ანალიტიკოსი, ბუკა პეტრიაშვილი:
“დილა მშვიდობისა მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი შემოგრიხინდა ისევ ცხელ ცხელი ამბებით!
ამ დილის მდგომარეობით: ბახმუტში ვითარება სრულად ჩვენების კონტროლს ექვემდებარება! გრძელდება მძიმე ბრძოლები კლეშეევკასთვის, მიდის შეტაკებები ოპიტნოეში და მარიინკაში, იყო იერიშის მცდელობები პარასკოფიევკას, კრასნაგორას და ავდეევკას შემოგარენში! ყველგან მაგრად მისცხეს ჩვენებმა დინგში ურდოს! კვლავინდებურად მძიმე ბრძოლებია სოლედარში! ცენტრშიც კი, რომელზეც კონტროლი თითქოსდა ხელთ იგდო ურდომ, ჩვენები ბრძოლებს უმართავენ და კარგადაც უბაგუნებენ ურდოს! ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი, სარკინიგზო კვანძი და გასასვლელ-შემოსასვლელი გზა კვლავ ჩვენების მიწრ კონტროლდება! პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა მოვლენების განვითარების და საჭიროებების გათვალისწინებით მიიღებს შემდგომ გადაწყვეტილებას!
კუხარკა პრიგოჟინის ტელეგრამჩიკები ისევ იტყუებიან, შოიგუს კოჟეგუტიკები კი ისევ აბათილებენ მის ტყუილებს და ცირკია მართლა, რომ მათი ანალიზითაც კი სოლედარის აღების შემთხვევაშიც კი ბახმუტის აღება ვერ მოხდება და ეს მცირედი ტაქტიკური წარმატება არ უნდა იყოს თავში ავარდნის საფუძველი არავისთვის!
უკრაინის მიწა წყალზე როა ეს ამბავი და ჩვენი ძმები და დები იღუპებიან და ზარალდებიან, ეგ არის საცოდაობა, თორემ ჩელიაბინსკში პრიგოჟინს, შოიგუს, გერასიმოვს და სუროვიკინის ყველაზე შავბნელი ფანტაზიით იმასუქნიათ ერთმანეთი
მამკალით და არც ის მენერვიულება, რომ მარტო სილედარის და ბახმუტისთვის 15-20 ათასი ორკი შეაკლეს ურდოსებმა! ღმერთო, შენ მაპატიე, მაგრამ პირიქით მახარებს! რა ვქნა, ომია და ამ ომში ჩვენებმა უნდა მოიგონ! ასე რომ, რაც მეტი მაცივარ ტრაილერი და ვაგონ რეფრიჟირატორი აივსება ტვირთი 200-ებით, მით უკეთესი!
კრემენასთან გუშინ უფრო პოზიციური ბრძოლები იყო, დესანტი გადაისროლა ურდომ და ჭირს სწრაფად წინსვლა! ასე რომ სლოული ბათ შურლი მივიწევთ წინ!
ხერსონსა და ზაპოროჟიეში არტილერიული დუელები გრძელდებოდა!
ჰაერი გაიწმინდა გუშინ: 1 მოიერიშე სუ-25, 1 ვერტმფრენი კა-52 და 2 უპილოტო “ორლან 10” დააძნეყვეს ჩვენებმა!
დიდი ბრიტანეთის გენერალური შტაბუს ყოფილმა უფროსმა, 12-14 ტანკი არ უშველის საქმეს! 50 ცალი უნდა მივცეთო! აშენდა შენი ოჯახი!
ამ თვეში გაიასნდება, რამდენი ტანკი დაიდება! სავარჯიშოდ ჩვენებს შორს წასვლა არ მოუწევთ, აქვე გერმანიაში ჩაირბენენ და უკანა გზაზე ამერიკულ ბრედლებთან ერთად გერმანულ მარდერებს ლეოპარდებსაც გამოაყოლებენ!
კაააააი გაზაფხული იქნება!
მანამდე 24 თებერვალი მოდის! ჩვენები გაეროში მშვიდობის სამიტს გეგმავენ! ზელენსკის 10 პუნქტიან ფორმულაზე წავა მსჯელობა! თურქებმა ოფიციალურად დაუჭირეს მხარი! არადა ამ პუნქტებშია რუსული ჯარის მთელი უკრაინიდან გაყვანა, სამხედრო დამნაშავეების ტრიბუნალამდე მიყვანა და ზიანის ასანაზღაურებლად რეპარაციების ჩატანა!
ანაზღაურებაზე გამახსენდა და ჯერ ლიეტუვამ დაიჭექა, მერე ესტონეთმა, გაყინულ რუსულ აქტივებს ეხლაცე გადავცემთ უკრაინელებს, არ დაველოდებით არც ომის დამთავრებას და არც ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებასო!
ევროკომისიამ გუშინა სთქო, ოქეიო! ესეც პირველი მერცხლები! მერე მიყვებიან სხვებიც და კუკუ ჯუზეპე, გაკოტრდება რუსეთი! ისედაც დღეში 180 მილიონ დოლარს კარგავს ნაფთზე დაბალი ფასის და ნამეტნავად თბილი ზამთრის გამო!
მაიცა 5 თებერვალი მოვიდეს და სრულად ამოიქოქოს სანქციები ნავთობზე და გაზზე! რუსეთის ეკონომიკა ნელი, მაგრამ მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულება ჩვენს თვალწინ!
ავტორიტეტული გამოცემა “პოლიტიკო” რომ რუსეთის დაშლის სცენარებს განიხილავს, ეგაც კარქისაა! დროზე ეფიქრათ დასავლეთში მაგაზე, კარგი იქნებოდა, მაგრამ რას ვიზამთ! რუსეთის დაშლაც გარდაუვალი გახდება მალე! უხ ჩინეთი როგორ ემზადება და როგორ დაუტკბა ნელ-ნელა დასავლეთს! როგორც ძია ალიკა იტყოდა, დინამოოო! სწორედაც რომ დინამო ჩაუტარა ჩინეთმა რუსეთს! პროშჩაი ნემიტაია როსია, სტრანა რაბოვ…… რა მაგის პასუხია და, ყაზახებმა “შეუდრეკლობის” იურტა დადგეს ბუჩაში! რუსები ოფიციალურად ისტერიკაში ჩავარდნენ! რა ქნეს ყაზახებმა? მეორე იურტა დადგეს კიევში! ჯიგრები!
უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველომაც უნდა გაიხაროს წელს! პუტლერის ბოროტების იმპერიის ნგრევას ყველა ერთად ვუწყობთ ხელს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!
“
კომენტარები