• რეკლამა
  • კონტაქტი
16:08, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

300 ლარად გაგვყიდა, ეს თანხა გადაუხადეს! – მიტროპოლიტი დიმიტრი ყოფილ აღსაზრდელს ადანაშაულებს

ალია ავტორი - ალია
16:32 06-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
107

„სირცხვილია, რესპოდენტებს ფულს რომ სთავაზობს ზოგიერთი ტელევიზია, ყოველგვარი სისულელის სათქმელად. 300 ლარს ასახელებენ შეთავაზებულ საფასურს”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე წერს, რითაც „მთავარი არხის” სიუჟეტს ეხმაურება საპატრიარქოს ფერიის ბავშვთა სახლში არსბულ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე.

ანდრია ჯაღმაიძის კომენტარს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი გამოეხმაურა და ყოფილი აღსაზრდელის მოსყიდვის ფაქტს ადასტურებს.

„ლ. ს. დედამისმა ქუჩაში რომ დატოვა 4 წლის ასაკში ხელში აყვანილი ავიყვანეთ ბავშვთა სახლში, ხელში იმიტომ, რომ ფეხსაცმელები არ ეცვა იმიტომ, რომ არ ჰქონდა, მან კი 300 ლარად გაგვყიდა (ეს თანხა გადაუხადეს)”, – წერს მიტროპოლიტი დიმიტრი.

ცნობისთვის, ფერიის ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი „მთავარი არხის” ეთრში აცხადებს, რომ პანსიონში სასტიკად სცემდნენ.

“დამსჯელობითი მეთოდები იყო განსხვავებული. რკინის ჯოხითაც მცემდნენ. აღმზრდელი ისე გამეტებით მირტყამდა, რომ ფეხი სულ ჩაშავებული მქონდა. წამომივიდა სისხლი, შემეშინდა, დავიწყე ტირილი და ამ ტირილზეც დამცინოდა. ერთ-ერთმა აღმზრდელმა, იმის გამო რომ ვტიროდი, კაბა ჩამაცვა და სკოლის დერეფანში მატარა ძალიან ბევრი ბავშვის თანდასწრებით. თუ ღამით ვისაუბრებდით, აუცილებლად წამოგვაგდებდა ფეხზე და მუხლებზე დაგვაყენებდა მანამ, სანამ არ გავითიშებოდით.

მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება, რომ ამ ადამიანებმა მე ბავშვობა წამართვეს. ამ ადამიანებმა არამხოლოდ მე, იმ ბავშვებსაც წაართვეს ბავშვობა, ვინც ჩემთან ერთად იყო”, – ამბობს იგი.

საპასუხოდ, “მთავარ არხთან” იმავე ბავშვთა სახლის აღმზრდელები ამბობენ, რომ ლ.ს.-ს ფსიქიკური პრობლემები აქვს, თუ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა ახალგაზრდას, რამდენად ჩაუტარდა სწორი მკურნალობა – უცნობია. თუ ახალგაზრდას ფსიქიკური პრობლემები აქვს ბავშვობიდან, მას, წესით, უნდა ჰყავდეს თავისი ექიმი, რომლის დიაგნოზის საფუძველზე, სახელმწიფოსგან უნდა იღებდეს დახმარებას. ხოლო, თუ პანსიონატმა არ შეატყობინა სახელმწიფო სამსახურებს ლუკას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და არც სოციალურმა სამსახურმა იზრუნა, რომ მას კუთვნილი დახმარებები მიეღო – მაშინ, საქმე კიდევ უფრო მეტად გართულდება.

თეგები: მეუფე დიმიტრი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved