• რეკლამა
  • კონტაქტი
08:13, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

5 მედიკამენტი, რომლითაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ

ალია ავტორი - ალია
10:49 03-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ იმ მედიკამენტებზე ისაუბრა, რომელსაც კორონავირუსის სამკურნალოდ იყენებენ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ჯერ არ არის რეკომენდებული ის მედიკამენტი, რომელსაც პირდაპირი ეფექტი აქვს კორონავირუსის მიმართ, იმ ქვეყნებში, სადაც ფართომასშტაბიანი ეპიდემიებია, 5-6 პრეპარატს იყენებენ. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ცალკეული კვლევის დონეზე, ექსპერტებში შექმნილია შეხედულება, რომ ზოგიერთი ეფექტურია, ზოგიერთი – ნაკლებად.

„ოფიციალური ინსტანციების მიერ ეს ჯერ არ არის დადასტურებული. რამდენადაც სხვა ქვეყნები იყენებენ ამ მედიკამენტებს, ჩვენც მივეცით ჩვენს თავს უფლება, რომ მათ მიერ რეკომენდებული საუკეთესო მედიკამენტი გამოვიყენოთ.

მაგალითად, შიდსის სამკურნალო მედიკამენტი – ლოპინავი-რიტონავინი, მეორე – რიბავინი, რომელიც ცე ჰეპატიტის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება. მესამე – ხლოროხინი, დეზოქსი ხლოროხინი, რომელიც წარმატებით გამოიყენება რევმატიული და აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

რეკომენდებულ მედიკამენტთა შორის მან რენდესევინი გამოყო, რომელიც სპეციალურად ებოლას სამკურნალოდ არის შექმნილი, თუმცა ამ დაავადებაზე არ იმუშავა და ახლა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტური იქნება. თენგიზ ცერცვაძემ მოსახლეობას მიმართა, რომ პროფილაქტიკის მიზნით ეს მედიკამენტები არ გამოიყენონ და ამ წამლებს ექიმები მხოლოდ კორონავირუსის დადასტურების შემთვევაში იყენებენ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved