• რეკლამა
  • კონტაქტი
00:05, ხუთშაბათი, 21 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“4 ოქტომბრის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ყოფილა გადახერხილი ღობის საკითხი!”

ალია ავტორი - ალია
20:37 10-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,989

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

გაოგნებული ვუყურებ ხოლმე რიგ ქართველ ოპოზიციონერთა სატელევიზიო გამოსვლებს. ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს, რომ მთავარი და არამთავარი აურიონ ერთმანეთში და შედეგად პასუხისმგებლობას სრულად გაექცნენ.
4 ოქტომბრის შესახებ მსჯელობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ყოფილა გადახერხილი ღობის საკითხი! თურმე, ავტორიტარულმა რეჟიმმა სპეციალურად შეარჩია ტაქტიკა, რომელიც უმტკივნეულო მოგერიების ნაცვლად რაც შეიძლება მეტი ადამიანის დაპატიმრება-გაუბედურებას ემსახურებოდა! თურმე, ავტორიტარულმა რეჟიმმა თავისი მსახურები ორმაგ აგენტებად გამოიყენა, რათა ოპოზიციისთვის მახე დაეგო.
ხელისუფლებისგან ამგვარი ქმედება მოულოდნელი იყო?! სხვა რამეს ელოდით?! არც აგენტებს შეამოაგზავნიდა, ოპოზიციისთვის სასარგებლო ტაქტიკას აირჩევდა და ხალხასაც დაინდობდა … ასე იცნობთ მათ! იქნებ კარის გაღებას, ნუგბარის განაწილებასა და ხელისუფლების უმტკივნეულოდ გადმობარებასაც ელოდით?!
მთავარი საკითხი სხვა რამაა! როდესაც “ხავედრდოვან რევოლუციას” გეგმავ, ამბობ, რომ ოთხში ვიწყებ და ოთხში ვამთავრებო, უამრავი დეტალი უნდა გქონდეს გათვალისწინებული, ორმაგი აგენტებისა და პოლიციის კეთილშობილებაზე არ უნდა იყო დამოკიდებული, მასობრივი მობილიზაციას თუ ვერ ახერხებ, დისციპლინირებული, კარგად მომზადებული, ერთმანეთთან კარგად შეკავშირებული ავანგარდი მაინც უნდა გყავდეს.
მთავარი საკითხი ღობე კი არა, “რევოლუციონერთა” ზედაპირულობა, უპასუხისმგებლობა, ავანტიურიზმი უნდა იყოს, რომელიც აძლიერებს, კიდევ უფრო მეტი აღვირახსნილების უფლებას აძლევს ცინიკურ, სასტიკ, ერთი კაცის მოლანდებებზე დაფუძნებულ ძალადობრივ მმართველობას.
ხელისუფლება რომ ყველაფერზე წამსვლელი და ყველაფრის მკადრებელია (გაუპატიურების მუქარა, წამება) ვიცით…. საქმე ის არის, გავარკვიოთ რა მეთოდებით, რამდენად გონივრული და შედეგიანი ინსტრუმენტებით ვუპირისპირდებით ამ ხილულ, ცხად ბოროტებას! თუ ჩვენი ბრიყვული ჩანაფიქრი რეჟიმს აძლიერებს და ორმოცზე მეტ ადამიანს აუბედურებს, ხუთი და მეტი წლით უშვებს ციხეში, ამაზე ვინ აგებს პასუხს? მხოლოდ ღობე და მხოლოდ ხელისუფლება, რომლის სიავეში თითქმის ყველა დარწმუნდა…
ეჭვი არ მეპარება, რომ “ქართული ოცნება” ადრე თუ გვიან მაინც გაამკაცრებდა კანონმდებლობას. მათ ტვინში სისხლი ექცევათ, როდესაც გადაკეტილ რუსთაველს უყურებენ, პოზიტიური ალტერნატივის წარმოქმნის შესაძლებლობას ამჩნევენ… უკვე ვხედავთ, რომ ქოცების მიზანია სრულად აკრძალონ პროტესტი, აკრძალონ მათთვის მიუღებელი ოპოზიცია და ოპონენტებიც კი თავად დანიშნონ, დააკანონონ ძალმომრეობა, ავტოკრატია… უბრალოდ, ერთი რამ ცხადია, 4 ოქტომბრის ავანტიურამ პროცესები დააჩქარა და ოდნავ უკეთეს პირობებში წინააღმდეგობის რამდენიმე თვე წაართვა საპროტესტო მოძრაობას.
შეიგნეთ!
“ქართული ოცნების” ბარბაროსობა ყველას ყელში ამოუვიდა, უმრავლესობა მათ წინააღმდეგაა, თავად ამ პარტიის პასიური მხარდამჭერებიც მზად არიან პირველსავე მეტ-ნაკლებად გამართულ ალტერნატივას მიემხრონ! უბრალოდ, ანტიქოცურ უმრავლესობას ორგანიზება სჭირდება, რაც პასუხისმგებლობის, სერიოზულობის, გონიერებისა და თავმდაბალი, თვითკრიტიკული ძალების გარეშე შეუძლებელია.
ორგანიზებულ უმრავლესობას რევოლუცია არ სჭირდება რეჟიმის ჩამოსაშლელად … უთანასწორო არჩევნებშიც ახერხებს მის გადამსხვრევას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

15:04 05-20-2026
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ახალი ამბები

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

13:57 05-20-2026
“გვირილას” ახალი ინიციატივა სოციალური ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

“გვირილას” ახალი ინიციატივა სოციალური ბარათის მფლობელებისთვის

13:52 05-20-2026
არქი შუა აზიის უდიდეს დეველოპერ BI Group-თან  სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს
ახალი ამბები

არქი შუა აზიის უდიდეს დეველოპერ BI Group-თან  სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს

08:00 05-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved