• რეკლამა
  • კონტაქტი
12:23, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“4 შვილის მარტოხელა დედა მომატყუეთ, დამიბრუნეთ ფული” – ემიგრანტის წერილი ქობალიას

ალია ავტორი - ალია
15:32 07-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

ემიგრანტი, ნონა ქევხიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“მოგესალმებით ბატონო ვ ა ხ ტ ა ნ გ (ლოთი)ქ ო ბ ა ლ ი ა !

წინა ორ წერილში გწერდით, რომ ამ სამი თვის მანძილზე, ყოველთვიურად, ნელ-ნელა დაგეფარათ ჩემი ვალი, რაც თქვენს მიერ უყურადღებოდ იქნა დატოვებული, არადა ვალის დაფარვის ვადა უკვე ბოლომდე ამოიწურა უშედეგოდ!

საქართველოდან გადახვეწილი ოთხი შვილის მარტოხელა დედა მოატყუეთ და თქვენს ბინძურ ინტრიგასა და თაღლითობაში გინდოდათ გაგეხვიეთ, ვითომ ეროვნული მოძრაობისათვის მესესხეთ ჩემთვის საკმაოდ დიდი თანხა, არ დამიბრუნეთ და ფაქტობრივად უბინაოდ დატოვეთ ჩემი ოჯახი. ასეთივე მაქინაციებით ჩემს გარდა კიდევ რამდენიმე ქალბატონი გაახვიეთ თქვენს თაღლითურ სქემებში.

ფული ხომ დამტყუეთ, (როგორც მოგვიანებით აღმოვაჩინე, იგივე თაღლითური სქემით მოატყუეთ სხვა ემიგრანტ ქალბატონებიც), ესეც არ იკმარეთ, ჯალათურად და ცინიკურად მასხრად მიგდებდით სხვადასხვა საინტერნეტო ტროლებითა და ბოტებით თანამზრახველებთან ერთად, ცილს მწამებდით, ცინიკურად ნასესხებ თანხას ხელფასს ეძახდით, ჩემი გამწარებდით ზეიმობდით. მხოლოდ უფალმა იცის, მე რა გადავიტანე სამშობლოდან გადახვეწილმა მარტოობაში. მწარე ცრემლები ნიაღვრად მექცა და გული ამეტყველდა „ ” შხამს დავლევდი და შენ როგორ გამოგართმევდი ფულსო ” , ასევე ” და რომ არ დაგიბრუნო, რას მიზამ ? “ – ყელყელაობდით ჩემთან მემუქრებოდი .

როცა, ისევ, თქვენი გარემოცვიდან გამოსული ინფორმაციებით მივხდი, რომ ჩემი წამებითა და ვაებით ნაშრომს მძარცვავდი, ბოლო სამი თვე ცრემლის ნიაღვარად მაქციე და თქვენ კი ჩემს მწარე ცრემლებზე ზეიმობდით.

მოვითხოვ, სასწრაფოდ დამიბრუნოთ თანხა, „როცა მექნება” – ეს ტექსტი არ მიიღება, მე ამ პირობით არ მისესხებია, ან როგორ წარმოგიდგენიათ, უბინაო, მარტოხელა დედისთვის, რომელიც ამ თანხას კაპიკ-კაპიკ აგროვებდა ბინის შეძენისთვის, ასე უვადოდ მესესხებინა. ჩემ შვილებს კი თავზე აწვიმთ. მე იძულებული ვარ მივმართო შესაბამის ორგანოებს. ასევე გავასაჯაროვო ჩემი და ბევრი მოტყუებული ემიგრანტის გასაჭირი, რომ თქვენი რეალური სახე დავანახო საზოგადოებას, რომ დავიცვა ემიგრანტები, მათი შვილები, ოჯახები თქვენნაირი თაღლითებისგან და მივაღწიო ჩემი თანხის დაბრუნებასაც.

მივმართავ შორიდან, მარტოობიდან ჩემ საყვარელ ქართველობას, არ დამტოვოთ მარტო ამ თაღლითების დაჯგუფების პირისპირ ვ ა ხ ტ ა ნ გ (ლოთი) ქ ო ბ ა ლ ი ა ს თამადობით, თანადგომის სიტყვებით გამამხნევეთ და გამიმაგრეთ ზურგი სამართლიან ბრძოლაში.

მეტი აღარ გაგივათ ბატონო ლ ო თ ი, დეპოში ხართ! ცბიერო ჯალათო, მასხრად აგდება, დაცინვა და ჩემი სახელის დაკნინება არ შეგრჩებათ!ან თავად სასწრაფოდ გადაიხდით სრულად ვალს, ან ნახავთ რა შეუძლია დედას თავისი შვილებისა და ოჯახის ავაზაკურად გაძარცვის დროს! ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ ჩემი ოჯახის დასაცავად! როგორც გპირდებოდი, 1 ივლისსავე ჩემს მიმართ თქვენს ვალებთან დაკავშირებულ დოკუმენტებსა და განცხადებას გადავუგზავნი შესაბამის ორგანოებს საქმის აღძვრისათვის! ასევე, გასაჯაროების მიზნით საქმის კურსში შევიყვან შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიის საშუალებებს! ვთვლი, რომ ეს საჭირო ქმედებებია ჩემი თანხის სამართლებრივი და დაუყოვნებელი დაბრუნებისათვის!ეცადეთ, არ გაამწვავოთ მდგომარეობა და საქმეს აქამდე ნუ მიიყვანთ!

ვითხოვ ელემენტარულს, სასწრაფოდ, დროულად და სრულად დამიბრუნე ჩემი თანხა!თქვენ უკვე სულიერად შიშველი და გაკოტრებული ხართ საზოგადოების, ერისა და ქვეყნის წინაშე!არავითარი სხვა პირობები ვადების გადავადებაზე, თქვენ პასუხს აგებთ როგორც ჩემს, ასევე, თქვენი ყოფილი თანამებრძოლებისა და ხალხის წინაშე! თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ და ვალი დროზე გადაიხადე!

P. S. მოვუწოდებ ყველა თქვენს (თქვენნაირების) მიერ ჩაგრულ ყველა ჩვენს ემიგრანტ, თუ არაემიგრანტ მეგობრებს დავდგეთ ერთად, ვამხილოთ თავგასული ქვაბავაზაკები, ვითომ კაცნი – არაკაცნი, რათა ამით გადავარჩინოთ ჩვენი შვილები და ოჯახები. ძვირფასო თანამემამულენო ველი თქვენს გამოხმაურებებსა და მხარდაჭერას!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved