• რეკლამა
  • კონტაქტი
17:59, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

320-მა მოსამართლემ წერილობით დაადასტურა, რომ დღეს სასამართლო სისტემა არის ყველაზე მეტად დამოუკიდებელი, ვიდრე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყოფილა, IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხი შეესაბამება ევროკავშირის საერთო შეწონილ, საშუალო დამოუკიდებლობის სტანდარტს – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:48 09-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო ციხეებში – პატიმრების, ჩვენი თანამოქალაქეების წამება, ტანჯვა, გაუპატიურება იყო ყოველდღიური ტრაგედია, ათასობით გაუბედურებული ოჯახი, რეალური ისტორიები, ეს ხომ არ არის მოგონილი, უტრირებული ლეგენდები, კონკრეტული ფაქტები, რომელიც იხილა მთელმა მსოფლიომ, როცა მოხდა ამ დამნაშავე, მჩაგვრელი, სადისტური და პირდაპირ უნდა ითქვას, მკვლელი რეჟიმის მხილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.

„ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს. ასეთი მძიმე მემკვიდრეობის შემქმნელები, დღეს გამოდიან და კიდევ ჩვენზე ბედავენ რაღაც კრიტიკას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. თუნდაც, როდესაც ვსაუბრობთ სასამართლოზე, როგორ შეიძლება, დღევანდელი სასამართლო შეადარო 2012 წლის სასამართლოს. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო ქვეყანაში, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებაში. თვითონ მოსამართლეების მთელი კორპუსის განცხადებით, 320-მა მოსამართლემ წერილობით დაადასტურა, რომ დღეს სასამართლო სისტემა არის ყველაზე მეტად დამოუკიდებელი, ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც თანამედროვე საქართველოს ისტორიაში არასოდეს ყოფილა. ეს არის ფაქტი, მეგობრებო. კიდევ მეორე ფაქტი, რაც მინდა, რომ შევახსენო ჩვენს მავნებელ და მატყუარა ოპოზიციას – ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის და ჯგუფის, IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხი შეესაბამება ევროკავშირის საერთო შეწონილ, საშუალო დამოუკიდებლობის სტანდარტს. უფრო მეტიც, ბევრ ევროპულ ქვეყანას, ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას, ღიად ვიტყვით ამას, ვასწრებთ ბევრი ნიშნულით. შესაბამისად, ეს პროგრესი, რომელიც ჩვენს მიერ იქნა მიღწეული, არის ხელშესახები არის ღია და გამჭვირვალე, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვინდა. კიდევ გავაგრძელებთ სასამართლო რეფორმას, ყველა იმ რეფორმას, რომელიც დაწყებული გვაქვს, ბოლომდე მივიყვანთ და ამით კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სახელმწიფოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved