• რეკლამა
  • კონტაქტი
23:48, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“4 ტყვია მქონდა მოხვედრილი, 1 ვერ ამოიღეს… რა მასშტაბის ბოროტებასთან გვაქვს საქმე წულუკიანის სახით, რომელმაც თურმე ეს ყველაფერი იცის და ჩემს დასამცირებლად ამ ყველაფრიდან “ბარდაჩოკის” ეპიზოდი ამოიღო” – სარიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:16 08-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,020
პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება და წერს:
დილის 10 საათი ხდებოდა სახლიდან რომ გამოვედით. ლიფტი დაბალი ძაბვის გამო არ მუშაობდა და ფეხით დავეშვით მე-15 სართულიდან გია ჭანტურია, მერაბ ბარამია და მე. მძღოლი მანქანით ეზოში გველოდებოდა. წინ მერაბი დაჯდა, უკან მე და გია – როგორც ყოველთვის, მე მძღოლის უკან, გია მერაბის უკან. მამამთილთან სიგარეტს არ ვეწეოდი, გიას გახსნილი კოლოფი ჰქონდა, მივუტრიალდი სიგარეტის სათხოვნელად, მანქანა ოდნავ დაიძრა, მეორე სადარბაზომდე მივედით და დაიწყო. თავიდან მეგონა რომ კენჭები ხვდება მანქანას ყველა მხრიდან. მერე ყვირილი გავიგონე “ბავშვებო შედით სახლში” – იქვე სათამაშო მოედანი იყო და ბავშვები თამაშობდნენ. ყველა მხრიდან გვესროდნენ. გიამ კარი გააღო, მე ძირს დამაწვინა, ხელით ვებღაუჭებოდი, არ მინდოდა გაშვება, მეშინოდა. ხელი გამაშვებინა, ჩაწექი და გადაგიყვან მერე შენცო, გადავიდა და კარი დაკეტა. როგირც მერე აღმოჩნდა მე რომ საათები მეგონა 8 წუთი გრძელდებოდა თურმე სროლა და ეს თურმე ძალიან ბევრია. ამ 8 წუთის განმავლობაში რამდენჯერმე ავწიე თავი რომ ფანჯრიდან გია დამენახა. მერაბი მიყვიროდა – არ გაინძრე ირინა “რაჟოკს” ცვლიან. სადარბაზოსთან გია ვერ დავინახე, მოვასწარი ძირს დახედვა და დავინახე გია წევს მიწაზე და თვალები გახელილი აქვს. გავიფიქრე ეგებ ასეა საჭიროთქო და მერაბს დავუყვირე არ გავინძრეთ ვითომ მკვდრები ვართ მეთქი, ტანზე ტყვიები რომ მხვდებოდა ვგრძნობდი, თავზე ხელთან ერთად ჩანთა დავიფარე და წინა ორ სკამს შორის შევყავი თავი – გიასგან ვიცოდი რომ საჭეს და “ბარდაჩოკს” შორის არის მოტორი, რომელიც ტყვია არ ატარებს და მაგიტომ. ამასობაში ახალი ჯერი დაგვიშინეს, მერაბი მოტრიალდა და ზემოდან დამახტა. ზურგი დაცხრილული ჰქონდა და მეორე დღეს ამ ჭრილობების გამო გარდაიცვალა.
სროლა შეწყდა, მეზობლები გამოცვივდნენ, მანქანიდან გადმოგვათრიეს, მეც და მერაბიც გიასკენ ვიწევდით სანამ ფეხზე დგომა შეგვეძლო, მერე ორივე სადარბაზოში შეგვიყვანეს, რაღაც მანქანაში ჩაგვსვეს. დავინახე მეორე მანქანაში როგორ დააწვინეს გია და ასე ორი მანქანით მიგვიყვანეს რესპუბლიკურში. სამივე საკაცით გადაგვიყვანეს საოპერაციოში. მახსოვს ძალიან მციოდა და ჩქარა დაგვაძინეთმეთქი ექიმებს ვუყვიროდი. გია ისევ არ ინძრეოდა, მერაბი ჩემსავით რაღაცეებს იძახდა, მარტო ხმა მესმოდა. ამის მერე არაფერი აღარ მახსოვს. ნარკოზიდან გამოსული თურმე ვყვიროდი თუ გია არ გადარჩა მეც არ გადამარჩინოთთქო და ამიტომ 2 დღე არ მეუბნებოდნენ გიას ამბავს. 4 ტყვია მქონდა მოხვედრილი, ორი გულთან იყო, ერთი ვერ ამოიღეს გულთან სიახლოვის გამო და დღესაც ჩემთანაა. ყველაზე მძიმე ჭრილობა იყო მარცხენა ფერდში უკნიდან, ხელის ტყვიამფრქვევით გამავალი ნასროლი, რომელმაც გაიარა მუცელი, შეეხო არტერიას და სწორ ნაწლავს, რამაც ნაწლავების კანტუზია გამოიწვია და რამდენიმე ხნის შემდეგ ხელმეორედ საოპერაციო გავხდი.
იმას აღარ მოვყვები, რა მოხდა როცა ჯერ მერაბის, მერე კი გიას ამბავი მითხრეს. ბევრ რამეს ეხლა აღარ მოვყვები, რაც დავწერე, ესეც ძალიან მძიმე მოსაყოლია და რატომ გადავაბიჯე ჩემ თავს იცით? მინდა ყველამ კარგად გაიაზროთ, რა მასშტაბის ბოროტებასთან გვაქვს საქმე წულუკიანის სახით, რომელმაც თურმე ეს ყველაფერი იცის, სტრასბურგში გაცნობია, და ჩემს გასალანძღად და დასამცირებლად ამ ყველაფრიდან “ბარდაჩოკის” ეპიზოდი ამოიღო, როგორც ყველაზე სახალისო, კიდევ უფრო გაამხიარულა იმის მოგონებით რომ ბარდაჩოკში თავი მქონდა შეყოფილი, და აი ამით აღლიცინა მისი მომხრე “ქალები” და “კაცები”. სავარაუდოდ ჩემს ქვედა ჭრილობაზეც მან მიაწოდა ინფორმაცია საკუთარ ტროლებს რომ ამაზეც ემხიარულათ.
აი ამიტომ დავწერე რაც დავწერე რომ კარგად დაფიქრდეს ყველა რა მასშტაბის ბოროტებას ვებრძვით.
აღარაფერს ვამბობ იმის გააზრებაზე რომ გიამ მანქანიდან გადასვლით და მერაბმა გადაფარებით საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩემი სიცოცხლე იხსნეს. დღემდე ძალიან მიმძიმს ამაზე ფიქრი და სიცოცხლეც არ მინდოდა სანამ ჩემ ცხოვრებაში ჯერ ლუკა, მერე ირაკლი და მერე საბა არ შემობრძანდნენ.
თეა წულუკიანი Thea Tsulukiani გერგეტში საკუთარი ნებით ჯვარდაწერილო – იურისტი ხარ და ალბათ ხვდები რომ ჩივილის საფუძველი მე უფრო მაქვს ციხეში გიასთან ხელისმოწერას გარედან დავალებით (ალბათ დიფსტეიტის) მოქმედებაზე რომ მიმანიშნებ, “ბარდაჩოკის” ეპიზოდზე აღარაფერს ვამბობ. არც იმაზე, გადარჩენა რომ წამომაყვედრე, ჩემ ქმარს რომ ესროლონ გადავეფარებიო. ჩემთან პირიქით მოხდა – კაცებმა გადამარჩინეს. შენ კი ჩემზე ჩივილის არანაირი საფუძველი არ გაქვს, რადგან ჩემს იმ სახუმარო პოსტში არც რაიმეს მტკიცება იყო და არც შეურაცხყოფა, თუ თავად არ მიგაჩნია ჯვრის და ქმრის ერთგულს მეორედ გათხოვება შეურაცხყოფად. მაგრად მკიდია რამდენჯერ გათხოვდები და ეს პოსტი მაგაზე არ იყო. მაგრამ როცა ბოროტება გონებას წაგართმევს, იუმორზე და თვითირონიაზე აღარაფერს ვამბობ, იმას დაწერ რაც დაწერე და შენნაირებსვე ახალისებ. მე კი ჩივილით, ციხით და ტყვიით ვერ შემაშინებ – ეს ყველაფერი ნანახი და გადალახული მაქვს.
ჩივილი აქეთ მე შემიძლია როგორც გითხარი, მაგრამ შენივე სასამართლოში არ გიჩივლებ, ჯერ ერთი უამრავი საქმე მაქვს შინ და გარეთაც, მეორეც ცოტა დრო დაგრჩა საგრიალოდ და შენთვის მიჩუქნია დარჩენილი წუთები 4 ოქტომბრამდე.
P.S. უღრმესი მადლობა ყველას ვინც გვერდით დამიდგა. განსაკუთრებით იმ მეგობრებს, რომლებმაც დამარწმუნეს რომ არაფრის უპასუხოდ დატოვება არ შეიძლება და ამის მერე ასეც მოვიქცევი.

,, ყველა ის პირი, ვინც მეორე დღეა, სიბინძურეს ავრცელებთ, მეორე ქმარი შეირთოო, სასამართლოში შევხვდებით” – თეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved