• რეკლამა
  • კონტაქტი
11:29, პარასკევი, 9 ივნისი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“8 წელი დიაგნოზი ვერ დაუსვეს და ქიმიოთერაპიის 64 კურსი ჩაუტარეს” – ქართველი ექიმი, რომელმაც აფხაზი ქალი სიკვდილს გადაარჩინა

ალია ავტორი - ალია
16:23 08-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

„ალიას“ დაუკავშირდა ქალბატონი მადონა ხარონია, რომელიც დაუჯერებელ ამბავს გვიყვება, ბიძაშვილზე, ინდირა ხარონიაზე, 53 წლის ქალზე, რომელმაც ბოლო 8 წლის მანძილზე მილიონები დახარჯა და დიაგნოზი ვერ დაუსვეს, რომელსაც ამ 8 წლის მანძილზე 64, დიახ, არც მეტი და არც ნაკლები, ქიმიოთერაპიის 64 კურსი ჩაუტარეს.

მადონა ხარონია:

ჩემი ბიძაშვილი ინდირა ხარონია ახლაც აფხაზეთში ცხოვრობს. 8 წლის წინ ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო, ამ 8 წლის მანძილზე მოიარა აფხაზეთის და რუსეთის კლინიკები, მილიონები დახარჯა, ზოგან ეუბნებოდნენ ფილტვის ავთვისებიან სიმსივნეს და ზოგან საერთოდ ვერ უსვამდნენ დიაგნოზს. ჩასული ვიყავი აფხაზეთში რამდენიმე წლის წინ და საავადმყოფოდან ახალ გამოსული იყო რომ ვნახე. ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, შევთავაზე თბილისში წამოსულიყო და ქართველ ექიმებთან ემკურნალა, უარი მითხრა, მეშინიაო. აღარაფერი მითქვამს.

გავიდა დრო და მისი შვილი მირეკავს, გვიშველეთ, დედა უკვე სისხლს აღებინებს და ქართველი ექიმები ჩვენი ბოლო იმედიაო. დავხვდი. მივიყვანე ერთ თბილისის ერთ კლინიკაში და აუღეს ანალიზები. ანალიზების პასუხი რომ იქნება, მერე დაგიბარებთო და პასუხებამდე პირადად ვესაუბრე ექიმს. ანალიზების პასუხი რომ მოვიდა, ცუდი მდგომარეობაა, აქ ოპერაციის გაკეთებას აზრი არა აქვს, მაგრამ მოიყვანე, ცოტა ხანს სიცოცხლეს გავუხანგრძლივებო, მითხრა. დავრეკე აფხაზეთში, წამოვიდა, დავხვდი ენგურის ხიდთან, კარანტინში გადაიყვანეს, ზუგდიდში. იქ დამძიმდა მისი მდგომარეობა და ორი კლინიკა შეუცვალეს ზუგდიდში.

დავრეკე იმ კლინიკაში, სადაც ანალიზები ავიღეთ. ექიმმა რომ გაიგო, მდგომარეობა დამძიმდა, სასტიკი უარი გვითხრა, აქ არ მოიყვანოთ, მაგას აღარაფერი ეშველება და აზრი არა აქვსო. როგორ არ ვთხოვეთ და უარით გამოგვისტუმრა, ვეღარაფრით ვუშველიო.

წამოვიყვანეთ სახლში, უკვე მართლა ძალიან ცუდად იყო, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ცნობილმა ექიმმა გვითხრა, რომ აღარაფერი ეშველებოდა ინდირას, ნათესავებმა ხელი არ ჩავიქნიეთ და გადავწყვიტეთ, კიდევ გვესინჯა ბედი სხვაგანაც. მივედით, „ნიუ ჰოსპიტალსში“, დაგვხვდა ბატონი დავით გიორგაძე, რომელიც თორაკალური ქირურგიის სამსახურის და ონკოლოგიური კონსილიუმის ჯგუფის ხელმძღვანელი გახლავთ. სასწრაფოდ გაუკეთა ანალიზები და გვკითხა, ვინ გადაუწურა ინდირას ჯანმრთელობას წყალი… რომ გაიგო, რამდენ კლინიკაში ვიყავით, რა მედიკამენტები აქვს ნაკეთები და რომ ქიმიოთერაპიის 64 კურსი აქვს ჩატარებული და არც ერთი ოპერაცია – აღშფოთება ვეღარ დამალა.

აღმოჩნდა, რომ ინდირას კეთილთვისებიანი სიმსივნე აქვს და ამოკვეთა ბატონმა დავითმა მარჯვენა ფილტვი. ახლა ინდირა უკვე აფხაზეთშია და თავს კარგად გრძნობს. ვესაუბრე, ძალიან მადლიერია, ბატონი დავითის. ამბობს, სულ ხაზზეა, მირეკავს, მკითხულობს ოპერაციის შემდეგაცო.

ინდირა ხარონია

აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ საქართველოს ჯანდაცვამ სრულად დააფინანსა ოპერაციის თანხა. 

ე.წ. საზღვარზე რომ გადადიოდა ინდირა, ჯარისკაცებს უკითხავთ, რატომ გადახვედი ასე ზედიზედ რამდენჯერმე იქეთ მხარესო. უპასუხია, რომ არა ქართველი ექიმები, მკვდარი ვიქნებოდიო!

ახლა მთავარია ცუდზე აღარ ვფიქრობთ. ჩემ ბიძაშვილს სიცოცხლე აჩუქა ბატონმა დავითმა და არ ვიცით, მადლიერების რა სიტყვები შეიძლება ვთქვათ, ექიმისთვის რა უნდა იყოს იმაზე მეტი, რომ სასიკვდილოდ განწირული ქალი გადაარჩინა.

ბატონი დავითის წყალობით, ინდირა დაუბრუნდა ორ შვილს და სამ შვილიშვილს და კიდევ დიდხანს დატკბება მათი ცქერით და მათი მოფერებით, კიდევ დიდხანს დატკბება სიცოცხლით. ის კოშმარული 8 წელი კი, რომლის მანძილზე 64 ქიმიოთერაპიის კურსი ჩაიტარა, როცა თმა არ ჰქონდა, მუდმივად ცუდად იყო და ყველა ექიმი სიკვდილს უწინასწარმეტყველებდა – წარსულს ჩავაბარეთ. ახალი ათვლა დავიწყეთ მისი სიცოცხლის და ამ ეტაპს დავარქვით, სიცოცხლე დავით გიორგაძის გაცნობის შემდეგ.

თეგები: დავით გიორგაძეინდირა ხარონიანიუ ჰოსპიტალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოსკოვმა აშშ-დან ელჩი გამოიძახა და ამერიკულ სოციალურ ქსელს დაბლოკვით დაემუქრა
ახალი ამბები

,, რუსეთში სამხედრო გადატრიალება მზადდებაო… ამ ყველაფერს, დიდი შანსია, შეეწიროს პუტინი“ – ვახტანგ მაისაია

19:48 06-07-2023
„ეს დაახლოებით იმ მასშტაბის დივერსიული აქტი იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს „დრენპრო ჰესი“ რომ ააფეთქა  საბჭოთა  მხარემ,  გერმანელთა წინსვლა რომ შეეჩერებინათ“ – ვახტანგ მაისაია
ახალი ამბები

„ეს დაახლოებით იმ მასშტაბის დივერსიული აქტი იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს „დრენპრო ჰესი“ რომ ააფეთქა საბჭოთა მხარემ, გერმანელთა წინსვლა რომ შეეჩერებინათ“ – ვახტანგ მაისაია

15:41 06-07-2023
ახალი ამბები

„ივანიშვილი ვაჭრობს დასავლეთთან – არ შემიქმნათ საფრთხე, არ ჩაერიოთ არჩევნებში, ჩემი ფული დამიბრუნეთ შვეიცარიის ბანკიდან, თორემ ბოლომდე მივეყიდები რუსეთსო“ – ვალერი გელბახიანი

18:38 06-05-2023
„ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს ჩამოართმევენ შეწყალების უფლებას“ – სოსო ცინცაძე
ახალი ამბები

„ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს ჩამოართმევენ შეწყალების უფლებას“ – სოსო ცინცაძე

16:30 06-05-2023

ბიზნესი

თიბისის Meliora 2022-ის ჯილდო გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებში გადაეცა
ახალი ამბები

თიბისის Meliora 2022-ის ჯილდო გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებში გადაეცა

13:14 06-08-2023
არქიმ 1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გამართა
ბიზნესი

არქიმ 1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გამართა

12:11 06-08-2023
1 ოქტომბერს საქართველო, თიბისისა და Visa-სთან პარნიორობით, „Starring Georgia-ს“ ფარგლებში, ბრუნო მარსს უმასპინძლებს
ახალი ამბები

1 ოქტომბერს საქართველო, თიბისისა და Visa-სთან პარნიორობით, „Starring Georgia-ს“ ფარგლებში, ბრუნო მარსს უმასპინძლებს

12:04 06-08-2023
სპეციალური დეველოპერული შეთავაზება თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

სპეციალური დეველოპერული შეთავაზება თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის

13:28 06-07-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved