სისხლიანი ანგარიშსწორება ვაკეში – მოკლული 80 წლამდე კაცი ვახტანგ ჩიქოვანია. მისი ახლობლები და ოჯახის წევრები ამ წუთებში ყიფშიძის ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე იმყოფებიან.
როგორც მოკლულის სიძე, დათო შელია მედიასთან ამბობს, ვახტანგ ჩიქოვანი ყიფშიძეზე იმ კორპუსში არ ცხოვრობს, რომლის ავტოფარეხშიც გარჩევა მოხდა.
სიძის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რატომ იყო მისი სიმამრი ავტოფარეხში.
ჩემი სიმამარია მოკლული, ვახტანგ ჩიქოვანი. 80 წელს ცოტა აკლია. შუნტირება ჰქონდა გაკეთებული და ალბათ სისხლისგან დაიცალა. ამბობენ, რომ დანა (დაარტყესო).
არვიცი აქ რატომ უნდა ყოფილიყო ჩემი სიმამრი. რასაც ამბობენ აქ, გარჩევა იყოო. ხმაური გაიგო თუ არა ვინმემ არ ვიცი”, – ამბობს დავით შელია.
პენსიონერი ვაკეში ცოტა ხნის წინ მოკლეს – სავარაუდო დამნაშავე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
წინასწარი ინფორმაციით, პენსონერს დანა გულმკერდის არეში აქვს ჩარტყმული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.











კომენტარები