• რეკლამა
  • კონტაქტი
08:57, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

48 ქვეყანამ არჩევნები გადადო – შეემატება თუ არა საქართველო მათ რიცხვს?!

ალია ავტორი - ალია
18:41 05-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა – ვირუსის გამო, 48 ქვეყანამ მარტში, აპრილსა და მაისში ჩასატარებელი საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ ადგილობრივი არჩევნები გადადო, ძირითადად, გაურკვეველი ვადით.

ამ ინფორმაციას  „2020NEWS”-ს “ლელო-საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი მამუკა კაციტაძე idea.Int -ზე დაყრდნობით აწვდის.

“კორონავირუსის  პანდემიის გამო, 48 ქვეყანამ მარტის ბოლოს, აპრილში და მაისში ჩასატარებელი საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ ადგილობრივი არჩევნები, ძირითადად, გაურკვეველი ვადით გადადო. საუბარია  ევროპის, სამხრეთ ამერიკის, აზიის, აფრიკისა და სხვა ქვეყნებზე.

ეს ქვეყნებია  – ავსტრალია, ავსტრია, პაპუა გვინია, არგენტინა, სომხეთი, ბოლივია, ბრაზილია, კამერუნი, კანადა, ჩილე, კოლუმბია, ჩეხეთი, ეთიოპია, ისლანდია, საფრანგეთი, გამბია,  გერმანია, გიბლარტარი, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, იტალია, კენია, ყირგიზეთი, ლატვია, ლიბია, მალდივა, მექსიკა, ნიგერია, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ კვიპროსი, პაკისტანი, პარაგვაი, პერუ, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია – აქ რეფერენდუმი იყო დანიშნული. სერბეთი, ისლანდია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შრილანკა, შვეიცარია, სირია, ტუნისი, ბრიტანეთი, ურუგვარი დაზიმბაბვე.

უახლესი ინფორმაცია ის, რომ  დღეს 10 მაისს ჩასატარებელი საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთმა გადადო. არიან  ისეთი ქვეყნები, რომლებსაც არჩევნები აპრილის მეორე ნახევარში უნდა ჩაეტარებინათ და მათ არჩევნები სექტემბრამდე გადადეს. 

ხაზს ვუსვამ, ჯერჯერობით, საუბარი არ არის  შემოდგომაზე  ჩასატარებელი არჩევნების გადადების ფაქტებზე“, – განაცხადა კაციტაძემ.

კითხვაზე, შეემატება თუ არა საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებმაც  არჩევნები, კორონავირუსის პანდემიის გამო, გადადეს, კაციტაძე გვპასუხობს, რომ ამის პროგნოზირება ძნელია,, რადგან “ქართული ოცნება“ ახლა მხოლოდ ერთი რამით არის დაინტერესებული – შეეზღუდოს ოპოზიციის  წინასაარჩევნო კამპანია.

“მართალია დღეს შეზღუდვების ნაწილის მოხსნა დაანონსეს, მაგრამ ერთის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ 31 ოქტომბერის არჩევნების გადადება დღის წესრიგში არ დგას, ხოლო მეორე მხრივ, ამბობენ, რომ 22 მაისს საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა,  კიდევ ერთი თვით გაგრძელდეს. პლიუს ამას ამატებენ, რომ კორონავირუსის მხრივ, მონაცემები უმჯობესდება.

მაშინ სად ვართ?! თუ არ გინდა არჩევნების გადადება, მაშინ საგანგებო მდგომარეობას რატომ აგრძელებ,  თან შეზღუდვებს ამარტივებ?

ამას აქვს საკუთარი სახელი – საგანგებო მდგომარეობის გამოყენება საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის“, – განაცხადა კაციტაძემ.

ინფორმაციისთვის, ხელისუფლების წარმომადგენლები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების ერთი თვით ან რამდენიმე კვირით გადადებას  არ გამორიცხავენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved