• რეკლამა
  • კონტაქტი
16:36, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

6 მილიონით შემცირებული ჯარიმა და კოეფიციენტის ზრდა მშენებლობაზე – კორუფცია მერიაში?

ალია ავტორი - ალია
18:50 03-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
812

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია აგლაძის ქუჩაზე დაგეგმილი მშენებლობის დეტალებს ასაჯაროებს, რომლის უკან “ქართული ოცნების” დეპუტატის ოჯახური ბიზნესი დგას.

როგორც პარტია “ახალის” წევრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, “ოცნების” დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ძმამ, იოსებ სონღულაშვილმა, მიმდინარე პროექტზე  22 მარტს სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდა და დამატებითი 14 000 კვადარტული მეტრის აშენების ნებართვა მოითხოვა.

ექსპერტიზის დასკვნით, ამ ნებართვისთვის მას 9 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა. თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ თბილისის მერიამ ბიუჯეტში გადასახდელი თანხა 3 მლნ ლარამდე შეამცირა. სწორედ ამ გარემოებამ გაუჩინა ოპოზიციას ეჭვი სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე.

“ამ მშენებლობაში დაგეგმილი ცვლილებები უკავშირდება “ქართული ოცნების” დაპუტატს და მის შესაძლო გავლენებს პროცესზე და მერიასა და ზუსტად აი ამ დეპუტატის წევრებს შორის არსებულ შესაძლო კორუფციულ გარიგებას. როგორც აღმოჩნდა, იოსებ სონღულაშვილის კომპანიისთვის არ აღმოჩნდა მისაღები ის თანხა, რომელიც უნდა გადაეხადათ და ამიტომ, მან, შედეგის მისაღწევად მიმართა პარტიულ გავლენებსა და არაფორმალურ გზებს. კერძოდ, 12 მარტს მან გაიწვია თავისი მოთხოვნა და უკვე 21 მარტს დედაქალაქის მერიამ და კახი კალაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იოსებ სონღულაშვილისათვის დაეკმაყოფილებინა მოთხოვნილი მშენებლობის ზრდა, ოღონდ სამჯერ უფრო იაფად, კერძოდ, სამ მილიონ ლარად”, – ამბობს ანა გოგოლაძე მთავარ არხთან.

თავად დავით სონღულაშვილი კი “ახალის” წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციის პასუხად კი ამტკიცებს, რომ არც კი აქვს ინფორმაცია იმაზე, მის ძმას თუ ჯარიმა 6 მილიონით შეუმცირდა.

“წარმოდგენა არ მაქვს, ალბათ აშენებენ ბევრ რაღაცებს და სად რას აკეთებენ და როგორ, სიმართლე რომ გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი და ამიტომ გამიჭირდება რამე კონკრეტულზე… –  ამბობს სონღულაშვილი და აღნიშნავს, რომ თავისი გავლენის გამოყენებას გამორიცხავს. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved