• რეკლამა
  • კონტაქტი
00:46, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

5 ვიდეო, მინიმუმ 3 დაზარალებული – კვიცარიძის დედის მტკიცებით წამების 32 ვიდეო არსებობს – ცემა პოლიციის განყოფილებებში

კვიცარიძის დედის მტკიცებით წამების 32 ვიდეო არსებობს

ალია ავტორი - ალია
22:05 06-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
ცემა პოლიციის განყოფილებებში
Facebook-ზე გაზიარება
310

ტვ პირველის ცნობით, მოქალაქეთა წამების კადრებს პოლიციელები თავად იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ და საუბარია, ამ ეტაპზე 5 ვოდეო-მასალაშის მოპოვებაზე სადაც პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ჩანს.

მედიის ცნობით, – სახეზეა მინიმუმ სამი დაზარალებული.

პოლიციელთა მხრიდან სასტიკი დანაშაულის ჩადენის მტკიცებულება “შაბათის ეთერს” ერთ-ერთი პატიმრის, გიორგი კვიცარაძის ოჯახმა მიაწოდა. დედის თქმით, კვიცარიძემ პოლიციელების შიდა მიმოწერების ჩატში შეღწევა შეძლო  და სისტემის მამხილებელი კადრები, რომელსაც პოლიცილები ერთმანეთს უგზავნიდნენ გადმოწერა.

ოჯახი ამბობს, რომ 32 წლის კაცი, რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, ნარკოტიკების რეალიზების მუხლით დააკავეს. [დედა შვილის დაკავებას მამხილებელი ვიდეო-მტკიცებულებების გაჟონვას უკავშირებს].

ჯამში დედის ინფორმაციით გიორგი კვიცარიძემ სამართალდამცველების  შიდა მიმწერების  ჩატიდან პოლიციის განყოფილებებში ხალხი წამების ამსახველი 32 ვიდეო-ფაილის გადმოწერა შეძლო.

ერთ-ერთი ვიდეომასალაში ცხადად  ჩანს იძულება – უარის შემდეგ ახალგაზრდა კაცს, თავს კედელზე არტყმევინებენ. 

პოლიციაში დაკითხვაზე მიყვანილი ახალგაზრდების წამების ზოგიერთ კადრში შესაძლებელია, სავარაუდო მოძალადე პოლიციელების გარჩევა, ისმის მათი ხმები და ჩანს ნაწილის სახეც.

პირველი ვიდეომასალა პოლიციის შენობაშია გადაღებული – კადრში ორი სამართალდამცველი ჩანს, თუმცა ვიდეომასალის დეტალურად გაშიფვრის შემდეგ ჩნდება განცდა, რომ ოთახში უფრი მეტნი არიან. ორივე პოლიციელი მოქალაქისგან სასურველი ჩვენების მიღებას ცდილობს. ეს ვიდეომასალა, სავარაუდოდ, არა პოლიციელებისთვის განკუთვნილ კაბინეტში, არამედ ე.წ. უკანა ოთახშია გადაღებული. აქ ჩანს ორი გამავალი კარი და ვიწერო ოთახი. კარგად ჩანან მოძალადე პოლიციელები. აქედან ერთი შეიარაღებულია და შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ფორმა აცვია, მეორე სამოქალაქო ფორმაშია ჩაცმული, ჯიბეზე მიმაგრებული გასაღებით და მეხსიერების ბარათით.

კადრების მიხედვით, ტერორის მსხვერპლი ახალგაზრდა მოძალადე პოლიციელების მოთხოვნას აღიარებასთან დაკავშირებით არ  თანხმდება, რასაც  ჯგუფური ძალადობა მოჰყვა.

კიდევ ერთ ვიდეო ფაილში ახალგაზრდა ბიჭი ჩანს, რომელიც პოლიციის შენობაში სავარაუდოდ გადამოწმების მიზნით ჰყავთ მიყვანილი. კადრში ჩანს, რომ ერთ-ერთი სამართალდამცავი ჯერ მის სხეულზე   ე.წ. ტატუებს მობილურით იღებს, მეორე კი ახალგაზრდას ცემს და აგინებს. წუთნახევრიან ვიდეოში ისმის მოძალადე პოლიციელების ხმაც – ისინი  უკვე ნაცემ  ახალგაზრდას აიძულებენ, აგინოს ერთ-ერთ ე.წ. კანონიერ ქურდს. ვიდეო ფაილით დგინდება, რომ მსხვერპლმა ე.წ. კრიმინალურ სამყაროს არ აგინა, რასაც მისი სასტიკად  ცემა მოჰყვა.

პატიმარი კვიცარაძე აანონსებს, რომ პოლიციელების სისასტიკის ამსახველი უფრო მეტი ფაილი აქვს და ეტაპორივად გაავრცელებს.

თეგები: ცემა პოლიციის განყოფილებებში

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved