ორი წლის წინ, გიორგი გაბუნიას სხვადასხვა ორგანიზაციის, მათ შორის “ქართული მარშის” იმდროინდელი წევრები, ღვთისმშობლისა და იესო ქრისტეს შეურაცხყოფისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ და საპროტესტო აქციის დროს, მის მანქანას გზა გადაუჭრეს – მაშინ, რამდენიმე პირი დააკავეს…
ორი წლის შემდეგ, სასამართლო პროცესი ისევ გრძელდება და დღეს ჟურნალისტი გიორგი გაბუნია, შემთხვევიდან 2 წლის შემდეგ, მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს, ხულიგნობიდან – ჟურნალისტისთვის საქმიანობის ხელის შეშლით…
“ალია” კომენტარისთვის დაუკავშირდა, “ქართული მარშის” ყოფილ წევრს, “პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ცენტრის” დამფუძნებელს, ლადო სადღობელაშვილს, რომელიც ერთ-ერთია, რომელიც 2 წლის წინ დააკავეს და რომლის სასამართლო პროცესიც ხულიგნობის მუხლით დღემდე გრძელდება…
ლადო სადღობელაშვილი:
დღეს ყველამ მოისმინა რა განცხადებაც გააკეთა, “მისტერ” გაბუნიამ და რა სიტყვები გამოიყენა განცხადებაში, მაგალითად, გვიწოდა – კარგად ორგანიზებული აგრესიული მასა, ასევე თქვა რომ გზა გადავუღობეთ… ადამიანი რომ არ გვიცნობდეს, იფიქრებდა, რომ მოძალადეები და კრიმინალები ვართ.
გაბუნიამ მოითხოვა სასამართლოსგან და პროკურატურისგან, მუხლის გადაკვალიფიცირება, თითქოს, მე და ჩემი მეგობრები ვცდილობდით, მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლას – მსგავსი არაფერი ყოფილა, იმ მომენტში, გაბუნია არ ასრულებდა ჟურნალისტურ საქმიანობას, იგი მიემგზავრებოდა მანქანით ადვოკატთან ერთად, არც კამერა ეჭირა ხელში და არც მიკროფონი…
შეკრება მოხდა სრულიად სპონტანურად, იგეგმებოდა აქცია-პერფომანსი რუსთავი 2-თან ერთადერთი მოთხოვნით, ბოდიში მოეხადა გაბუნიას და იმ დროინდელ რუსთავი2-ს, რადგან მან ჩვენი სარწმუნოიება შეურაცხყო. ჯერ იყო და ღვთისმშობელს მიაყენა შეურაცხყოფა და მერე იესო ქრისტეზე ისაუბრა აგდებულად.
ერთი კითხვა მაქვს, ასე რომ ესაუბრა მუსულმანებზე, ან ბუდისტებზე, ან ევანგელისტებზე, ან იეღოველებზე – რა რეაქცია მოყვებოდა ე.წ. არასამთავრობოების მხრიდან? თუმცა, იესეო ქროისტეზე და ღვთისმშობელზე მისი უდიერი საუბრის გამო, ჩვენ გარდა, კითხვა არავის გასჩენია…
იქ ვიყავით შეკრებილი ახალგაზრდები, ის აქცია „ქართული მარშისაც“ არ ყოფილა, იქ „ქართული მარშის“ იმდროინდელი წევრები დაგვიჭირეს და დაერქვა „მარშის“ აქცია, თორემ, სხვადასხვა პრგანიზაციის წევრები ვიყავით შეკრებილნი, დაანონსდა ფეისქბუზე და შევიკრიბეთ, რათა მოგვეთხოვა ბოდიშის მოხდა, სხვა მიზანი არ გვქონია.
მოწმეებიც კი, იმას იძახიან, რომ ჩვენი მხრიდან მუქარაც არ განხორციელებულა – რამოდენიმესგან იყო ლანძღვის და შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, მაგრამ არც ერთი მუქარა და ძირითადი მოთხოვნა იყო გადმოდი, ბოდიში მოიხადე და წადი.
დღეს გაბუნია ამბობს მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდესო და ამას აქვს ძალიან საინტერესო მიზეზები:
- რეალურად, მომჩივან მხარეს არა აქვს იმის საფუძველი და მტკიცებულება, რომ ჩვენი „დანაშაული“ დაამტკიცოს, ამიტომ ცდილობს ამ სიტუაციიდან გამოსვლას და ჟურნალისტისთვის ხელის შეშლის სტილში გადაიტანოს საუბარი.
- გაბუნიებს და გვარამიებს გადაწყვეტილი აქვთ წინასაარჩევნოდ რაღაცა ისეთის გაკეთება, რაც გამოიწვევს ხალხის მღელვარებას და ახლა, წინასწარ უნდათ ჩვენი დასჯა იმისთვის, რაც არ გაგვიკეთებია – დაგვაბრალონ ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლა, ჟურნალისტებზე ძალადობა და ეს იყოს მაგალითი, რომ მერე, აღარავინ გაბედოს მათი ქმედების ან ნათქვამის გაპროტესტება და აქციის გამართვა მათ წინააღმდეგ.
პრეცედენტის დაშვება უნდათ, დაფიქსირდეს საქართველოში, რომ ჟურნალისტის სიტყვის და ქცევის გაპროტესტება აღარ შეიძლებოდეს, ხელუხლებელი და ხელშეუხებელი იყოს, ჟურნალისტის წოდება იყოს „ნარუშილოვკა“ – ეს უნდა.
„ალიას“ საშუალებით მინდა მივმართო ხელისუფლებას – გაბუნიასგან და გვარამიასგან რა მარაზმსაც ვისმენთ, ამის მაგიერ, სჯობს პრემიერმა და კობახიძემ თავისი დანაპირები შეასრულონ – არაერთხელ, მათ შორის პარლამენტშიც დაპირდნენ „ნაციონალურ“ მოძრაობას დაგასრულებთო.
რატომ ვერ ასრულებენ? არ შეუძლიათ? აგერ ვართ ახალგაზრდები და უამრავი ადამიანი ვართ, ვინც ამაში დავეხმარებით, ეტყობა სურვილი არა აქვთ, კოჰაბიტირებულები არიან და კოჭებს უგორებენ ერთმანეთს.
ჩვენი დაჭერაც გვარამიასთვის კოჭის გაგორება იყო – გვარამია გამოვიდა და თქვა, აი, ესენი, ამ მუხლით დაიჭირეთო და მართლაც, მეორე დღეს პროკურატურამ იმ მუხლით დაგვიჭირა ზუსტად, რომელ მუხლებზეც გვარამიამ მიანიშნა.
დღეს გამოდის გაბუნია და იძახის გადააკვალიფიცირეთ 2 წლის მერე საქმეო – ჟურნალისტებზე მოძალადეები უნდათ გამოგვიყვანონ – ახლა მათი ეს ნათქვამიც თუ გაითვალისწინა ხელისუფლებამ, ეს იქნება სირცხვილი, აქ უკვე ეჭვიც კი არ დარჩება რომ ერთად არიან, ერთი ქვაბია, სადაც ყველანი ერთად იხარშებიან.
კომენტარები