• რეკლამა
  • კონტაქტი
03:09, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“7 მიზეზი, რატომ არ ღირს დღეს ნეიტრალიტეტზე საუბარი” – ლევან იოსელიანი

ალია ავტორი - ალია
15:17 03-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
341

დეპუტატი, ლევან იოსელიანი:

 

“7 მიზეზი, რატომ არ ღირს დღეს ნეიტრალიტეტზე საუბარი:
1. „საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“ -ზუსტად ასეთი ჩანაწერი გვხვდება, 1918 წელს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში. მხოლოდ საკუთარი გამოცდილება რომ გავითვალისწინოთ, ფაქტია, რომ მაშინდელმა ნეიტრალიტეტმა ვერ გადაგვარჩინა და ამით წითელ არმიას, საქართველოს ანექსირებაში, 1921 წელს ხელი არ შეშლია.
2. უსაფრთხოებისთვის ქვეყანა უნდა იყოს ან რომელიმე სამხედრო ალიანსის წევრი ან ნეიტრალიტეტის გამოცხადების შემთხვევაში უნდა ქონდეს უსაფრთხოების ალტერნატიული მექანიზმი, რომელსაც ეყოლება გარანტორი სახელმწიფოები. დღესდღეობით არ ვიცით არანაირი მაგალითი იმისა, თუ რა ალტერნატიული ფორმატი შეიძლება იყოს საქართველოსთვის მისაღები და ვინ შეიძლება აღმოჩნდეს ნეიტრალიტეტის შემთხვევაში, საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის გარანტორი.
3. ნეიტრალიტეტის დროს მნიშნელოვანია, ქვეყანა იყოს ეკონომიკურად ძლიერი და მდებარეობდეს გეოპოლიტიკურად მშვიდ რეგიონში, საქართველო კი არათუ ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო ვერ არის, დიდ წილად დამოკიდებულია რუსეთის ეკონომიკაზე. დღესდღეობით ნეიტრალიტეტის წარმატებული მოდელის მქონე შვეიცარიას, საკმაოდ ძვირი უჯდება სიმშვიდის გარანტიები. თუმცა, მას ამ ფასის გადახდა შეუძლია. ქვეყანას აქვს სტაბილურად მზარდი ეკონომიკა, მაღალი აქვს წარმოების მაჩვენებელი, აქვს მსოფლიოში ყველაზე გამართული საბანკო სისტემები, რომელთა მომხმარებლები ხშირად თავად მსოფლიოს ლიდერებიც არიან.
4. ნეიტრალიტეტის წესია, სხვა სახელმწიფოებთან ერთად, მეზობელი სახელმწიფოებიც იყვნენ ნეიტრალიტეტის გარანტორები. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება იყოს რუსეთი ნეიტრალიტეტის გარანტორი, როდესაც მისგან თავდასხმის საფრთხე მუდმივად არსებობს. ვერ იარსებობს ვერანაირი გეგმა, თუ როგორ უნდა მოიქცეს საქართველო, გამოცხადებული ნეიტრალიტეტის მიუხედავად, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში.
5. საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება ფაქტიურად შეუძლებელია ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პირობებში. ნეიტრალიტეტი გულისხმობს, რომ სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ უნდა არსებობდეს არცერთი ქვეყნის სამხედრო ბაზა, შესაბამისად ნეიტრალიტეტს რომ აზრი მიეცეს, რუსეთის სამხედრო ბაზებმა ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვოს, რასაც ცხადია ჩრდილოელი მეზობელი არ გააკეთებს.
6. არსებობს ნეიტრალიტეტის ცუდი მაგალითებიც: მოლდოვას მიერ გამოცხადებული ნეიტრალიტეტის მიუხედავად, ისევ გაყინულია კონფლიქტი დნესტრისპირეთზე. მოლდოვის მიერ დამოუკიდებლობის საკითხის გააქტიურებისთანავე, კლასიკური რუსული სცენარით, გამძაფრდა სეპარატისტული მისწრაფებები დნესტრისპირეთში, რასაც კონფლიქტი და შემდგომ უკვე თვითგამოცხადებული სეპარატისტული სახელმწიფოს შექმნა მოყვა. 1994 წელს, მოლდოვამ უსაფრთხოების გარანტიის ილუზიით, გამოცხადა ნეიტრალიტეტი. თუმცა, მიუხედავად ნეიტრალიტეტისა, დნესტრისპირეთი ისევ სადაო ტერიტორიაა და იქ დღემდე რუსული ჯარები დგას, რაც ეწინააღმდეგება ნეიტრალიტეტის პირობებს.
7. ნეიტრალიტეტის შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა შეეძლოს თავდაცვა, შესაბამისად აუცილებელია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდა. დღესდღეობით კი თუ რაიმე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში ეხმარება, ეს ნატო-საქართველოს პროგრამებია, რომელიც ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას ისახავს მიზნად. ნატოს სამხედრო სწავლებაში 700-მდე მონაწილე იყო ჩართული, 22000-მდე სამხედრო იღებდა მონაწილეობას ნატოს სამშვიდობო მისიებში, რაც ასევე ნიშნავს საერთაშორისო სტანდარტებით მომზადებულ სამხედროებს. ნეიტრალიტეტის შემთხვევაში კი საქართველო ნატოსთან ყველანაირი ურთიერთობის და ამ გზით თავდაცვისუნარიანობის გაზრდის შესაძლებლობას, რა საკვირველია, დაკარგავს.
პ.ს. ამავე დროს შეგახსენებთ, რომ დღევანდელი კონსტიტუცია ავალდებულებს კონსტიტუციურ ორგანოებს „თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. კონსტიტუციის ცვლილება კი ამ ეტაპზე ტექნიკურად შეუძლებელია, ამისთვის დღეს არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს საკმარისი ხმები პარლამენტში.”
თეგები: ლევან იოსელიანირუსეთი ოკუპანტია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved