• რეკლამა
  • კონტაქტი
02:13, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

4 ტყუილი, რომელსაც ავრცელებენ რეგულარულად – ზურაბ ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
22:40 07-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,340

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე:

რადგან ხანდახან ქართულენოვან რუსულ არხებსაც ვუყურებ აქ, რამდენიმე ტყუილზე დავწერ, რომლებსაც ავრცელებენ რეგულარულად:
1. ტყუილია, რომ დასავლეთი/ევროპა საქართველოსგან რაღაცებს ითხოვს (ამას აქეთ მხარესაც იმოერებენ ხოლმე)
– არავინ არაფერს არ ითხოვს ჩვენგან, კისერიც გვიტეხია, მეტი საქმე არ აქვთ, თავზე აყრია ყველას პრობლემები;
– ჩვენ ვთხოვთ მათ, რომ მიგვიღონ თავიანთ კლუბში (ევროკავშირში & ნატოში), რადგან ჩვენც გვინდა კარგი ცხოვრება ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის;
– და რადგან ჩვენ ვთხოვთ რომ მიგვიღონ, ისინი გვეუბნებიან, რისი გაკეთებაა ამისთვის საჭირო, როგორ უნდა ვიქცეოდეთ (ცხვირში თითს არ ვიყოფდეთ) თუ ეს მართლა გვინდა. კოპენჰაგენის კრიტერიუმები ჰქვია იმას, რისი დაკმაყოფილებაც საჭიროა ჩვენი მხრიდან თუ გვინდა, რომ მიგვიღონ;
– კლუბში შესვლა თუ გინდა და კლუბის წესებში წერია, რომ დაბანილი უნდა იყო, გაპარსული, ჰალსტუხი გეკეთოს, ეს არ ნიშნავს, რომ კლუბი ითხოვს შენგან რაღაცებს, ეს ნიშნავს, რომ შიგნით მოხვედრა თუ გინდა, წესები უნდა დაიცვა.
2. ტყუილია, რომ შიდა საქმეებში ერევა დასავლეთი/ევროპა
– რადგან ჩვენ გვინდა იმათ კლუბში ყოფნა, რადგან გვინდა კარგი ცხოვრება, უსაფრთხოება, განვითარება, ნაკლები პრობლემები და ა.შ, ისინი ამოწმებენ, რამდენად ვაკმაყოფილებთ წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებს კლუბის წევრობისთვის.
– ანუ, როდესაც ევროპარლამენტი ამბობს, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს კანონის უზენაესობა, რომ მართლმსაჯულების სისტემა პოლიციზირებულია, რომ ქვეყანაში არსებობენ პოლიტპატიმრები და ა.შ, ეს შიდა საუბრებში ჩარევა კი არა, ეს ქვეყნის შედარებაა იმ კრიტერიუმებთან მიმართებაში, რომლებსაც უნდა ვაკმაყოფილებდეთ თუ მათი კლუბის წევრობა გვინდა;
– კი, რამდენად ვაკმაყოფილებთ შესაბამის კრიტერიუმებს ამას აფასებენ დემოკრატიის ტრადიციის მქონე კლუბის წევრი ქვეყნები და კლუბის შესაბამისი ინსტიტუციები. აბა, ვინ უნდა შეამოწმოს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხი? ბიძინამ? გრეჩიხამ? ხაინდრავამ? ფარცხალაძემ? მოროშკინამ? პაპუაშვილმა?
3. ტყუილია, რომ ვიღაც დიპსტეიტის მიერ მართული ბიუროკრატები ურევენ, თორემ ნამდვილი ევროპა ქოცრუსების მხარესაა
– მთავარი პოლიტიკური ორგანო ევროკავშირში არის ევროპული საბჭო, რომელიც შედგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი პოლიტიკური პირებისგან. მათ ზემოთ აღარაფერია. ეგ სტრუქტურა განიხილავს ახლა უვიზო რეჟიმისა და სანქციების საკითხებს. ესენი არიან საკუთარ ქვეყნებში დემოკრატიულად არჩეული პირველი პირები, რომლებიც გამოხატავენ თავიანთი მოსახლეობის ნებას. ბიუროკრატები არიან ბაჩო და გური.
4. ტყუილია, რომ ევროკავშირს უნდა ტრადიციები წაგვართვას
– თუ სადმეა სამყაროში დაცული ტრადიციები და მრავალფეროვნება, ევროკავშირშია;
– ევროკავშირში არაერთი მართლმადიდებელი ქვეყანაა და არიან, არაფერი უჭირთ ტრადიციების დაკარგვის მხრივ;
– რუსეთის ტრადიციული მოკავშირე, მართლმადიდებლური სერბეთიც კი ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას;
– ახალგაზრდების წამება, წაქცეულის ცემა, გოგოების ცემა, ფეხმძიმე ქალთან სახლში შევარდნა, დაკავებულების ოჯახის წევრების კიბეებზე დაგორება, ნიღბებით სახლებთან ჩასაფრებები, მოხუც მშობლებთან რეკვა და დაშინება, ბელადის ტრაკის ლოკვა, მეგობრის მიტოვება და მტრის წინაშე ხოხვა – არაა ქართული ტრადიციები;
– კლუბის წევრობა (და კარგი ცხოვრება) თუ გვინდა ამ ქვეყანაში ყველას, ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ზუსტად იგივე უფლებები, რაც აქვს მამრობითი სქესის მართლმადიდებელ ჰეტეროსექსუალ ეთნიკურად ქართველს. არც მეტი, არც ნაკლები. მარტივია.
კი არ მჯერა, რომ რამეს გაიგებენ, მაგრამ საქმეც რომ არაფერი მაქვს სხვა…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved