• რეკლამა
  • კონტაქტი
04:32, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

6 ოპოზიციური პარტია “ოცნების” წინააღმდეგ – განცხადება

ალია ავტორი - ალია
18:56 05-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
320

6 ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს:

„საერთაშორისო სისხლის სამართლის დამნაშავედ და ტერორისტული სახელმწიფოს მეთაურად აღიარებული ვლადიმერ პუტინის განკარგულებითა და საქართველოს ხელისუფლების თანხმობით, მომავალი კვირიდან რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა იგეგმება.

საქართველოს მთავრობა ცრუობს, თითქოს, პუტინის რეჟიმთან ერთად, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის გასაძლიერებლად მიიღო. სინამდვილეში, ეს სულაც არ არის უანგარო და უწყინარი გადაწყვეტილება, როგორადაც წარმოაჩენს ამას ხელისუფლების პროპაგანდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, საქართველოს აეროპორტებში მოქმედ კომპანიებს სანქციები ემუქრება.

ფაქტია, „რუსულმა ოცნებამ“ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილებისა და რუსული ავტორიტარიზმის დამყარების ფინალური ეტაპი დაიწყო.

მხოლოდ მიმდინარე თვის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა ნატო-ს სწავლება „მცველი 2023“-ში მონაწილეობაზე, თავს დაესხა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტსა (IRI) და ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI), დატოვა სიდიდით მეორე ევროპული პოლიტიკური ოჯახი, თანხმობა განაცხადა რუსეთთან პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე.

საქართველო საერთაშორისო იზოლაციისა და მტერთან – რუსეთთან მოკავშირეების გარეშე დარჩენის ზღვარზეა. პუტინისა და ივანიშვილის ამ გადაწყვეტილების გამო, საქართველო ღიად უპირისპირდება რუსეთის სანქცირების დასავლურ პოლიტიკას. საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ უპირისპირდება საკუთარი, ჩვენი და მთელი ცივილიზებული სამყაროს თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინას.

ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში, მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი ასეთი რეალურია, ივანიშვილი კიდევ ერთხელ გვიყენებს საკითხს: ევროპა, თუ რუსეთი? მშვიდობა, კეთილდღეობა და დაცულობა ერთიან ევროპულ ოჯახში, თუ სიღარიბე, მონობა და უპერსპექტივობა დამარცხებულ რუსეთთან ერთად?

საქართველოს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ, ერთიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა უნდა თქვას: არა მტერთან კოლაბორაციას, არა რუსულ მთავრობას, ერთად ევროპისკენ!

ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული, პროდასავლური პოლიტიკური პარტიები გავაკეთებთ ყველაფერს, ამ რეჟიმის დემოკრატიულად შესაცვლელად, საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისა და რუსეთის მიერ თავისუფლებისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელყოფისაგან დასაცავად იმისთვის, რომ ისტორიის გზაგასაყარზე მყოფი ჩვენი ქვეყანა შეუქცევადად დაადგეს დეოკუპაციის, ევროკავშირსა და ნატოში მიმავალ გზას“

ხელმომწერები:

„ელენე ხოშტარია – დროა“;

„გირჩი-მეტი თავისუფლება“;

„ლელო საქართველოსთვის“;

„სტრატეგია აღმაშენებელი“;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

„ევროპული საქართველო“.

თეგები: ოპოზიცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved