თბილისის სააპელაციო სასამართლომ 65 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე “ქართული ოცნების” დეპუტატ ნინო წილოსანის მამა, ბადრი წილოსანი და მასთან ერთად ამ საქმეში ბრალდებული პირები გაამართლა.
ინფორმაციას გამოცემა “პუბლიკა” ავრცელებს და წერს, რომ პალატამ განაჩენი 4 სექტმებერს გამოიტანა, რომლითაც სააპელაციომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი უცვლელი დატოვა.
საქმეში ბადრი წილოსანის გარდა ბრალდებულები იყვნენ: ვლადიმერ აბულაძე (ნინო წილოსანის ყოფილი მეუღლე), მამუკა დოლიძე, ირაკლი ეზუგბაია, დავით ჯინჯოლია, აბელ გიორგობიანი, დავით გელაშვილი და გიორგი ჟღენტი.
კომენტარები