• რეკლამა
  • კონტაქტი
07:04, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„30 წელია უკუსვლის რეჟიმში ვართ“ – კონსტანტინე გამსახურდია

ალია ავტორი - ალია
19:34 02-09-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

ჩვენი დღევანდელი სოციუმის რაღაცნაირი ანატომიაა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რის გამოც ვდგავართ ერთ ადგილზე ან უკუსვლის რეჟიმში ვართ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი და გერმანიაში, საქართველოს საელჩოში დესპანი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

„ნამდვილად საყურადღებო პოსტია. ჩვენი დღევანდელი სოციუმის რაღაცნაირი ანატომიაა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რის გამოც ვდგავართ ერთ ადგილზე ან უკუსვლის რეჟიმში ვართ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე. რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ ძალიან სუსტი და მცირერიცხოვანია რეალური სულიერი თუ მატერიალური ღირებულებების მწარმოებელი საშუალო ფენა. ის პოზიციონირებს იმ ორ კატეგორიას შორის, რომელიც პოსტშია ნახსენები. სხვათა შორის, უცხოეთში წასული ხალხის დიდი ნაწილიც ასევე საშუალო ფენაა, რომელიც წყალივით გვჭირდება, მაგრამ აქ რაიმეს გაკეთების შესაძლებლობას ვერ ხედავს, რის გამოც იძულებულია უცხოეთში შექმნას ყოფიერების სიკეთეები.

ნანა ფალიანი წერს: „მდიდარ ოჯახებში გაზრდილ ბავშვებს მზამზარეულად ეძლევათ ფუფუნება და წარ-მატება. ეს ძალიან პოპულარული სიტყვა წარ-მატება რას ნიშნავს? მეტობით მიიღო ის, რაც თვითონ არ მოუპოვებია. წარუმატეს.

კეთილდღეობა, რომელშიც ადამიანს თავად არ მიუღია მონაწილეობა მას აყალიბებს მომხმარებლად და უნივერსალურ მომხმარებლად. ეს იმას ნიშნავს რომ ის ახდენს ყველაფრის აბსორბირებას, რის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად ის ხდება მომხვეჭი, მტაცებელი.

ჩემს პოსტში მე ორივე მხარე განვიხილე და ის ფაქტობრივი უბედურება რაც დღეს ჭირს ჩვენს სოციუმს.

მეორე მხარე ისაა, რომ უქონელის და ღატაკ-უუფლებოს ოჯახიშვილი ასევე ვერ და არ მონაწილეობს ყოფიერების სიკეთეების შექმნაში. მას არ აღებინებენ მონაწილეობას! შესაბამისად ის იზრდება დაუკმაყოფილებელი, მშიერი და მისი შიმშილი, რომელიც გამოწვეულია ზედა ფენის გაუმაძღრობით, მასში ბადებს დამტაცებელს, ქურდბაცაცას.

მორალი: არც ერთი მხარის ოჯახიშვილები არ ღებულობენ მონაწილეობას კეთილდღეობის შექმნაში!
ერთს მზამზარეულად თავაზობენ უკვე ნაძარცვს, და ზრდიან მტაცებლად, მეორეს კი არ აკარებენ რესურსს რომლითაც შექმნიდა და მოიპოვებდა კეთილდღეობას.
შესაბამისად ქვეყანა იმყოფება მუდმივი დატაცება-მიტაცების, ძარცვის და გაქურდვის პირობებში.
ჩვენ ვცხოვრობთ სოციუმში, რომელიც გადავარდნილია „გარესკნელში“, ანუ მორალის მიღმა. და გვესმის კბილთა ღრჭენა“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved