• რეკლამა
  • კონტაქტი
09:27, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

5 პოზიტიური ფაქტორი და 5 ნეგატივი – “ეს უნდა იცოდნენ ქართველმა ახალგაზრდებმა” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
23:55 02-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
398

აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:

ამერიკულ სამედიცინო ეთიკას ქართულისაგან განსხვავებით ერთი მნიშვნელოვანი იურიდიული თავისებურება აქვს. პაციენტისათვის დიაგნოზის დამალვა, რა კეთილშობილური მიზანიც არ უნდა იდგეს ამის უკან, სისხლის სამართლის დანაშაულია.
ცხადია, არსებობენ ისეთი პაციენტები, რომლებიც დიაგნოზის არცოდნის გამო უფრო მშვიდად მოკვდებიან, მაგრამ ექიმი ვალდებულია კანონს დაემორჩილოს. სასტიკია ამ შემთხვევაში კანონი? შესაძლოა; თუმცა არა ყოველთვის. შეგნებულ, პასუხისმგებლიან ადამიანთა უმრავლესობას ურჩევნია ზუსტად იცოდეს საკუთარი შანსები, რათა სწორად დაგეგმოს დარჩენილი ცხოვრება.
ჩემი მოკრძალებული აზრით, ქართველმა ახალგაზრდებმა დაუფარავად უნდა იცოდნენ სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ რას ებრძვიან და როგორია რეალობა.
დასაწყისში პოზიტიური ფაქტორები:
1. ქართული “ოცნება” სრულად და უპირობოდ იზოლირებულია საერთაშორისო დემოკრატიული სამყაროდან. არანაირი რესურსი არ გააჩნიათ არც ევროპასთან და არც ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენის. თან საქართველო აზერბაიჯანი არ არის, რომ ნავთობის და თურქების შუამდგომლობის გამო ალიევივით აარიდონ თვალი ივანიშვილს. ძალიან ბევრი და ძალიან სულელურად იხმაურა უკვე. გამორიცხულია ამის გაქვითვა.
დავუმატოთ ამას კრიმინალური შავი ფულის რეცხვა; საერთაშორისო ტრეფიკინგი; ნარკოდერეფნის გახსნა; ირანთან ფლირტი და შეგიძლიათ ჩათვალოთ რომ ივანიშვილი ლუკაშენკას კატეგორიაშია, თუ უარესში არა.
2. ზღაპრები ტრამპზე მალე დასრულდება და “ოცნება” ნელნელა გადავა მის ლანძღვაზე. ეს პროცესი უკვე დაწყებულია; ჯერ სოციალური “ფეხსალაგების” დონეზე, მაგრამ სულ მალე “ზალაში” გამოიტანენ.
3. როგორ გაუსწორდებიან ივანიშვილს, იმაზე იქნება დამოკიდებული, კიდევ რამდენს “იხმაურებს”. ვინაიდან იგი აგრძელებს სისასტიკეს, მისი რიტორიკა დაუფიქრებელი და აგრესიულია, ამიტომ, ლოგიკურად, სანქციები მწვავე და მტკივნეული იქნება.
იმედია ამ სიტუაციის გარკვეულად “განეიტრალებას” არ “მოახერხებს” ოპოზიციის ის უტვინო სპექტრი, რომელიც ტრამპის გინებაშია სოციალურ ქსელებში.
4. სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება დიდხანს ვეღარ გაგრძელდება სრულყოფილად, რადგან ამდენ … არაკომპეტენტურს ვერანაირი სისტემა ვერ აიტანს.
5. რაც არ უნდა ეცადონ, ეკონომიკას მაინც ვერაფერს მოუხერხებენ და თავზე დაემხობათ.
——
ნეგატივები უკვე ჩამოთვალა პუნქტობრივად ბატონმა ნიკა გვარამიამ.
დავუმატებდი რამდენიმე პუნქტს:
1. პრო-დასავლური სპექტრი საქართველოში წარმოადგენს უმცირესობას!!!
2. ქართველთა 75% არის პოლიტიკურად ინერტული მასა, რომელიც გაინძრევა მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ პირდაპირ და უშუალოდ შეეხება “ოცნების” მიერ დანგრეული სახელმწიფოს პრობლემები.
3. სტაგნაციის პროცესი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს.
4. ერთი წუთითაც არ იფიქროთ, რომ ინერტულ 75%-ს ან დაამუნათებთ, ან შეარცხვენთ, ან სინდისს გაუღვიძებთ ქვეყნის დაღუპვის გამო.
1921 და 1991 კარგი მაგალითებია ამაში დასარწმუნებლად.
5. ამჟამინდელი ოპოზიცია პოლიტიკურად გაკოტრებულია. ნუ იქნებით გულუბრყვილონი და მათ ჯინაზე ნუ გახდებით მაროდიორი პოლიტიკანების მსხვერპლი, რომლებიც ახალ ფანტასმაგორიულ მიზანს დაგისახავენ. საშინელ იმედგაცრუებას მიიღებთ ბოლოს.
——
და ბოლოს, როცა ყველაფერი იცით, სწორად უნდა დაალაგოთ პრიორიტეტები. წინ გრძელი და მძიმე გზაა; ბუნდოვანი ჰორიზონტით.
ერთია მხოლოდ, საკუთარი კონფორმიზმის სრული გააზრება სიბერეში ხდება და თუკი სინდისი შერჩენილი გექნებათ, ისე დაგტანჯავთ, როგორც ბლაგვი სკალპელით გაკეთებული გრძელი ოპერაცია.
ალტერნატივა საშიშია, მაგრამ სწრაფი.
არჩევანი თქვენია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved