• რეკლამა
  • კონტაქტი
22:26, ხუთშაბათი, 28 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

680 000 ადამიანი ამოვიდა აბსოლუტური სიღარიბიდან – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
12:44 09-17-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
164

2021 წლიდან ჩვენი ნომინალური ეკონომიკა ლარში 40 მლრდ-ით გაიზარდა, შესაბამისად, დაახლოებით 10 მლრდ-ით გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი, რაც იძლევა საშუალებას, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა მიმართულებით არის ძალიან კარგი ტენდენციები და ტემპი, რაც ეკონომიკის მასტიმულირებელი პროექტების განხორციელების საშუალებას იძლევა.

„ეს ყველაფერი იძლევა საშუალებას, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ეკონომიკაზე, ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე, განვახორციელოთ ისეთი პროექტები, მათ შორის ინფრასტრუქტურული, რაც ახალ სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას. ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები და ტემპი და იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ ხოლმე, რომ მართალია, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ეს 40 მლრდ წავიდა 25 ოჯახის ჯიბეებშიო, ასეთია მათი გზავნილი. პროფესიონალები, ამ საქმის სპეციალისტები ალბათ დამეთანხმებით, რამდენად დიდი ტყუილია ეს. ყველაფერი ციფრებშია გამოხატული,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაური ასევე შეეხო სიღარიბის მაჩვენებლებს და აღნიშნა, რომ 2012 წელს ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი 30% იყო, რაც გასული წლის მონაცემებით, 11.8 %-მდე არის შემცირებული.

როგორც პრემიერმა განაცხადა, 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წლისთვის საქართველოში და ახლა, ეს მაჩვენებელი შემცირებულია 440 000-მდე.

„680 000 ადამიანი ამოვიდა აბსოლუტური სიღარიბიდან, რაც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, თუმცა, თავისთავად ის, რომ 440 000 ადამიანი ჯერ კიდევ ცხოვრობს აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა, არის მთავარი გამოწვევა და ჩვენთვის მთავარია, ამაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ. იმ ტემპის გათვალისწინებით, რაც გვაქვს დღეს, ვფიქრობ, სიღარიბის დაძლევა შესაძლებელია საშუალოვადიან პერსპექტივაში. მთავარია, ეკონომიკური ზრდის ტემპი შევინარჩუნოთ,“- განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის თქმით, 2021 წლის პირველ კვარტალში, უმუშევრობა შეადგენდა 21.9 %-ს, 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, უმუშევრობა არის 3.7%, ანუ გვაქვს ძალიან სერიოზული გაუმჯობესება.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ პერიოდში, შეიქმნა 146 000 ახალი სამუშაო ადგილი და გაზრდილია დაქირავებულთა შრომის ანაზღაურება.

„კონკრეტული ადამიანები საქმდებიან და მათი საშუალო ანაზღაურება იზრდება. იგივე პერიოდი რომ ავიღოთ, დაქირავებულთა შრომის ანაზღაურება საშუალოდ შეადგენდა 1256 ლარს და უკვე 2 000 ლარს აჭარბებს. ანუ, მეტი ადამიანია დასაქმებული და ადამიანებს აქვთ უფრო მაღალი ანაზღაურება, ესაა ამ 4-წლიანი ეკონომიკური ზრდის შედეგები. საბოლოო ჯამში, 146 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ამ 3.5 წლის განმავლობაში. რომ ავიღოთ 2021 წლის დასაწყისი და 3 წლის შემდეგ მეორე კვარტლის მონაცემები, 146 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა,“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ყველა მიმართულებით, მათ შორის, ფისკალური კონსოლიდაციის კუთხით ქვეყანას აქვს ძალიან კარგი მონაცემები.

„პროდუქციის გამოშვება 1-წლიან პერსპექტივაში, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შეფარდებით, 12.5 %-ით გაიზარდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 10.3%-ით და ა.შ. ასევე, ფისკალური კონსოლიდაციის კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მონაცემები, მიზნობრივ მაჩვენებელს ქვემოთ არის საგარეო ვალი, ინფლაცია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბიუჯეტის დეფიციტი, ყველა კუთხით გვაქვს ძალიან კარგი გარემო იმისთვის, რომ სტაბილურად შევინარჩუნოთ ეკონომიკის ზრდა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

“ქეშბექობანა” – ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ახალი ამბები

“ქეშბექობანა” – ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის

19:31 05-28-2026
“ოპერაციამდე პერიოდსა და ოპერაციის შემდგომ პერიოდს შორის სხვაობა ისეთია, როგორც ცასა და დედამიწას შორის” – მირიან ბერულავას ისტორია
ახალი ამბები

“ოპერაციამდე პერიოდსა და ოპერაციის შემდგომ პერიოდს შორის სხვაობა ისეთია, როგორც ცასა და დედამიწას შორის” – მირიან ბერულავას ისტორია

14:40 05-28-2026
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
ახალი ამბები

სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის

14:36 05-28-2026
ბინის ყიდვა სამი სცენარით: როგორ მივიღოთ ექსკლუზიური უპირატესობა სამშენებლო ციკლის ყოველ ეტაპზე?
ახალი ამბები

ბინის ყიდვა სამი სცენარით: როგორ მივიღოთ ექსკლუზიური უპირატესობა სამშენებლო ციკლის ყოველ ეტაპზე?

14:16 05-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved