• რეკლამა
  • კონტაქტი
04:51, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

5 აკრძალვა, რომელიც ხვალიდან შედის ძალაში – მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

ალია ავტორი - ალია
13:38 09-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების საფრთხის გამო, მთვარობის და თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ხვალიდან შემდეგი სახის შეზღუდვები დაწესდება:

1 – ღია სივრცეში კულტურული და სპორტული ღონისძიებები

შეიზღუდება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები. იგულისხმება ასეთი ღონისძიებების ჩატარება ღია ცის ქვეშ იმიტომ, რომ დახურულ სივრცეში აქამდე ეს შეზღუდვები არსებობდა. ანუ, ხვალიდან 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება. რეგულაციების შეუსრულებლობაზე გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები

თუმცა, ეს შეზღუდვა არ გავრცელდება საარჩევნო აგიტაციასა და არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებებსზე. მთავრობა მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს მაქსიმალურად დაიცვან წესები როგორც 2 მეტრიანი დისტანცა, ასევე პირბადის გამოყენება იქ, სადაც ამის მოთხოვნაა

2. თეატრები, კინოთეატრები, ბავშვთა გასართობი ცენტრები აღარ გაიხსნება 1 ნოემბრამდე

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ დაანონსდა თეატრებთან და კინოთეატრებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება, კერძოდ აღნიშნული ობიექტები უნდა გახსნილიყო ნაწილი 15 სექტემბრიდან და ნაწილი 1 ოქტომბრიდან, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მათი გახსნა გადაიდო 1 თვით. შესაბამისად, თეატრები და კინოთეატრები, ისევე როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრები, გაიხსნება პირველი ნოემბრიდან“

3. სკოლებში ნებისმიერი სახის ზეიმი გაუქმდება

კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების საფრთხის გამო, სკოლებში საზეიმო ღონისძიებები უქმდება.

4. აიკრძალა იუბილე, ქორწილი, ქელეხი

სოციალური ღონისძიებები, როგორც არის იუბილეები, ქორწილები და ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან მომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან აიკრძალება. მოგეხსენებათ, ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში ისედაც მოქმედებდა, თუმცა ხვალიდან ე.წ. სოციალური ღონისძიებების აკრძალვა გავრცელდება ღია სივრცეებზეც.

5. გაუქმდა თბილისობა

ასევე, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გაუქმდება თბილისობის დღესასწაული, ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ გააკეთა:

თბილისობის ღონისძიებები იქნება გაუქმებული, ჩვენ კულტურის სამასახურთან ექნება მუშაობა, რათა დაიგეგმოს მხოლოდ კონცერტები, რომლებიც ლაივ რეჟიმში გადაიცემა და ადამიანებს ექნებათ საშუალება ტელევიზიით იხილოს ის კონცერტები, რომლებსაც დავგეგმავთ”

თეგები: გიორგი გახარიაკახა კალაძეკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved