა მათი დასვენების, გართობის თუ სხვა ხარჯებს. ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე გამართული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ,  საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა განაცხადა.

მისი თქმით, მოცემული სისხლის სამართლის საქმე არ შეეხება პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტებს და პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებში გახარჯულ თანხებს. 

როგორც გიორგი მუჯირმა აღნიშნა, ამავე პერიოდში პრეზიდენტის მიერ ლეგიტიმურად მსგავს ღონისძიებებში დახარჯული იყო 20 მილიონი ლარი, თუმცა წარმოდგენილი 9 მილიონი ლარი, რაც წარმოადგენს ბრალდების საგანს, იყო და ემსახურებოდა პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, მისი სამეგობრო წრის და გარემოცვის კომფორტს და რეალურად წარმოადგენდა მათი დასვენების, გართობის თუ სხვა ხარჯებს. 

„მათ შორის, იყო გასახდომი, გამახაალგაზრდავებელი, გამაჯანსაღებელი პროცედურები და მინდა რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო. კერძოდ, ინსბურგში 114 ათასი ლარი იქნა გადახდილი მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავას გასახდომ პროცედურაში. ასევე, ელიტარულ კურორტებზე – მონაკოში, ტაილანდში, სინგაპურში, მილანში და სხვა, დასვენებისთვის გაიხარჯა თანხები, ასევე მზარეულისთვის, სტილისტისვთვის მათი გარემოცვის საჩუქრებისთვის – ეს 9 მილიონი ლარი არის გადახდილი“ – განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, გიორგი მუჯირის განმარტებით, დაცვის მხარე ყოველთვის ცდილობდა და დღემდე ცდილობს დააკნინოს ეს სისხლის სამართლის საქმე, თუმცა რეალურად აქ საუბარია პირადი კომფორტისთვის გახარჯულ 9 მილიონ ლარზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved