კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან, შვიდი შემთხვევა შემოტანილია, ხოლო ერთი ინფიცირებულთან კონტაქტს წარმოადგენს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა:
„8 ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს წარმოადგენს, დანარჩენი 7 ყველა შემოტანილი შემთხვევაა, მათგან 6 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ხოლო ერთი – მოქალაქე.
ახალი შემთხვევებიდან ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტი მოათავსეს და ამჟამად 23 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. სამი კი გამოჯანმრთელდა.
ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ოთხივე ინფიცირებული სატვირთოს მძღოლია. 4 ახალი შემთხვევიდან ორი აზერბაიჯანიდანაა შემოსული, ერთი ბელორუსიიდან, ერთიც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც უცხოეთიდან შემოვიდა. ჩატარებული კვლევების მიხედვით, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“
კომენტარები