დიდ ბრიტანეთში 46 წლის პოლონელი მიგრანტი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი კოფეინის სასიკვდილო დოზა გახდა. მამაკაცის ცხედართან, რომელიც მეზობელმა აღმოაჩინა, პოლიციამ ცარიელი ბოთლები და ქილები იპოვნა.როგორც ექსპერტ-კრინინალისტებმა გაარკვიეს, მამაკაცს სისხლში კოფეინის სასიკვდილო დოზაზე მეტი – ერთ მილილიტრზე 282 მიკროგრამი კოფეინი იყო. ცნობისათვის, ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოდ 80 მიკროგრამი და მეტი კოფეინი ითვლება.
ჯერჯერობით უცნობია, მამაკაცმა ამდენი კოფეინი თვითმკვლელობის მიზნით მიიღო, თუ გაუფრთხილებლობით.
ნიუპოსტი
კომენტარები