• რეკლამა
  • კონტაქტი
06:59, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

650$ მოპარვის გამო , საქართველოში მცხოვრებმა ფრანგმა მამამ შვილს საკუთარი შარდი დაალევინა..?!

ალია ავტორი - ალია
12:38 02-22-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

არასრულწლოვანი გოგო საკუთარი მშობლების წინააღმდეგ 112 შესული ზარის შემდეგ საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქე ცოლ-ქმარი დააკავეს. ადვოკატი 13 წლის გოგოს მიერ მშობლების წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებაზე საუბრობს, რის საფუძველზეც სამართალდამცველებმა საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცოლ-ქმარი დააკავეს.

„კურიერმა” ბრალის დადგენილება მოიპოვა. დოკუმენტში წერია, რომ დედინაცვალი და მამა 13 წლის შვილს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და მოზარდზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. არანაკლებ მძიმეა ის ჩვენებაც, რომელიც მოზარდმა პოლიციას მისცა. „კურიერის” ინფორმაციით ჩვენებაში არასრულწლოვანი დეტალურად აღწერს ძალადობის ეპიზოდებს და იხსენებს, ერთ-ერთი ჩხუბისას როგორ შეეშინდა და შიშისგან უნებლიე შარდვა დაემართა. გაბრაზებულმა მამამ კი შვილი აიძულა შარდი დაელია. ბოლო კონფლიქტი მშობლებსა და მოზარდს შორის სახლში მოხდა, თბილისის ერთ-ერთ უბანში საფრანგეთის მოქალაქე ქმარი – მალაიზიელ ცოლთან და 13 წლის შვილთან ერთად ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამა საქართველოში ბიზნესს საქმიანობას ეწეოდა, მეზობლებმა მომხდარის შესახებ არაფერი იციან, თუმცა შვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ცოლ-ქმარს იცნობენ. 13 წლის გოგო რომ სავარაუდოდ ბიოლოგიური მამის და დედინაცვლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო, იცოდნენ იმ კერძო სკოლაში, სადაც ბავშვი სწავლობდა, 112-ში შეტყობინებაც სწორედ სასწავლო დაწესებულებიდან შევიდა. “კურიერის” ინფორმაციით, მასწავლებლებმა სამართალდამცველების გამოძახება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ბავშვს გაკვეთილზე ყოფნისას სხეულზე დაზიანებები აღმოუჩინეს. რა გახდა 13 წლის გოგოსა და მის მშობლებს შორის მომხდარი კონფლიქტის მიზეზი – ამაზე ბრალდებულების ადვოკატმა ისაუბრა. 650 დოლარი – ეს ის თანხაა, რომელიც ინტერესების დამცველის თქმით, არასრულწლოვანმა მამას ბიზნესს ბარათიდან მოუხსნა და ბოლო კონფლიქტის საბაბიც სწორედ ეს იყო. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დაკავებულების უდანაშაულობის დასამტკიცებლად დაცვის მხარე მტკიცებულებებს აგროვებს და უახლოეს მომავალში სასამართლოში წარადგენს. ბავშვის სხეულზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები, მოწმეების გამოკითხვის ოქმები და თავად დაზარალებული მოზარდის ჩვენება – ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ეს უკვე საკმარისი მტკიცებულებებია, რომ დაკავებულ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალი დაუმტკიცდეთ და შესაბამისი სასჯელიც მოიხადონ. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით იხელმძღვანელა დღეს მოსამართლემ აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობისას და შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებულები, 2-თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა, სხდომას საქალაქო სასამართლოში ცოლ-ქმარიც ესწრებოდა. 112-ში შესული შეტყობინების შემდეგ საქმეში სოცმუშაკებიც ჩაერთვნენ, მეურვეების გარეშე დარჩენილი მოზარდი გოგონა ამ ეტაპზე სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved