• რეკლამა
  • კონტაქტი
06:49, სამშაბათი, 5 დეკემბერი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

60 წელს გადაცილებულებისთვის – აუზები და ფიტნეს ზონები რეგისტრაციას 19 სექტემბრიდან იწყებენ

ალია ავტორი - ალია
14:06 09-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
130

თბილისის მერია პროგრამის – „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში, 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროგრამა საპილოტეა და პირველ ეტაპზე, 2023 წლის პირველ იანვრამდე, ორ მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში განხორციელდება.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არამხოლოდ ახალგაზრდების, არამედ ყველა ასაკის ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, პროგრამა, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, ითვალისწინებს, რომ თბილისში რეგისტრირებულ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ინფრასტრუქტურა – საცურაო აუზები და ფიტნეს ზონები უფასოდ გამოიყენონ. პროგრამა, პირველ ეტაპზე, 2023 წლის პირველ იანვრამდე, საპილოტე რეჟიმში განხორციელდება ორ მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში – ნაძალადევის კომპლექსურ სპორტულ ცენტრში და გლდანის სპორტულ კომპლექსში, ხოლო შემდგომ, ეტაპობრივად ჩაერთვება ყველა მუნიციპალური სპორტული ობიექტი და აგრეთვე კერძო ობიექტები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, რეგისტრაცია 19 სექტემბერს დაიწყება, სერვისით სარგებლობა კი 3 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.

„რეგისტრაცია დაიწყება 19 სექტემბრიდან, პროგრამის განმახორციელებელ ორ სპორტულ ობიექტზე, ხოლო სერვისით სარგებლობა დარეგისტრირებულ

მოქალაქეებს უკვე შეეძლებათ 3 ოქტომბრიდან. პროგრამის ფარგლებში, მომსახურების მიღება შესაძლებელია 11:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში.
პროგრამა საპილოტეა. დავაკვირდებით და თუ საჭირო იქნება, ცვლილებებსაც შევიტანთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე: 032 2 24 03 04;

სპორტული ობიექტების მისამართია:
ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი – ზღვის უბანი, 11 მ/რ-ნი, მე-3  კვ.
N58 კორპუსის მიმდებარედ; გლდანის სპორტული კომპლექსი – გლდანის V მ/რ,
კორპ. N8-ის მიმდებარე ტერიტორია, ვეკუას N127.

თეგები: აუზები 60 წელს გადაცილებულთათვისთბილისის მერიარეგისტრაცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„მე არ დავტოვებ ჩემს ქვეყანას, რაც არ უნდა მოხდეს, ბოლომდე ვიბრძოლებ“ – რას უყვება „ალიას“ ეკა ბესელია?
ახალი ამბები

,, პარტიას, რომელსაც ჰყავს კობახიძე, მდინარაძე, ოხანაშვილი და მათიკაშვილი, იმას ხმა როგორ უნდა მისცენ?” – ეკა ბესელია

21:38 12-04-2023
პლებისციტის იდეა ახლა საერთოდ უადგილოა – ეკა ბესელია
ახალი ამბები

„ახლა ამაზე გაჩუმება უარესია“ – ეკა ბესელია

15:55 12-04-2023
ზაზა სარალიძე: “ყველაფერს მოგიყვებით! ეს იქნება ჩემი აღსარება!”
ახალი ამბები

ზაზა სარალიძე: “ყველაფერს მოგიყვებით! ეს იქნება ჩემი აღსარება!”

16:24 12-01-2023
ახალი ამბები

სკანდალური ინტერვიუ – „არსებობს საიდუმლო წიგნაკი, სადაც წერია, ვის რამდენი გადაუხადეს ქვეყნის ღალატში!“

21:18 11-27-2023

ბიზნესი

Data Bootcamp-ი ახალი თაობისთვის
ახალი ამბები

Data Bootcamp-ი ახალი თაობისთვის

14:17 12-04-2023
თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაზე რეგისტრაციის დასრულებამდე  1 დღე დარჩა
ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე დარჩა

11:49 12-04-2023
ახალი ამბები

თიბისი x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის

16:11 12-01-2023
შეუკვეთე თიბისის POS ტერმინალი და ჩართე მომხმარებელი თიბისის ლოიალობის პროგრამაში
ახალი ამბები

შეუკვეთე თიბისის POS ტერმინალი და ჩართე მომხმარებელი თიბისის ლოიალობის პროგრამაში

17:35 11-30-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved

WordPress PopUp Plugin