“რუსთავი2”-ის ინფორმაციით, ავღანეთში, სავარაუდოდ 5 წლის გოგონა მშობლებმა მოკლეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ გოგონა ნოემბერში უცნობმა მამაკაცმა გაიტაცა და გააუპატიურა, რის შემდეგაც იგი საკუთარმა მშობლებმა მოკლეს და ბავშვის ცხედარი ნაგვის კონტეინერში გადააგდეს.
დაკავებულები შვილის მკვლელობას არ აღიარებენ, მომხდარზე გამოძიება კი ამ დრომდე გრძელდება.
კომენტარები