• რეკლამა
  • კონტაქტი
09:33, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

341,760 და 600,000 ლარი – რაში ხარჯავს თბილისის მერია ხალხის ფულს კრიზისის ფონზე

ალია ავტორი - ალია
00:31 05-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

მაშინ, როდესაც პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის გამო ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი შიმშილის ზღვარზეა, თბილისის მერია, საბიუჯეტო სახსრებს ფიტნესებსა და ერთხელ უკვე მონიშნული გზების თავიდან მონიშვნაში ხარჯავს. 

ფაქტი პირველი: გუშინ, 2020 წლის 13 მაისს, თბილისის მერიამ ხელშეკრულება გააფორმა შპს “გრინსერვისი +”-თან – 341,760 ლარის გარე გამოყენების ფიტნეს-აღჭურვილობის შესყიდვაზე, რომელიც კომპანიამ დედაქალაქის მუნიციპალიტეტს, 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს.

ფეხის ველოსიპედი, დასაწოლი დაფა, თხილამური, დაკიდებული ტრენაჟორი – ეს იმ ფიტნეს-აღჭურვილობის არასრული ჩამონათვალია, რომელშიც კალაძე, ბიუჯეტიდან 341,760 ლარს იხდის – მასობრივი გაჭირვებისა და დიდი ეკონომიკური კრიზისის დროს.

იმ კომპანიას, კი, რომლისგანაც თბილისის მერიამ 341,760 ლარის ფიტნეს აღჭურვილობა შეიძინა, სამი მფლობელი ჰყავს, საიდანაც ორი ყოფილი გამგებელია. ამ ორიდან ერთი, ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრია. ხოლო მესამე, ქართული ოცნების დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ბიუროს ყოფილი უფროსი (ხაშურში).

კობა ხარშილაძე – 33 პროცენტი (ჟვანიას დაცვის წევრი).

ლაშა ფურცხვანიძე – 33 პროცენტი.

ტარიელ კიკნაძე – 34 პროცენტი (გელაშვილის ბიუროს ყოფილი უფროსი).

 მეორე: გარდა ამისა, თბილისის მერიის დაქვემდებარებულმა სამსახურმა, ტრანსპორტის განვითარების სააგენტომ, ერთი კვირის წინ, კერძოდ კი, 2020 წლის 5 მაისს ხელშეკრულება დადო შპს “ეს თი ეს”- თან – გზების მონიშვნისა და ავტობუსების ზოლების განცალკევების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომელიც თბილისის ბიუჯეტს, დამატებით 600,000 ლარი უჯდება. 

ხელშეკრულებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელი სრული ქუჩის მონიშვნა უნდა მოხდეს ან რომელ ქუჩაზე უნდა განხორციელდეს ავტობუსების განცალკევებული ზოლების პროექტირება.

თუმცა, სავარაუდოა რომ ეს ხელშეკრულება გავრცელდება იმ ქუჩებზე, რომლებიც თბილისის მერიამ ერთხელ უკვე გადათხარა, მაგრამ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ახლა თავიდან უწევს მათი გადათხრა. 

კერძოდ: ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც კალაძემ ავტობუსები “დინების საწინააღმდეგოდ” მიმართა და უცნაური გაჩერებები დაამონტაჟა, თბილისის მერიას სანიაღვრე ჭების ერთმანეთთან დაკავშირება დაავიწყდა, რის გამოც ერთხელ უკვე დაგებული გზა თავიდან აყარა და ახლა მეორედ აგებს, რაც ბიუჯეტს საკმაოდ ძვირი უჯდება.

ამ ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის მერიას, შპს “ეს თი ეს”-მა, მსგავსი მომსახურება 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გაუწიოს. 

როგორც ჩანს, კალაძე, წინასწარვე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ შესაძლოა, მომავალში ისევ დაჭირდეს ერთხელ უკვე გაკეთებული  ქუჩების, მონიშნული საგზაო ნიშნების, ავტობუსების განცალკევებული ზოლის დემონტაჟი… მათ შორის უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო.  

ეს კი, მოშიმშილე ბავშვებით სავსე ქალაქს, სადაც ეპიდემია-პანდემიამ ათობით ათასი ადამიანი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დატოვა, დამატებითი სახსრები უჯდება, რომელიც სხვა შემთხვევაში, შეიძლებოდა თუნდაც სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად მიმართულიყო.

კომპანია “ეს თი ეს”-სს, რომელსაც კალაძე ბიუჯეტიდან 600,000 ლარს უხდის, ორი მფლობელი ჰყავს, აქედან ერთი თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ყოფილი უფროსია.

აკაკი ჯოხაძე – 33 პროცენტი. 

ზურაბ ალავიძე – 63 პროცენტი

პრესა.ჯი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved