4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 8 პირი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა სრულად დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ ყველა მათგანს – ალექსანდრე ჩილაჩავას, ზურაბ ჭავჭანიძეს, გენადი კუპრეიშვილს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს , რამაზ მამულაძეს, სულხან ტუღუშს, ანტონ ვარდანიძეს 5-5 წელი მიუსაჯა.
პროკურატურა რვავე დაკავებულს ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.














კომენტარები